საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19697

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 10 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა 4 მოქმედებიანი ოპერის „დუბროვსკი“ პრემიერა. მუსიკის ავტორი იყო ნაპრავნიკი.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს ალექსანდრე ბარამიძემ გამოაქვეყნა ნაშრომი „ვეფხისტყაოსნის“ გაგრძელებათა საკითხებისათვის“.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 1-ელი აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ნ. რუბაკინის წიგნი „ბუნების საოცარი და მრისხანე მოვლენანი“ სევერიანე ჯუღელმა თარგმნა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 4 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მამია დავითის ძე გურიელის ლექსების კრებული დაიბეჭდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ იაკობ სვიმონიძის სახელით გამოქვეყნებულ წერილში იაკობ გოგებაშვილი წერდა, რომ ქოლერის ეპიდემიის დროს თბილისისა და ქართლის გამოღმა მხარის მოსახლეობას შეეძლო მანგლისში გახიზნულიყო, რადგან მანგლისში არასოდეს გავრცელებულა ქოლერა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ იაკობ სვიმონიძის სახელით გამოქვეყნებულ წერილში იაკობ გოგებაშვილი წერდა, რომ ქოლერის ეპიდემიამ, რომელიც მთელ საქართველოში მძვინვარებდა, მანგლისში და ზოგადად საბარათიანოში კოჯრიდან ახალციხემდე ფეხი ვერ მოიკიდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე შალვა ამირეჯიბის მოხსენების საფუძველზე მიიღეს საბოლოო ტექსტი კანონისა პენსიების გაუქმების შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე მიუღიათ იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილის კანონპროექტი კანონების თანმიმდევრობის შესახებ.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის ივნისში ჟურნალ „ივერიის“ მეექვსე ნომერში გეორგ ებერსის რომანის „ასული ფარაონისა“ ილიასეული თარგმანის ბოლო ნაწილი დაიბეჭდა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 5 იანვარს გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა მიხეილ მაჩაბელს მისწერა, რომ სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევასთან დაკავშირებით პეტერბურგში ხშირმა მისვლა-მოსვლამ ილია ჭავჭავაძე გაკოტრების პირას მიიყვანა. ადრესანტი წუხდა ამის გამო და აპირებდა, თავად-აზნაურთა კრებაზე დაესვა საკითხი ილიასთვის ამ ხარჯების ანაზღაურების შესახებ.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ილია ჭავჭავაძემ ილია წინამძღვრიშვილს ნოტარიალურად დაამოწმებინა ანდერძი, რომლის მიხედვითაც მისი გარდაცვალების შემდეგ მთელი უძრავ-მოძრავი ქონება დარჩებოდა მის მეუღლეს, ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძეს, ხოლო ოლღას გარდაცვალების შემდეგ საგვარეულო ქონება გადაეცემოდა კანონიერ მემკვიდრეებს, ილიას მიერ შეძენილი უძრავი და მოძრავი ქონება კი – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 16 დეკემბრამდე ილია ჭავჭავაძემ ნიკო ხიზანიშვილს მიუძღვნა ექსპრომტი „ამ შენს სახეს...“.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ივანე მიხეილის ძე გომელაურმა გამოსცა კრებული „ქართველი მწერლები“, რომელშიც დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის „გუთნისდედა“, „ელეგია“ და „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წელს დაიბეჭდა სიმონ ჩიქოვანის ლექსების კრებული.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წელს დაიბეჭდა სიმონ ჩიქოვანის პოემა „ბედი რესპუბლიკისა“.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს დაიბეჭდა სიმონ ჩიქოვანის თარგმანი „იგორის ლაშქრობის შესახებ“.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს იაკობ გოგებაშვილმა „ბუნების კარში“ შეიტანა ილია ჭავჭავაძის ლექსი „მეცა მქონია კარგი მამული“.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წელს დაიბეჭდა სიმონ ჩიქოვანის ლექსების პირველი ტომი.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს დაიბეჭდა სიმონ ჩიქოვანის საიუბილეო კრებული მოსკოვში.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს დაიბეჭდა სიმონ ჩიქოვანის „ახალი ლექსები“.

1947

ტიპი: ავტორობა

1947-49 წლებში დაიბეჭდა სიმონ ჩიქოვანის „დავით გურამიშვილი“.

1950

ტიპი: ავტორობა

1950-51 წლებში დაიბეჭდა სიმონ ჩიქოვანის რჩეული ლექსები.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს ივანე პაპასკირმა დაწერა რომანი „ხანგრძლივი ცხოვრებისკენ“.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს ივანე პაპასკირმა დაწერა რომანი „ხიმურის გზა“.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს ივანე პაპასკირმა დაწერა მოთხრობა „კარვალის ფოთები“.