საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32275

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრო დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს დიმიტრი დუმბაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო შეიტანა. მისი თავმდებნი იყვნენ: ნიკო ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი და ალექსანდრე მიქაბერიძე.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 26 თებერვალს კოტე მესხის ბენეფისზე წამოადგინეს სპექტაკლი „სიკვდილი ნაპოლეონისა“, რომელშიც თავად მესხმა ნაპოლეონის როლი შეასრულა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, 1921 წლის დეკემბერში გამართული ცისფერყანწელთა კონფერენციის თავმჯდომარე იყო გრიგოლ რობაქიძე, მდივანი – შალვა აფხაიძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ცისფერყანწელების კონფერენციაზე პაოლო იაშვილმა მათი ხუთწლიანი მუშაობის შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის იანვრიდან ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი ქუთაისიდან თბილისის თეატრალურ დასში გადავიდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვარს წყალკურთხევის დღეს თელავში მკვლელობა მოხდა. გვარდიელი ფეიქრიშვილი თოფით შეიარაღებული შევიდა ალექსა ღონიაშვილის დუქანში და ესროლა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს გაიმართა საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის ორი კრება. დილის სხდომას გრიგოლ ვეშაპელი თავმჯდომარეობდა, საღამოს − ალექსანდრე ასათიანი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის კრებაზე შალვა ქარუმიძემ წაიკითხა მოხსენება სასოფლო მეურნეობის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის კრებაზე ტიტე მარგველაშვილმა ვაჭრობა-მრეწველობის შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის კრებაზე კოტე აფხაზმა წაიკითხა მოხსენება ფინანსების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ მხარდასაჭერად ქართული კლუბის მიერ გამართულ სალიტერატურო, სამუსიკო და საცეკვაო საღამოში მონაწილეობდნენ: გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, იოსებ გრიშაშვილი, შალვა დადიანი და სხვ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში გზათა დეპარტამენტის დირექტორ ბესარიონ ჭიჭინაძის განკარგულებით მგზავრებისთვის მატარებლებში მოეწყო სასადილო სამზარეულოთი, N5 და N6 მატარებლებში (ბაქო-თბილისი) – ბუფეტი ცივი საჭმელებითა და ჩაით.

1792

ტიპი: ღონისძიება

1792 წელს თბილისში დადგეს გიორგი ავალიშვილის მიერ რუსულიდან ქართულად თარგმნილი კომედია „დედა რაყიფის ქალისა“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 2 მაისს ქართულ თეატრში სასცენო მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად გედევან გედევანოვის ბენეფისი გაიმართა.

1790

ტიპი: ღონისძიება

1790 წელს გიორგი ავალიშვილმა რუსულიდან ქართულად თარგმნა კომედია „რქის მატარებელი“. 1791 წელს პიესა თბილისში დადგეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 აგვისტოს ჭიათურაში დადგეს ვლადიმერ მესხიშვილის ვოდევილი „ოთხი იმერელი“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სტამბაში იბეჭდებოდა კოტე მესხის ბიოგრაფია „უკანასკნელი მთავარი სვანეთისა“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელ თებერვალს სოფელ ქისტაურში მღვდელ ნიკოლოზ პართენის ძე კახიშვილს გარდაცვალებიდან 40 დღის წირვას და პანაშვიდს გადაუხდიდნენ მეუღლე ვერა სვიმოს ასული, შვილები თიკო, თადო, არჩილა, ნინა, მაგუცა კახიშვილები და სიძე ევგენი დალაქიშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველი თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ სოფელ ქისტაურის მრევლი იუწყებოდა, რომ თავიანთ მოძღვარს, ნიკოლოზ პართენის ძე კახიშვილს 40 დღის წირვას და პანაშვიდს გადაუხდიდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს საქართველოს ტექნიკური საზოგადოების სხდომაზე ინჟინერმა აბრამ ცეიტლინმა ნავთის წარმოების შესახებ მოხსენება გააკეთა. საზოგადოებამ დაადგინა, ნავთის წარმოება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხად მიეჩნიათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 6 თებერვალს სახელმწიფო დრამის თეატრში გაიმართებოდა პრემიერა. წარმოადგენდნენ ავქსენტი ცაგარლის პიესას „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 აგვისტოს ნინა აბაშიძეს ჭიათურაში წარმოდგენის გამართვის მიზნით ყვირილადან გაჰყვნენ კესარია ჟღენტი, ალექსანდრე ხაბულიანი და სხვები.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 აგვისტოს ნინა აბაშიძეს ჭიათურაში წარმოდგენის გამართვის მიზნით ყვირილადან გაჰყვნენ ვასილ არაბიძე, დავით ლეონიძე და სხვები.