საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72439

1808

ტიპი: თანამდებობა

1808 წელს ლეონტი პაატას ძე გველესიანი რგანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1808

ტიპი: თანამდებობა

1808 წელს სიმონ ზაქარიას ძე ლაჭყეპიანი სალომინაოს წმ. გიორგის (ჯიხეთის) ეკლესიის მღვდელი იყო.

1808

ტიპი: თანამდებობა

1808-52 წლებში იესე მახარობელას ძე ჯანელიძე უხუთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1808

ტიპი: თანამდებობა

1808 წელს იოანე ქამუშაძე ქორეთის მაცხოვრის აღდგომის ეკლესიის მღვდელი იყო.

1808

ტიპი: თანამდებობა

1808-41 წლებში დავით ფოცხვერაშვილი ღვანკითის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1807

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის აგვისტოს დასაწყისში ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძე თბილისის ღვინის სარდაფში სადილობდა, გვერდით მაგიდასთან ნაცნობი სოციალ-დემოკრატები ცხარედ მსჯელობდნენ. ზაქარიამ ჯერ რაღაც კრიტიკული თქვა სოციალ-დემოკრატებზე, შემდეგ ილია ჭავჭავაძის სადღეგრძელო დალია. სოციალ-დემოკრატები გაღიზიანდნენ, ჭიჭინაძე სასტიკად სცემეს და ქუჩაში გააგდეს. სახლში მედუქნეს მიჰყავდა, რომელმაც უთხრა, რამ დაგაწყებინა სოციალ-დემოკრატებთან ილიას ქება, იმიტომ იყვნენ შეკრებილები, მის მოკვლაზე ბჭობდნენო.

1807

ტიპი: თანამდებობა

1807 წელს კირილე ოთიას ძე ჯაჯანიძე სოფ. ზედუბნის წმ. კოზმასა და დამიანეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1807

ტიპი: ღონისძიება

1807 წელს გენერალ-მაიორი პეტრე დანიელის ძე ნესვეტაევი თავისი ჯარით ყარსის საფაშოს ტერიტორიაზე შევიდა.

1807

ტიპი: თანამდებობა

1807 წელს იოანე ბუჭუას ძე სხირტლაძე მრა­ვალ­ძა­ლის წმ. გი­ორ­გის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1807

ტიპი: თანამდებობა

1807 წელს გაბრიელ ტოგონიძე სოფ. ზედა მესხეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1807

ტიპი: თანამდებობა

1807-60 წლებში პეტრე გიორგის ძე არაბიძე სოფ. თხილთაწყაროს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1807

ტიპი: თანამდებობა

1807-46 წლებში ვასილ ბაზღაძე კაცხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1807

ტიპი: თანამდებობა

1807-11 წლებში იესე იოვანეს ძე გიორგაძე სოფ. კვახჭირის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1807

ტიპი: თანამდებობა

1807 წელს პეტრე გაფრინდაშვილი მღვიმევის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1807

ტიპი: თანამდებობა

1807 წელს ოქროპირ გიორგის ძე ბუცხრიკიძე მწუხარელის (ახალი თერჯოლის) მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1807

ტიპი: თანამდებობა

1807 წელს ბესარიონ სვიმონის ძე დევდარიანი ხარაგაულში მიროწმინდის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1807

ტიპი: თანამდებობა

1807 წელს გიორგი (გრიგოლ) გაბაშვილი ქუთაისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1807

ტიპი: თანამდებობა

1807 წელს ოქროპირ გიორგის ძე ბუცხრიკიძე ჩხარ-ეწრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1807

ტიპი: თანამდებობა

1807-53 წლებში გიორგი გიორგის ძე არველაძე ჭაგნის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1806

ტიპი: ღონისძიება

1806 წლის ივლისში გენერალ-მაიორმა გრიგოლ ივანეს ძე გლაზენაპმა სამხედრო ექსპედიცია მოაწყო ყაბარდოში.

1806

ტიპი: ღონისძიება

1806 წლის ივლისში გენერალ-მაიორ პეტრე დანიელის ძე ნესვეტაევმა აჯანყება ჩაახშო ოსეთში.

1806

ტიპი: ღონისძიება

1806 წლის 21 ივნისს გენერალ-მაიორმა გლაზენაპმა დერბენტი აიღო.

1806

ტიპი: თანამდებობა

1806 წლის 2 ივნისს გენერალ-ლეიტენანტი ვასილ სიმონის ძე გულიაკოვი დაინიშნა საქართველოს მთავარსარდლად.

1806

ტიპი: ღონისძიება

1806 წლის 2 ივნისს ინფანტერიის გენერალმა სერგეი ალექსის ძე ბულგაკოვმა ბაქო და კუბა აიღო.

1806

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც მიეძღვნა მთავარეპისკოპოს დოსითეოზის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. სტატიის მიხედვით, 1806 წლის პირველი ივნისიდან არქიმანდრიტი დოსითეოზი შიომღვიმისა და თირის მონასტრებს წინამძღვრობდა.