რეგისტრირებული ფაქტები33281
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 29 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის ვიცე-გუბერნატორი აკიმ ნესტორის ძე მიცულოვი წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 29 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის გუბერნიის უმაღლესი სამმართველოს საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ტარსაიძე წმინდა სტანისლავის II ხარისხის გვირგვინით დააჯილდოვეს.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 29 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით ფოთის საბაჟოს გამგებელი ტიმოთერევი წმინდა ანნას II ხარისხის გვირგვინით დააჯილდოვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს დასახმარებლად ჩიტო ალექსანდრეს ძე ჩხეიძემ 5 მანეთი გაიღო – გაზეთი „კვალი" გამოუწერა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 24 იანვარს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით რაჭის მაზრის უფროსი, თავადი ჩიჯავაძე წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართული თეატრის მუზეუმს ნინო გოგნიაშვილმა 1904 წლის ქართული საღამოს მხატვრული პროგრამა შესწირა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს ელენე ელიზბარის ასულმა ამაშუკელ-წერეთელმა 20 წიგნი გადასცა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 10 მარტს გაზეთი „დროება“ იუწყება, რომ ჟურნალ „სომხის ქვეყნის“ რედაქციამ აღმოაჩინა და ფოტოგრაფიულად გაამრავლა სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქის, გევორქის IV-ის პორტრეტი, რომელიც ათ შაურად იყიდებოდა ენფიანჯიანცის წიგნის მაღაზიაში.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს გრიგოლ არჩილის ძე ამაშუკელმა 21 წიგნი გადასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს წიგნებით დაეხმარნენ სეფე გიორგის ძე ორჯონიკიძე და ვლადიმერ ილიას ძე წულუკიძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს პოლიკარპე ლორთქიფანიძემ ს. დიდ ჯიხაიში გამართა წარმოდგენა დიდი ჯიხაიშის წიგნსაცავ-სამკითხველოს სასარგებლოდ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს იაშა სამსონის ძე ორჯონიკიძემ 3 წიგნი გადასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს ელენე ალექსის ასულმა აბაშიძემ 40 წიგნი გადასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს მინადორა ეფრემის ასულმა ორჯონიკიძემ 20 წიგნი გადასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს ვალერიან კაცოს ძე ამაშუკელმა 7 წიგნი გადასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს ნესტორ ზაქარიას ძე წერეთელმა გადასცა 10 წიგნი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს დასახმარებლად თანხა გაიღეს ოლღა ბეგლარის ასულმა ნიჟარაძე-ამაშუკელისამ, პუპია ლუარსაბის ასულმა ამაშუკელი-ბარათაშვილისამ და ლიუცია ევგენის ასულმა ამაშუკელი-ორჯონიკიძისამ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს წიგნებით დაეხმარნენ ზაქარია ბიჭიას ძე ამაშუკელი, ლადიკო და ილიკო სიმონის ძე წერეთლები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 აპრილს ივანე ნიკოს ძე ამაშუკელის სახლში გაიმართა ამაშუკეთის უფასო წიგნსაცავ სამკითხველოს კრება.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს დასახმარებლად თანხა გაიღეს იასონ ილიას ძე ამაშუკელმა, ივანე ევგენის ძე ამაშუკელმა და პავლე ივლიანეს ძე ამაშუკელმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს დასახმარებლად თანხა გაიღეს პავლე ნიკოს ძე ამაშუკელმა, კონსტანტინე პეტრეს ძე უგულავამ, ვალერიან კაცოს ძე ამაშუკელმა და მელიტონ მალხაზის ძე წერეთელმა.
1871
ტიპი: ღონისძიება
1871 წლის 30 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სარედაქციო წერილი „წიგნების გავრცელება ჩვენში“, რომლის თანახმად ფოთის მკვიდრმა ზურაბ არუწოვმა სურვილი გამოთქვა, თავის სავაჭრო ობიექტზე ახალი ქართული წიგნები და გაზეთებიც გაყიდულიყო.
1871
ტიპი: ღონისძიება
1871 წლის 30 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სარედაქციო წერილი „წიგნების გავრცელება ჩვენში“, რომლის თანახმად, სიღნაღის მკვიდრმა რაჟდენ ციციშვილმა სურვილი გამოთქვა, თავის სავაჭრო ობიექტზე ახალი ქართული წიგნები და გაზეთებიც გაყიდულიყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს საქალაქო სკოლების გამგე კომისიის თავმჯდომარემ საგანგებო კომისია მოიწვია ალექსანდრე ბუჭყიაშვილის (პატარა ორბელიანის ქუჩა) სახლის დასათვალიერებლად. კომისიაში იყვნენ ქალაქის ტექნიკოსი შახნაზაროვი, სკოლების ექიმი გაბრიელ სუნდუკიანცი და სკოლების სამეურნეო ნაწილის გამგე ფირუმოვი.

