რეგისტრირებული ფაქტები33281
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წლის 22 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის კორესპონდენცია „ბლაღოჩინების კენჭის ყრა შორაპანში“ შორაპნის მაზრაში სამრევლოების მღვდელთმთავართა არჩევის შესახებ.
1871
ტიპი: ღონისძიება
1871 წლის 9 აპრილს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა სამეგრელოს თავად ნიკოლოზ დადიანი-მინგრელსკის სარჩელი თავად დიმიტრი ყიფიანის წინააღმდეგ, რომელიც უკანასკნელისგან ვალის, 112.967 მანეთის, გადახდას ითხოვდა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 3 იანვარს თბილისის თეატრალურ „კრუჟოკში“ დაგეგმილი იყო დიმიტრი ყიფიანის მიერ ქართულად თარგმნილი მილიერის კომედიის, „ძალათ ცოლის შერთვევინების“ პრემიერა.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის პალატის მდივანი ერიცოვი წმინდა ანნას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 5 აგვისტოს გაზეთ „დროების" კორესპონდენციაში მოთხრობილია გორის მაზრის სოფლებში იოსებ მამაცაშვილის თაოსნობითა და ხელშეწყობით დაარსებული სასწავლებლების შესახებ.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 5 ივლისს თბილისის სამსჯავრო სასამართლოს უნდა განეხილა სვიმონ ანდრონიკაშვილის მიერ ანა აბაშიძის გატაცების საქმე.
1967
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა იოსებ ხერუმოვის კერძო განცხადება სოლოლაკის დიდ ქუჩაზე სამხედრო აფიცრების სახმარის ფორმის ნივთეულის ახალი მაღაზიის გახსნის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 4 ივლისს ოზურგეთის თეატრში გიორგი ქუჩიშვილის, ნოე ჩხიკვაძის, გალაკტიონ ტაბიძის, პოლიევქტოს ირეთელის, მარგარიტა წულუკიძისა და სხვ. მონაწილეობით ლიტერატურული საღამო უნდა გამართულიყო, მაგრამ მონაწილეთა ნაწილის დაუსწრებლობის გამო საღამო არ შედგა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 13 მაისს თბილისის თეატრში გაიმართა პრემიერა გიორგი ერისთავის დრამისა „მაიკო“. შესვენებაზე მევიოლინე ალექსანდრე მარკევიჩმა შეასრულა ნაწარმოები Fantaisie caprise.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 8 დეკემბერს გაზეთი „დროება“ იუწყება, რომ იოსებ მამაცაშვილის ინიციატივითა და ხელშეწყობით გორის მაზრაში სამი სასოფლო სკოლა დაარსდა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 25 მარტს თბილისში აკურთხეს გენერალ-ფელდმარშალ მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვის ძეგლი, რომელსაც დაესწრო დიდი მთავრინა, ოლღა თეოდორეს ასული რომანოვა შვილებითურთ.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 24 მაისს თბილისის სამაზრო სასამართლოს უნდა განეხილა მოქალაქე გიგოლა დიაკონიძის სააპელაციო სარჩელი, რომელიც მოქალაქე სოფრომ ჩხიკვაძეს 150 მანეთს ედავებოდა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 8 მაისს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა ჟურნალ „მნათობის“ დაარსების შესახებ, რომლის პირველ ნომერში გამოქვეყნდა ნიკოლოზ ინაშვილის, დიმიტრი ჯანაშვილის, ნიკოლოზ ავალიშვილისა და სხვათა ნაწარმოებები.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 ივნისს ხაშურის თეატრში წარმოდგენილ ნიკოლოზ შიუკაშვილის დრამაში „მეგობრობა“ ალექსანდრე ნესტორის ძე კორძაია არჩილ ლომაურის როლს ასრულებდა, მარიამ თათეიშვილი-რატიანისა – თამარას როლს, ანასტასია გამრეკელისა – კატოს, ქეთო კალაძე – ელიკოს როლს და სხვ.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 14 მაისს კავკასიის მეფისნაცვალმა წმინდა ანნას პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა გორის ეპისკოპოსი გერონტი.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წლის 28 ივნისს ვლადიკავკაზში გაიხსნა მიხეილ ლორის-მელიქოვის კერძო სახელოსნო სკოლა, სადაც მოწაფეები წერა-კითხვასთან ერთად მჭედლობას, ხუროობასა და ავეჯის შეკეთებასაც შეისწავლიდნენ.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 3 იანვარს თბილისის თეატრალურ „კრუჟოკში“ დაგეგმილი იყო ზურაბ ანტონოვის კომედიის „ქმარი ხუთი ცოლისა“ პრემიერა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 24 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულება მთელ იმპერიაში გლეხების გათავისუფლების შესახებ.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 26 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა აკურთხა ბიჭვინთის ახლად აღდგენილი მონასტერი.
1871
ტიპი: ღონისძიება
1871 წლის 23 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ფოთში სტუმრად იმყოფებოდა გრაფი ვლადიმერ ალექსანდრეს ძე სოლოგუბი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღოდა ფოთის დრამატული თეატრის დაარსების საქმეში.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წლის თებერვალში ქუთაისის კეთილშობილთა კლუბში დაიდგა რაფიელ ერისთავის მიერ თარგმნილი კომედია „ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწინდნენ“.
1871
ტიპი: ღონისძიება
1871 წლის 5 თებერვალს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ ქუთაისში „სასოფლო გაზეთის“ გამოწერის მსურველები გერასიმე კალანდარიშვილსა და სიმონ ღოღობერიძეს უნდა დაკავშირებოდნენ.
1867
ტიპი: ღონისძიება
1967 წლის 11 დეკემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო მიხეილ და ივანე შერმაზანოვების სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეებს ჩამოართვეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 11 აპრილს ზუგდიდის სასწავლებლის ბიბლიოთეკის მხარდასაჭერად მოყვარულ მსახიობთა დასმა ქართულ ენაზე წარმოადგინა მოლიერის პიესა „ძალათ ექიმი“, რომელშიც მონაწილეობდნენ ნატალია ვახრამოვი, ნინა დერაზმორდუკისა და მარიამ ფურცელაძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს მიხეილ ხერხეულიძემ ცხინვალის სცენისმოყვარეთა წრეს შესთავაზა თითოეული წარმოდგენიდან ერთი მანეთი დრამატული კურსების ფონდის სასარგებლოდ გადაედოთ. წრემ მისი წინადადება მიიღო.

