საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33281

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით ქუთაისის გუბერნიის სამმართველოს საქმეთა მმართველი ღოღობერიძე წმინდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 18 ოქტომბერს თბილისში გაიმართა მედიცინის დოქტორის, ივანე თარხნიშვილის საჯარო ლექცია „ცხოველის მოძრაობაში ნერვებს რა მნიშვნელობა აქვს?“

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 28 სექტემბერს ფოთში ჩავიდნენ რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე და მისი ვაჟი, დიდი თავადი ვლადიმირ ალექსანდრეს ძე, რომლებიც იმავე დღეს, ნასადილევს, საიმპერატორო ხომალდით საქართველოდან გაემგზავრნენ.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 9 ნოემბერს მედიცინის დოქტორ ივანე თარხნიშვილს იმ ორასამდე ხელმომწერის წერილი გადაეცა, რომლებიც მისგან დამატებითი ლექციების გამართვას ითხოვდნენ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 13 ივლისს შალვა დადიანმა კარდენახში წარმოდგენა გამართა.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 31 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ავალიშვილის რედაქტორობით გამომავალი ჟურნალ „მნათობის“ გამოწერა 1872 წლიდან შვიდი მანეთი ეღირებოდა.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის ნოემბერში გენერალ-გუბერნატორმა დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკიმ ქუთაისი-გეგუთის სარკინიგზო ხაზის მშენებარე მონაკვეთი მოინახულა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში მსახიობი შაქრო საფაროვი რუსეთში გაემგზავრა. გზად სცენისმოყვარეთა დახმარებით ქართული წარმოდგენების გამართვას გეგმავდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 22 ივნისს ხაშურის თეატრში ადგილობრივი დრამატული წრის გამგეობამ ნიკოლოზ შიუკაშვილის დრამა „მეგობრობა“ დადგა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 იანვარს მოსკოვში ქართველმა საზოგადოებამ წვეულება გამართა და ალექსანდრე სუმბათაშვილიც მიიწვია.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელა ხარლამპ ივანეს ძე სავანელმა თბილისში კერძო სამუსიკო სასწავლებელი გახსნა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წელს ხარლამპ ივანეს ძე სავანელმა ქართული ეროვნული სიმღერებისა და მელოდიების შესწავლა დაიწყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 20 და 21 აგვისტოს ვერ შედგა სიონისტთა კრება კრების თავმჯდომარის, ინჟინერ მ. უსიშკინის ავადმყოფობის გამო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს საგუბერნიო ექიმის თანაშემწე გიორგი ბროძელი გაგზავნეს თელავის მაზრაში, სადაც სხვადასხვა გადამდები სენი გაჩნდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში მუშათა მომღერალ-მგალობელთა გუნდს მიხეილ კავსაძის ლოტბარობით კონცერტები ჰქონდა დაგეგმილი გორში, ცხინვალში, ბორჯომში, წაღვერში, ბაკურიანში, ჭიათურაში, საჩხერეში და სხვ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ალექსანდრე ბაქრაძის მიერ შექმნილ თეატრალურ ამხანაგობას წარმოდგენების გამართვაში დროდადრო ეხმარებოდნენ სოსო გიორგის ძე ივანიძე, სანდრო მელქოს ძე ბაჯიაშვილი, მიშა ლელაშვილი, ხოზიაშვილი და სხვ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 29 ივნისს ხონის დრამატულმა საზოგადოებამ ზაფხულის სეზონი დაიწყო, წარმოადგინეს შალვა დადიანის „შენი ჭირიმე“ და კოტე ყიფიანის „დატრიალდა ჯარა“, რომელთა რეჟისორი იყო ალექსანდრე ყალაბეგიშვილი.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 მარტის „დროების“ ცნობით, მ. იზმირიანი და ხორენაცი ოდესაში იმყოფებოდნენ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 14 მარტის „დროების“ ცნობით, გრიგოლ არწრუნი თავის ქარვასლაში მახიობებს სომხური წარმოდგენისთვის ადგილს გამოუყოფდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს დავით ანდუყაფარის ძე ჩხეიძემ თარგმნა ერთმოქმედებიანი უკრაინული პიესა „შემოდგომა სიყვარულისა“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში ალაგირის ქართული სცენისმოყვარეთა წრის წევრებმა ნატალია ლობჟანიძემ, სერგო იოსების ძე ჭეიშვილმა და ოქრო ლობჟანიძემ მსახიობ ვიქტორ მატარაძის დასახმარებლად ათ-ათი შაური გაიღეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის აგვისტოში თბილისის სახაზინო პალატამ დაადგინა, ქალაქის თვითმმართველობის ზოგიერთი მსახურისთვის გადაეხდევინებინა კანონით დაწესებული გადასახადი თანამდებობაზე დანიშვნის დროს. გიორგი ევანგულოვს უნდა გადაეხადა 500, გამგეობის წევრად ნამყოფ ქრისტეფორე ვერმიშევს – 250 მანეთი.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 7 აპრილის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ალექსი მესხიშვილი ქირურგი იყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 7 აპრილის „ცნობის ფურცლის" ცნობით, კბილის ექიმი ე. ი. ბალარჯიშვილი პაციენტებს მიხეილის ქუჩა N115-ში, გერმანელთა ტაძრის გვერდით, იღებდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 6 მარტს ქალაქის სხდომაზე ივანე ალადათოვმა განაცხადა, რომ ნავთლუღში საქონლის საკლავი ადგილის გახსნის გამო მნაცაკანოვის ხიდი აღდგენას საჭიროებდა.