საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19697

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს ალექსანდრე ბარამიძემ გამოაქვეყნა „დავით გურამიშვილის ცხოვრება და შემოქმედება“.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს ალექსანდრე ბარამიძემ გამოაქვეყნა ნაშრომი „ვეფხისტყაოსნის“ ტიპაჟის საკითხისათვის“.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წელს ალექსანდრე ბარამიძემ გამოაქვეყნა „ნიზამი და ქართული ლიტერატურა“.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წელს ალექსანდრე ბარამიძემ გამოაქვეყნა „ნიზამი“.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს ალექსანდრე ბარამიძემ გამოაქვეყნა „პატრიოტული მოტივები ძველ ქართულ პოეზიაში“.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წელს ალექსანდრე ბარამიძემ გამოაქვეყნა „ნარკვევი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წლიდან სოლომონ ცაიშვილს ქართულ პრესაში გამოქვეყნებული აქვს წერილები იაკობ გოგებაშვილზე, დანიელ ჭონქაძეზე, ვასილ ბარნოვზე, ვაჟა-ფშაველაზე, ეკატერინე გაბაშვილზე, იოანე ბატონიშვილზე, ილია ჭავჭავაძეზე და აკაკი წერეთელზე.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს ჟურნალ „მნათობში“ დაიბეჭდა პეტრე ბახტურიძის მიერ თარგმნილი აფხაზი მწერალ გიორგი გულიას მოთხრობა „გაზაფხული საკენში“.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წელს თბილისში საბლიტგამმა გამოსცა პეტრე ბახტურიძის მიერ თარგმნილი ა. პ. ჩეხოვის მოთხრობები.

1919

ტიპი: ავტორობა

იონა მეგრელიძის პირველი ლექსი „გურია“ დაიბეჭდა 1919 წელს ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს ლევან ასათიანმა გამოაქვეყნა კრიტიკული ნაშრომი „ქართული ლიტერატურა“.

1946

ტიპი: ავტორობა

1946 წელს ლევან ასათიანმა დაწერა კრიტიკული ნაშრომი „წერილები ლიტერატურაზე“.

1927

ტიპი: ავტორობა

ლევან ასათიანმა მუდმივი ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო 1927 წელს, როდესაც ჟურნალ „ქართულ მწერლობაში“ დაბეჭდა ისტორიულ-ლიტერატურული ხასიათის გამოკვლევა.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წლიდან სოლომონ ცაიშვილს ქართულ პრესაში გამოქვეყნებული აქვს მასალები ნიკოლოზ ბარათაშვილის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გიორგი ერისთავის, დავით ერისთავის, გიორგი ჭალადიდელის, ვახტანგ ორბელიანის, იონა მეუნარგიას, სულხან ბარათაშვილისა და სხვათა ბიოგრაფიების მიხედვით.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 22 სექტემბერს თელავისა და თიანეთის მაზრების თავად-აზნაურთა წინამძღოლმა, მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძემ ილია ჭავჭავაძეს წერილით სთხოვა, შესაწირი გაეღო ყვარლის დაზარალებული მოსახლეობისთვის.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადრესი რაფიელ ერისთავისადმი მისი ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლისთავის გამო. გამგეობის წევრებთან ერთად მას ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 2 მარტს ილია ჭავჭავაძემ მარი ბროსეს ვაჟს, ლორან ბროსეს დეპეშით შეატყობინა, რომ მარი ბროსეს დაბადებიდან 100 წლის იუბილე თბილისში საზეიმოდ აღნიშნეს.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს მინისტრთა კომიტეტის მდივანმა ბარონმა ემანუელ ნოლდემ წერილით სთხოვა ილია ჭავჭავაძეს, მინისტრთა კომიტეტის კანცელარიაში გამოცხადებულიყო სახელმწიფო სათათბიროში კავკასიის მხრიდან დეპუტატთა არჩევის დებულების პროექტის წინასწარ განხილვაზე.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 4 მარტს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით დეპეშა გაუგზავნა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსს, ალექსანდრე ოქროპირიძეს და მღვდლად კურთხევის 40 წლის იუბილე მიულოცა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 10 მარტს გაზეთ „ივერიის“ თანამშრომლებმა ვასო აბაშიძეს სცენაზე მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს მისალოცი ბარათი გაუგზავნეს, რომელსაც შუაში იაკობ ნიკოლაძის ნახატი ამშვენებდა. ბარათს ხელს აწერდნენ: ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ივანე ახალშენიშვილი, გიორგი დეკანოზიშვილი და სხვ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 4 მარტს ილია ჭავჭავაძემ, ოლღა გურამიშვილმა და ელისაბედ ჭავჭავაძემ დეპეშა გაუგზავნეს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსს, ალექსანდრე ოქროპირიძეს და მღვდლად კურთხევის 40 წლის იუბილე მიულოცეს.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წელს ლევან ასათიანმა გამოაქვეყნა კრიტიკული ნაშრომი „ლიტერატურა და სხვა“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა მოქალაქე მაქსიმე ონისეიმეს ძე გაჟონიას განცხადება მოსკოვის ქუჩის N20-ში, მესამე სართულზე, მდებარე ბინის გაყიდვის თაობაზე.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს პანტელეიმონ ჩხიკვაძემ მუშათა კრებულ „მიზანში“ დაბეჭდა პატარა მოთხრობა.

1927

ტიპი: ავტორობა

1927-1928 წლებში პანტელეიმონ ჩხიკვაძემ რამდენიმე ლექსი დაბეჭდა გაზეთ „კომუნისტში“.