რეგისტრირებული ფაქტები17990
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1938
ტიპი: თანამდებობა
1938-1940 წლებში ლავროსი კალანდაძე მუშაობდა საქართველოს დეპეშათა სააგენტოს დირექტორის მოადგილედ თბილისში.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წელს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა კრებაზე დადგა ბანკის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ილია ჭავჭავაძის შემცვლელის არჩევის საკითხი.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წელს გამართულ თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო საგანგებო კრებაზე ილია ჭავჭავაძეს დაბრუნება სთხოვეს, მაგრამ მან უარი განაცხადა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 5 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გაზეთ „ივერიის“ ბოლო ნომერი გამოვიდა. 1886 წლიდან ამ დრომდე ილიას რედაქტორობით „ივერიის“ 3 151 ნომერი დაიბეჭდა. 6 დეკემბრიდან ილია კვლავ გაზეთის რედაქტორი იყო, მაგრამ დროებითი რედაქტორი ალექსანდრე სარაჯიშვილი გახდა.
1933
ტიპი: თანამდებობა
1933-1935 წლებში აკაკი ბელიაშვილი იყო საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების გამომცემლობის გამგე თბილისში.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937 წლიდან აკაკი ბელიაშვილი მუშაობდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის კინოსექციის ხელმძღვანელად.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935-1937 წლებში აკაკი ბელიაშვილი იყო თბილისის კინოსტუდიის სასცენო განყოფილების გამგე.
1939
ტიპი: თანამდებობა
1939 წელს ლავროსი კალანდაძე აირჩიეს თბილისის ერთ-ერთი რაიონული საბჭოს დეპუტატად.
1929
ტიპი: თანამდებობა
1929-1930 წლებში კარლო კალაძე იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დირექტორი ქუთაისში.
1940
ტიპი: თანამდებობა
1940-1945 წლებში ლავროსი კალანდაძე იყო სახელგამის სარედაქციო კოლეგიის უფროსი.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923-1934 წლებში სურენ ავჩიანი იყო ბიბლიოთეკის გამგე მეტყევეთა კავშირის კლუბში.
1925
ტიპი: თანამდებობა
1925-1926 წლებში კალე ბობოხიძე იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ადმინისტრაციული განყოფილების რეგისტრატორი.
1928
ტიპი: თანამდებობა
1928-1930 წლებში კალე ბობოხიძე იყო თბილისის სამრეწველო ტექნიკუმის ქართული ენის მასწავლებელი.
1932
ტიპი: თანამდებობა
1932-1934 წლებში კალე ბობოხიძე იყო სსმკ სამხედრო კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934-1935 წლებში კალე ბობოხიძე იყო სსმკ ჟურნალ „ახალგაზრდა მწერლის“ პასუხისმგებელი მდივანი და რედაქტორის მოადგილე.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935-1936 წლებში კალე ბობოხიძე იყო თბილისის მე-18 საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე.

