რეგისტრირებული ფაქტები2119
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1868
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 14 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ სახაზინო განცხადებაში ზუგდიდის მაზრის მომრიგებელი მოსამართლე მოუწოდებდა გარდაცვლილი ბახვა ჩიღუას მემკვიდრეებს, კანონით დადგენილ ვადებში განეცხადებინათ თავიანთი კანონიერი უფლება სოფელ ზენში მდებარე უძრავ და მოძრავ ქონებაზე.
1868
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 14 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ სახაზინო განცხადებაში ზუგდიდის მაზრის მომრიგებელი მოსამართლე მოუწოდებდა გარდაცვლილი ბოშიკია ქირიას მემკვიდრეებს, კანონით დადგენილ ვადებში განეცხადებინათ თავიანთი კანონიერი უფლება სოფელ ხეთაში მდებარე უძრავ და მოძრავ ქონებაზე.
1885
ტიპი: მფლობელობა
1885 წელს ალექსანდრე ჯაბადარსა და ივანოვს გოლოვინის პროსპექტზე კერძო ბიბლიოთეკა ჰქონდათ გახსნილი.
1884
ტიპი: მფლობელობა
1884-1885 წლებში ვანო ადამია გასაქირავებელ ნომრებს ფლობდა ძნელაძის ქუჩის დასაწყისში, თითქმის ბარიატინსკის ქუჩის კუთხეში.
1915
ტიპი: მფლობელობა
1915 წლის აპრილში ვასილ იოსების ძე ჯაფარაშვილმა საკუთარი სახლი ხაშურში თავისი ხარჯით გადააკეთა და ხაშურის დრამატულ წრეს დაუთმო.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 10 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გოგი (გიორგი) აკაკის ძე ნიშნიანიძის ოჯახი ფლობდა სახლს თბილისში, გუნიბის ქუჩა N8.
1940
ტიპი: მფლობელობა
1940 წლის 17 მარტს კონსტანტინე ნიკოლაძე ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ ბეისტს ჟენევაში გახსნილი ჰქონდა სკოლა.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 7 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნ. დიდებულიძის პანსიონი და სასწავლებელი ახალ მისამართზე, მიხეილის ქუჩის N129-ში გადავიდა.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 7 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დავით სარაჯიშვილის არყის ქარხნის შესახებ საქებარი სტატია გამოქვეყნდა.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 6 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსი გიორგის ძე კოვლელაშვილი ფლობდა საკუთარ ბინას თბილისში, ვარდის უბნის ქუჩა N4.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 9 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე გიორგის ძე ფალავანდიშვილი ფლობდა საკუთარ სახლს თბილისში, ფომინის ქუჩა N3.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 8 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გენერალ-ლეინტენანტმა ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრეზემ გაითვალისწინა თბილისელი მეტივეების ვექილის შუამდგომლობა და გადასახადების გადაუხდელობის გამო ჩამორთმეული ტივები მეპატრონეებს დაუბრუნა.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 3 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ბარონის ქუჩაზე მდებარე რესტორან „იუჟნი ნომერას“ მეპატრონე ილია აბრამიშვილი სტუმრებს იაფ და გემრიელ ვახშამზე ეპატიჟებოდა.
1873
ტიპი: მფლობელობა
1873 წლის 26 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ქართველების კრიტიკით გამორჩეულ რუს პუბლიცისტსა და გამომცემელს, მიხეილ ნიკიფორეს ძე კატკოვს, სოხუმის მახლობლად დიდძალი მამულები შეუძენია.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 2 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორში უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულნი პირობების დასაზუსტებლად ედუარდ ზაქარიას ძე სააკაშვილს უნდა დაკავშირებოდნენ.
1915
ტიპი: მფლობელობა
1915 წლის მარტში სამხედრო ქუჩისა და გოლოვინის პროსპექტის კუთხეში ა. ს. ახვლედიანის აფთიაქი გაიხსნა.
1902
ტიპი: მფლობელობა
1902 წლის 18 დეკემბერს ქ. ფოთის გამგეობამ სახაზინო გადასახადის გადაუხდელობის გამო გადაწყვიტა, გაეყიდა ოლგა შტოპელის ხის სახლი, მდებარე გაგარინის წყლის პირას.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 4 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოზურგეთში მძარცველებმა კ. თავართქილაძის წიგნის მაღაზია გატეხეს და ორი თუმანი გაიტაცეს.
1902
ტიპი: მფლობელობა
1902 წლის 8 დეკემბერს კვლავ განახლდა გამცემა გაზეთ „არგონავტისა", რომელიც შეიძინა რ. ა. იოანესიანმა.
1902
ტიპი: მფლობელობა
1902 წელს საფრანგეთის ცნობილმა ფირმამ „პერასსი და კ", რომელიც სეტყვასთან საბრძოლო მორტირებს ამზადებდა, კავკასიასა და რუსეთში თავისი წარმომადგენლობა პეტრე ყიფიანს გადასცა.

