საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19697

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ბზიკის ხელმოწერით ილია ჭავჭავაძის სტატია „საკენკად „სამშობლოს ცაზე“ ხეტიალას“ გამოქვეყნდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 30 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებულ წერილში „ჩვენ მოღვაწეთა მიმართ“ ალექსანდრე მდივანი საზოგადოებას მოუწოდებდა, ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის 45 წლისთავის აღსანიშნავად მისი თხზულებების საიუბილეო კრებული გამოეცათ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 27 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 27 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქართული ტაძრების ბედი“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 18 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 18 სექტემბერს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მოსწავლეთა ჯანმრთელობა – უპირველესი საზრუნავი“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 21 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 21 სექტემბერს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საგზაო საქმის მნიშვნელობა“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის მარტში გამოვიდა მიხეილ ნასიძის მიერ შედგენილი „ქართული ქრესტომათია“, რომელშიც გამოქვეყნდა ლექსი „გაზაფხული“, ნაწყვეტები „კაცია–ადამიანიდან?!“, „გლახის ნაამბობიდან“ და „განდეგილიდან“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის მარტში გამოვიდა მიხეილ ნასიძის მიერ შედგენილი „ქართული ქრესტომათია“, რომელშიც გამოქვეყნდა ლექსი „გაზაფხული“, ნაწყვეტები „კაცია–ადამიანიდან?!“, „გლახის ნაამბობიდან“ და „განდეგილიდან“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 31 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 31 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მთავრობის მხარდაჭერა“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 15 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „თავადაზნაურთა მოვალეობა“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 29 ივლისს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორ მიხეილ გრუზინსკის წერილი მიიღო საბანკო საქმეების შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს გაზეთ „კვალის“ 35-ე და 36-ე ნომრებში ივანე გომართელის წერილი „თ. ი. ჭავჭავაძე და მისი პოეზია“ გამოქვეყნდა. ავტორი წერდა, რომ ილია პრობლემურ საკითხებზე სტატიებს ისეთ დროს აქვეყნებდა, როცა პრობლემა უკვე მოგვარებული იყო.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 14 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 14 სექტემბერს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „თავკაცთა უვარგისობა სოფლად“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლისთვის გიორგი ლეონიძის გაზეთმა „ბახტრიონმა“ პირველმა გაუწია პროპაგანდა ნიკო ფიროსმანაშვილს და დაადგინა მისი ბიოგრაფია.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლისთვის პოლიტგანათლებაში გამოცემული წიგნებიდან აღსანიშნავია გიორგი ლეონიძის რედაქტორობით გამოცემული „რევოლუციის პოეტები“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლისთვის „ლიტოში“ მუშაობისას გიორგი ლეონიძემ სანდრო ეულთან ერთად 50-მდე ქართული წიგნი გამოსცა.

1929

ტიპი: ავტორობა

გიორგი ლეონიძემ 1929 წელს შექმნა „სტალინის ბავშვობა და ყრმობა“.

1935

ტიპი: ავტორობა

გიორგი ლეონიძემ 1935 წელს დაბეჭდა „შახნავაზიანი“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი სილ. გიგიბერიას განცხადება ეპატიჟებოდა მსურველებს პირველი კლასის რესტორნების სტილში მოწყობილ რესტორანში „კაფე პარიზი“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი სილოვან გიგიბერიას განცხადება ეპატიჟებოდა მსურველებს რესტორანში „კაფე პარიზი“, სადაც საუზმე 10 საათიდან პირველამდე იყო, სადილი – პირველიდან ხუთამდე, ვახშამი – საღამოს. რესტორანში უკრავდა რუმინული ორკესტრი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი სილ. გიგიბერიას განცხადება ეპატიჟებოდა მსურველებს რესტორანში „კაფე პარიზი“. განცხადების თანახმად, რესტორნის მენიუში შედიოდა როგორც ევროპული ისე აზიური კერძები, რომლებიც მზადდებოდა ნაღების კარაქზე და გამოცდილი კულინარის ზედამხედველობის ქვეშ.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს გიორგი ლეონიძემ დაწერა „იოსებ თბილელი და მისი დიდმოურავიანი მე-18 საუკუნეში“.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს გიორგი ლეონიძემ დაწერა „სტალინის სამშობლო“.

1944

ტიპი: ავტორობა

გიორგი ლეონიძემ 1944 წელს დაწერა „ქართველი მეომრები“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის თქმით, ქალაქის უმუშევრად დარჩენილი მუშების სოფლებში დაბრუნება, რა თქმა უნდა, შეამცირებდა რიცხობრივად მუშათა კლასს და შეასუსტებდა მის პოლიტიკურ პოზიციებს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, რომელშიც განიხილა ნოე ჟორდანიას შეხედულებები საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის თქმით, უმუშევარ მუშათა სოფლებში დაბრუნების გათვალისწინებით, საჭირო იყო ყურადღების მიქცევა ეკონომიკურად უფრო ძლიერ სოფლის მოსახლეობაზე – ყოფილ გლეხებსა და მემამულეებზე, რომელთაც მოწინავე პოზოციები უნდა დაეკავებინათ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.