რეგისტრირებული ფაქტები33334
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს გაზეთ „ახალი სხივის“ საშუალებით სილოვან თავართქილაძე გურიის მეაბრეშუმეებს აცნობებდა, რომ დაბა ჩოხატაურის მაღაზიამ შეიძინა აბრეშუმის მაღალი ხარისხის თესლი „ხრისტოდული“, რომლის აღებაც შეიძლებოდა სოფელ ხიდისთავში — ემილ ლომთათიძესთან, ნაგომარში — თომა ნინიძესთან, ბუკნარში — მირიან ბუკიასთან, ხოლო გულეიკარში — იოსებ მაღულარიასთან.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 31 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქართული ხორო კოტე ჩარკვიანის ლოტბარობით ქართულ სიმღერებს იმღერებდა. დასაწყისი 8 საათზე. ბილეთის ფასი 10-20 კაპიკი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 5 აპრილს ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლში სოფიო რომანიშვილის, შალვა სიმონის ძე გოგოლაშვილის, ვ. ლ. გუნიას, სიმონ პავლეს ძე გოგოლაშვილის, კ. ჭელიძის, დ. მგალობლიშვილის და სხვათა მონაწილეობით არტურ შნიცლერის სამმოქმედებიანი პიესის „დარაჯი“ წარმოდგენა გაიმართებოდა. პიესა გერმანულიდან თეოდორე ქორიძემ თარგმნა.
1924
ტიპი: ღონისძიება
გიგა პლატონის ძე ჩიქოვანი 1924 წლის აგვისტოში აქტიურად მონაწილეობდა ბათუმში შეიარაღებული აჯანყების მოწყობაში.
1924
ტიპი: ღონისძიება
ვლადიმერ ივანეს ძე ახვლედიანი აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის შეიარაღებულ აჯანყებაში.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ციხის ზედამხედველის ცოლმა, ა. ს. ლისენკომ პოლიციას განუცხადა, რომ სამი ძროხა მოჰპარეს. ეჭვის საფუძველზე რაჭის მაზრის მცხოვრებნი — ი. ს. მახაშვილი, გ. და დ. ბიჭაშვილები დააკავეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 31 იანვარს გაიმართა დრამატული საზოგადოების კრება, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი თავმჯდომარეობდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 31 იანვარს გაიხსნა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტი. გამგეობის თავმჯდომარის სიტყვის შემდეგ გრიგოლ დავითის ძე ნასარიძემ წაიკითხა ლექცია „ჰაერი და ჰავა“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 31 იანვარს გაიხსნა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტი. გამგეობის თავმჯდომარის სიტყვის შემდეგ გრიგოლ გიორგაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „სახალხო უნივერსიტეტები საზღვარგარეთ, რუსეთში და კავკასიაში“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე მადლობას უხდის ამელიცა მათიაშვილისას, რომელმაც ჭიათურაში სამკითხველოსთვის 25 მანეთი შეაგროვა. შემომწირველები იყვნენ: ნიკ. რაზმაძე, კ. ჩხეიძე, გიორგი ედიშერის ძე ნუკრაძე, ნესტ. კოკალიშვილი და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე მადლობას უხდის ამელიცა მათიაშვილისას, რომელმაც ჭიათურაში სამკითხველოსთვის 25 მანეთი შეაგროვა. შემომწირველები იყვნენ: ნინა წულუკიძე, მარიამ ჩხეიძე, თედ. გიგინეიშვილი, ალექსი სიმონის ძე კობიძე, ს. ცარუაშვილი და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე მადლობას უხდის ამელიცა მათიაშვილისას, რომელმაც ჭიათურაში სამკითხველოსთვის 25 მანეთი შეაგროვა. შემომწირველები იყვნენ: ს. ფაღავა, კ. მელიქოვი, ისიდორე დომენტის ზე ხარატიშვილი ივ. არუთინოვი და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე მადლობას უხდის ამელიცა მათიაშვილისას, რომელმაც ჭიათურაში სამკითხველოსთვის 25 მანეთი შეაგროვა. შემომწირველები იყვნენ: ნ. ლეჟავა, ვასილ სიმონის ძე წიტაიშვილი, გიორგი სპირიდონის ძე ნუცუბიძე, პროკოფი მესხი და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე მადლობას უხდის ამელიცა მათიაშვილისას, რომელმაც ჭიათურაში სამკითხველოსთვის 25 მანეთი შეაგროვა. შემომწირველები იყვნენ: ნატ. სიხარულიძისა, ელისაბედ (ლიზა) წერეთელი, ალექსანდრე მიხეილის ძე მითაიშვილი, ვარლამ ადამის ძე ხუროძე და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე მადლობას უხდის ამელიცა მათიაშვილისას, რომელმაც ჭიათურაში სამკითხველოსთვის 25 მანეთი შეაგროვა. შემომწირველები იყვნენ: ნიკოლოზ მაქსიმეს ძე წუწუნავა, ევა ლორის-მელიქოვა, სიმონ აბაშიძე, ირ. დეკანოზოვი და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე მადლობას უხდის ამელიცა მათიაშვილისას, რომელმაც ჭიათურაში სამკითხველოსთვის 25 მანეთი შეაგროვა. შემომწირველები იყვნენ: სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე, გიორგი ნიკოლოზის ძე რუხაძე, ივანე მიხეილის ძე გომელაური, გიორგი ანტონის ძე ანთელიძე და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ასკანის საქალებო სკოლის მასწავლებელი ლ(ი)უბა თავართქილაძე გაზეთის საშუალებით მადლობას უხდის სოლომონ ალექსანდრეს ძე ჭეიშვილს, რომელმაც სკოლას საყმაწვილო ჟურნალი „ნაკადული“ გამოუწერა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ასკანის საქალებო სკოლის მასწავლებელი ლ(ი)უბა თავართქილაძე გაზეთის საშუალებით მადლობას უხდის სოლომონ ალექსანდრეს ძე ჭეიშვილს, რომელმაც სკოლას საყმაწვილო ჟურნალი „ნაკადული“ გამოუწერა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 თებერვალს ჩოხატაურში, საქალებო-სამრევლო სკოლაში ბავშვთა საღამო გაიმართა. სასწავლებლის დამაარსებელმა ვერა ერისთავმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ფოთში სახადის მძვინვარების გამო ექიმი სერგეენკო ჩავიდა, რომელმაც საპყრობილეც დაათვალიერა.
1915
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის კონსტანტინე გელოვანი 1915 წელს ბრიტანული ორდენით „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ (The Distinguished Service Order) დააჯილდოვეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის კონსტანტინე გელოვანი 1905 წელს წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის კონსტანტინე გელოვანი 1905 წელს წმინდა სტანისლავის III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის კონსტანტინე გელოვანი 1915 წელს წმინდა ანას II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის კონსტანტინე გელოვანი 1915 წელს წმინდა ანას III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

