რეგისტრირებული ფაქტები19819
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვი სვამდა კითხვას, რამდენად შეესაბამებოდა ჟორდანიას დასახული გეგმა „მუშათა კლასის ჰეგემონიისგან“ გათავისუფლებული გუშინდელი გლეხობის ფსიქოლოგიას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვი სვამდა კითხვას, რამდენად დაეყრდნობოდა ჟორდანია ამ მშენებლობის დროს გლეხობას.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 14 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ საპასუხო წერილი გაუგზავნა დას, ელისაბედს. ბოდიში მოუხადა თანხის დაგვიანებისათვის, აუხსნა, რომ მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სახელმწიფო საბჭოს სესიაზე დასასწრებად წასასვლელი თანხაც ძლივს იშოვა. შეჰპირდა, რომ როგორც კი შეძლებდა, გადაუხდიდა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წელს გრაფ დიმიტრი სოლსკის მიერ მიწვეული ილია ჭავჭავაძე მარიას სასახლეში სიტყვით გამოვიდა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ამხილა რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის ნაკლოვანებები. შეკითხვაზე, რამდენად გონივრული იყო, ქართული დეპუტაცია შესულიყო იმპერიის სახელმწიფო საბჭოში, ვრცლად დაასაბუთა ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა.

