საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19373

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნინო ბეჟანის ასულ ტატიშვილი-ყიფიანისას თხზულება „თანამედროვე სურათები“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ აბრამიშვილის სტატიის „ღამის მგოსანი (გალაკტიონ ტაბიძის ლექსები)“ II ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სეზმან ბატკუაშვილის თხზულება „შეშლილი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის ბოლოს გამოსულ ჟურნალ „ხომალდში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე აბაშელის ლექსი „შორეული ნაპირი“, რომელშიც მე-11 არმიის მიერ საქართველოს დაპყრობა და 25 თებერვლის აქტი კრწანისის ტრაგედიასთან არის გათანაბრებული.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი საყვარელიძის სტატია „კომპოზიტორი ანდრია ნიკოლოზის ძე ყარაშვილი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 28 ივნისს მარტყოფში გამართული წარმოდგენის „პატარა კახი“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის ივლისში პეტროგრადში დაიბეჭდა მელიტონ ბალანჩივაძის რომანსები ქართულ-რუსული ტექსტებით.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს აპოლონ წულაძემ აჭარელთა შესახებ წიგნი შეადგინა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის უსათაურო ლექსი „შავ-ბნელ ღრუბლებში ფიქრ დაბურული“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს ცნობილმა მომღერალმა კოტე ფოცხვერაშვილმა შეადგინა ახალი რევოლუციონური ქართული ჰიმნი, რომელიც უკვე იბეჭდებოდა.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წელს ევგენი გეგეჭკორმა წერილი მისწერა იტალიის პრეზიდენტს მოსალოდნელი საფრთხისა და რუსული ბოლშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საჭიროების თაობაზე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს მიხეილ გერმანიშვილმა დაწერა ერთმოქმედებიანი ვოდევილი „სწავლა და სიღარიბე“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ემილიან წულაძემ ომში ყოფნისას დაწერა მოგონებები „ბრძოლის ველზე“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ სიხარულიძის წერილი „თეატრი პროვინციაში“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს პეტრე მირიანაშვილმა შეადგინა წიგნი „ძველი და ახალი ქართული შაირობა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის მარტში რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებებზე გიორგი ჩიჩერინი აცხადებდა, რომ ბათუმის ოლქში თურქეთის სასაზღვრო ხაზს უნდა გაევლო სარფზე, ქედის მთაზე, შავშეთის ქედსა და არტაანის ოლქის ძველ საზღვარე, მეტ დათმობაზე რუსეთი ვერ წავიდოდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 21 თებერვალს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ მუჰთარმა დიდი ეროვნული კრების დეპუტატთა წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით თურქეთის ჯარებს ბათუმის დაკავება უბრძანეს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელ მარტს გიორგი ჩიჩერინმა რკპ-ის ცკ-ს მდივანს მისწერა, რომ თურქეთის დელეგაცია მოითხოვდა ეროვნული პაქტის პირობების დაცვას და არსებობდა საფრთხე, რომ ის ბათუმს დაიკავებდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 4 მარტს გიორგი ჩიჩერინმა ანგორაში საბჭოთა რუსეთის წარმომადგენელ ბუდუ მდივანს მისწერა, რომ რუსეთი თურქეთს მისცემდა ყარსსა და არტაანს, მაგრამ არა ბათუმს. ბათუმი საქართველოს დარჩებოდა, ალექსანდროპოლი და ერევანი – სომხეთს, ხოლო ნახიჭევანი რუსეთზე გახდებოდა დამოკიდებული.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 4 მარტს აჰმედ მუჰთარ ბეიმ გიორგი ჩიჩერინს მისწერა, საქართველოში მოქმედი წითელი არმიის სარდლისთვის ებრძანებინათ, არ შესულიყო თურქეთის მოსაზღვრე ახალციხისა და ახალქალაქის ოლქებში.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის მარტში ბუდუ მდივანმა თურქეთიდან აზერბაიჯანში სერგო ორჯონიკიძეს მისწერა, რომ იოსებ სტალინი და ვლადიმერ ლენინი მიუთითებდნენ, რომ თურქეთთან ყარსის გამო არ ედავა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 დეკემბერს XI წითელი არმიის სარდალმა ა. ჰეკერმა სერგო ორჯონიკიძეს მისწერა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე აუცილებელი იყო თურქეთთან შეთანხმება.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 20 მარტის გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა ფილიპე მახარაძის წერილი, რომელშიც ის აჭარის ოლქს ავტონომიას აღუთქვამდა.

1921

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „სოციალისტ-ფედერალისტის“ 1921 წლის 26 მარტის ნომერში დაიბეჭდა თედო ღლონტის სტატია „მოსკოვის კონფერენცია და საქართველო“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს რუსეთის შეტევის შემდეგ ნოე ჟორდანიამ ანკარაში სიმონ მდივანს მისწერა, რომ ქემალ ფაშას არტაანისა და ართვინის ოლქის სანაცვლოდ დახმარების მიღებაზე დათანხმებოდა.