საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19697

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წელს ლევან ასათიანმა დაწერა „აკაკი წერეთლის ცხოვრება“ რუსულად.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს ლევან ასათიანმა დაწერა „პუშკინი და ქართული კულტურა“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი არტისტული საზოგადოების თეატრის ამხანაგობის განმკარგულებლის, ა. ა. ტუგანოვის განცხადების თანახმად, 12 ოქტომბერს დასს, „ტარტოს“ არტისტული საზოგადოების თეატრში გერჰარდ ჰაუპტმანის დრამა „ჩაძირული გემი“ უნდა წარმოედგინა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ტატიანა შჩეპკინ-კუპერნიკს შეუთხზავს დრამა „Орленок“.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლიდან პეტრე ბახტურიძეს დაწერილი და გამოქვეყნებული აქვს წერილები: ა. პუშკინის, ბესიკის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ა. ყაზბეგის, დ. კლდიაშვილის, ვ. მაიაკოვსკის, გ. ტაბიძის, ნ. ოსტროვსკის, ნიზამის, ბ. ბელინსკისა და სხვათა შემოქმედების შესახებ.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს ლევან ასათიანმა გამოაქვეყნა „ქართული მუშათა რევოლუციური პოეზია 1901-1907 წლებში“.

1920

ტიპი: ავტორობა

იონა მეგრელიძის პირველი ლექსი „გურია“ დაიბეჭდა 1920 წელს გაზეთ „კომუნისტში“.

1933

ტიპი: ავტორობა

1933 წელს მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა იონა მეგრელიძის პიესა „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“.

1939

ტიპი: ავტორობა

1939 წელს გრიბოედოვის სახელობის თეატრში დაიდგა იონა მეგრელიძის პიესა „გიორგი სააკაძე“.

1962

ტიპი: ავტორობა

1962 წელს დაიდგა იონა მეგრელიძის „ხელაშვილის ოჯახი“.

1921

ტიპი: ავტორობა

იონა მეგრელიძის ლექსთა პირველი კრებული დაიბეჭდა 1921 წელს.

1938

ტიპი: ავტორობა

1952 წელს მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა იონა მეგრელიძის პიესა „შური“.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წელს დაიდგა იონა მეგრელიძის პიესა „რვალი“.

1927

ტიპი: ავტორობა

იონა მეგრელიძემ ლექსების მეორე წიგნი გამოაქვეყნა 1927 წელს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვი სვამდა კითხვას, იქნებ ჟორდანია თვლიდა, რომ სახელმწიფოს ზედნაშენი არ უნდა ყოფილიყო შესაბამისობაში მის ეკონომიკურ ბაზისთან. თუმანოვი არამარტო ჟორდანიას მოუწოდებდა ამ თემასთან დაკავშირებით მრავალ პრობლემურ საკითხზე ჩაფიქრებას, არამედ იმათაც, ვისაც ევალებოდა საკანანომდებლო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის მიღება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, რომელშიც განხილულია ნოე ჟორდანიას შეხედულებები საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის აზრით, არავის უნდა დავიწყებოდა, რომ ქვეყანა ვითარდებოდა არა მუშათა კლასის, არამედ სოფლის მოსახლეობის ძალისა და მნიშვნელობის ზრდის გათვალისწინებით.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, რომელშიც მან განიხილა ნოე ჟორდანიას შეხედულებები საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის თქმით, ქვეყნის აღმშენებელთა სახელმწიფოებრივი სიბრძნე იმაში მდგომარეობდა, რომ მოვლენათა წინასწარ განჭვრეტა შეძლებოდათ და არა მოვლენათა კუდში ჩანჩალი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „Грузия“-ში დაბეჭდილ კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატიაში „წერილები პოლიტიკაზე“ განხილულია ნოე ჟორდანიას შეხედულებები საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის თქმით, ხალხი სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და ბრძნულ გადაწყვეტილებებს ელოდა ქართველების სახელმწიფოებრივი ცხოვრების სათავეში მყოფი პირებისგან.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობასთან დაკავშირებით. თუმანოვი აღნიშნავდა, რომ მომავალი დემოკრატიული რესპუბლიკის ორგანიზაციის საქმეში ჟორდანიას მუშათა კლასის ჰეგემონიაზე გათვლილი სქემა არანაირად არ შეესაბამებოდა იმ ობიექტურ მოცემულობას, რომლის გათვალისწინებით ქართველ ხალხს უწევდა ცხოვრება.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წელს ალექსანდრე ბარამიძემ გამოაქვეყნა ვახტანგ VI-ის ლექსები და პოემები რედაქციითა და შენიშვნებით.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს ალექსანდრე ბარამიძემ გამოაქვეყნა „ქილილა და დამანა“ შენიშვნებით.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს ალექსანდრე ბარამიძემ გამოაქვეყნა „დავითიანი“ წინასიტყვაობითა და რედაქციით.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წელს ალექსანდრე ბარამიძემ გამოაქვეყნა „ნ. ბარათაშვილი და ძველი ქართული პოეზია“.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს ალექსანდრე ბარამიძემ გამოაქვეყნა „ქართული ლიტერატურის ისტორიის ერთი საკითხი ი. ბ. სტალინის საენათმეცნიერო შრომების სინათლეზე“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გერჰარდ ჰაუპტმანს ჰქონია დრამა „ჩაძირული გემი“.