საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19697

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა 882 გვერდიანი მხედრულად ნაწერი სულხან-საბა ორბელიანის „ლექსიკონი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა მხედრულად ნაწერი პეტრე მოციქულის „სწავლა მეორედ მოსვლისა“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრის რეპერტუარში ჩაურთავთ ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა „სძლისპირნი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომ ბერძნები ქართველებს იერუსალიმში მდებარე მონასტრებს არ უბრუნებდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლ. ი. ისარლოვმა თბილისის გამგეობას შესთავაზა წინადადება, რომ 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე ყოველწლიურად გაემართათ ბაზრობა, სადაც სხვადასხვა სოფლის მრეწველები და მოვაჭრეები თავიანთ პროდუქტს წარმოადგენდნენ.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 17 აპრილს კავკასიის საცენზურო კომიტეტმა მთავარმართებლის კანცელარიის დირექტორს საიდუმლოდ შეატყობინა, რომ თებერვალში გაზეთ „ივერიაში“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა „ტენდენციური“ ფელეტონი „სურათები მოწაფეთა ცხოვრებიდამ“. ის გაზეთის მიმართ ადმინისტრაციული სანქციის გამოყენებას მოითხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. თუმანოვი ურჩევდა გაზეთ „ერთობის“ ხელმძღვანელობას, არ ჩაეთვალა საკუთარი თავი ხალხის ინტერესების ერთადერთ წარმომადგენლად და ეღიარებინა, რომ სხვა ძალებიც არსებობდა, რომლებსაც ასევე დიდი სარგებლის მოტანა შეეძლოთ ხალხისთვის.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 11 მაისს მთავარმართებელმა სერგეი შერემეტიევმა მოსკოვიდან გამოგზავნა საგანგებო დეპეშა, რომლითაც ამტკიცებდა მთავარმართებლის საბჭოს გადაწყვეტილებას გაზეთ „ივერიის“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) რვა თვით დახურვის შესახებ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა 1970 წელს ხუცური ასომთავრულით ტყავზე ნაწერი სახარება. იგი სულ 432 გვერდი იყო.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ჰენრიხ ვასილის ძე სტრუვეს ქიმიური ანალიზის შედეგად დაუდგენია შემდეგი: ესენტუკის ყველაზე წყალუხვი წყარო N17 მიეკუთვნებოდა გოგირდისა და ნატრიუმის მჟავის შემცველი წყლების ტიპს. ამიტომ რეკომენდირებული იყო მისი მოხმარება და არა წყლის აბაზანების მიღება.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ე. ი. აბელმა კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას ამცნო შემდეგი: ფოთლის ყუნწის ფხვნილი ცივ წყალთან გაზავების დროს იძლეოდა ნაზ, წებოვან მასას, რომელიც ქირურგიული სახვევების დამზადებისთვის გამოდგებოდა.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ე. ი. აბელის აზრით ფოთლის ყუნწის ფხვნილი თავისი თვისებებისა და მასალის უკიდურესი სიიაფის გამო გამოდევნიდა სამხედრო-ქირურგიული პრაქტიკიდან კრაჰმალსა და დექსტრინს.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 20 მარტს ილია ჭავჭავაძემ ივანე გვარამაძისგან წერილი მიიღო გაბრიელ ეპისკოპოსის შესახებ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა 206 გვერდიანი, მხატვრობით გაფორმებული „კონდაკი“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წელს კომკავშირულ გაზეთ „სპარტაკში“ დაიბეჭდა კონსტანტინე ლორთქიფანიძის პირველი ლექსი.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წელს ალმანახ „დარიალში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ლორთქიფანიძის პირველი მოთხრობა „სანაპიროზე“.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს გამოქვეყნდა კონსტანტინე ლორთქიფანიძის პირველი მოზრდილი რონანი კომკავშირული ცხოვრებიდან „ხავსი“.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლიდან კონსტანტინე ლორთქიფანიძემ ზედიზედ გამოაქვეყნა კრებულები: „პირველის შემდეგ“, „ღიმილი“, „ახალი ლექსები“, „ერთი მათგანი“ და „მუშა გამომგონებელი“.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წელს კონსტანტინე ლორთქიფანიძემ დაწერა რომანი „ძირს სიმინდის რესპუბლიკა“, რომელიც გადაამუშავა და გამოსცა „კოლხეთის ცისკრის“ სახელწოდებით.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 16 იანვრიდან ილია ჭავჭავაძემ უბის წიგნაკში ჩაიწერა, რომ საბანკო საკითხებზე პოლემიკის დროს ხშირია ერთმანეთის ლანძღვა, აქვე აღნიშნავს ალექსანდრე ჩოლოყაშვილის წინდახედულებას ბანკის საქმეებთან დაკავშირებით.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 26 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ ვრცელი საპასუხო წერილი გაუგზავნა მარჯორი უორდროპს და მადლიერება გამოხატა იმის გამო, რომ მისი წყალობით ინგლისელები საქართველოს და მის მწერლობას გაეცნენ.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 30 იანვარს ილია ჭავჭავაძეს უცნობმა პირმა რუსულ ენაზე ლექსი მიუძღვნა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით დუტუ მეგრელი დაიბეჭდა დიმიტრი ხოშტარიას ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი საახალწლო ნობათი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „ღმერთმა ნუ ჰქნას, რომ რედაქტორს/მწერალიც თან გაჰყოლოდე ...“.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 6 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „ბზიკი“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ხილად“ მინაწერით „ახალ თაობის რაინდს“.