რეგისტრირებული ფაქტები19819
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, რომელშიც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვი ჰპირდებოდა მკითხველს, რომ შემდეგ ჯერზე აუცილებლად დაუბრუნდებოდა გაზეთის საერთო განწყობის განხილვას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, რომელშიც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია „დიდი ხანია დროა“. ავტორი აღნიშნავდა, რომ სურსათის სამინისტრო ქვეყნისთვის ყოვლად გამოუსადეგარი იყო.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის აზრით, სწორედ პოპოვის თავდასხმის ობიექტის, სურსათის სამინისტროს მოწესრიგება, გაძლიერება და გაფართოება მისცემდა ხალხს იმას, რაც მას სჭირდებოდა. ჭიაბროვის თქმით, ამ დასკვნის გამოტანა ევროპული სახელმწიფოების მაგალითზე შეიძლებოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, რომელშიც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის თქმით, უკვე აწყობილი პარტიის განადგურება, ექსპერიმენტირება და ახლის შექმნა შიმშილის ახალი, მოსალოდნელი ტალღის გათვალისწინებით ნამდვილი დანაშაული იქნებოდა და ეს მხოლოდ პოპოვისნაირების გულს თუ გაახარებდა.

