რეგისტრირებული ფაქტები19532
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. სტატიის თანახმად, ჟორდანია მიწათმფლობელებისა და ბურჟუაზიის კლასის წარმომადგენლებს პოლიტიკურ გვამებად მოიაზრებდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. სტატიის თანახმად, ჟორდანია გლეხობას რეაქციონერულ ელემენტად თვლიდა და აუცილებლობად მიიჩნევდა მისი მუშათა კლასისთვის დაქვემდებარებას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, რომელშიც განხილულია ნოე ჟორდანიას შეხედულებები საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. სტატიის თანახმად, ჟორდანია ერთადერთი იყო, ვინც ხედავდა მუშათა კლასის მზაობას, ჩაებარებინა სახელმწიფოს მართვის სადავეები.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვი აკრიტიკებდა ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის თქმით, იმ დროისთვის ქართველები მხოლოდ თავიანთი ძალებით ცდილობდნენ ქვეყნის მოწყობასა და სრულად იყვნენ იზოლირებულნი დანარჩენი მსოფლიოსაგან.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის თქმით, იმ მომენტისთვის ქართველები მხოლოდ აზერბაიჯანთან ურთიერთობით თუ დაიკვეხნიდნენ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიის თანახმად, წინა წერილებში თუმანოვს გაუკრიტიკებია ნოე ჟორდანია იმ შეხედულებების გამო, რაც მას ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში სხვადსხვა კლასის მნიშვნელობისა და ხვედრითი წონის შეფასებისას დაუშვია.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის თქმით, საქართველოს იზოლაცია მუდმივად არ გაგრძელდებოდა და თითოეული დღე აახლოვებდა მის ქვეყანას დანარჩენ მსოფლიოსთან.

