საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18890

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 27 ივლისს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა ნოე ჟორდანიას წერილის „მოამბე, „ივერია“ და ეროვნება“ გაგრძელება.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 6 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა სტატია „ნარკვევი (ჟურნალ-გაზეთებიდამ)“ სახალხო სკოლების უფლებათა შესახებ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 11 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი („რუსულ ჟურნალში „Неделя“-ში დაბეჭდილია...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 2 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“ („მართალია, კაცო, რასაც ჰლაპარაკობენ?...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 11 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „თავადი ნ. ზ. ჭავჭავაძე. ნეკროლოგი“.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 23 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 22 მარტი“ („ჩვენს მეთაურში ამას წინათ ვთქვით...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 20 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 19 მარტი“ („კარგა ხანია, რაც აქაურმა რუსულმა გაზეთებმა გამართეს...“).

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 31 მარტს გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა კირილე შევარდნაძის წერილი „ესეც „უცნაურია?!“, რომელიც ეხმაურება ილია ჭავჭავაძის წერილს „ჩვენი ეხლანდელი სიბრძნე-სიცრუე“.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 27 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 26 აპრილი“ („ჩვენებიანთ მკურნალები ჩვენებიანთ ინჟენერებს შორს ვერ წაუვლენ ცოდნითა*...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 29 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 28 აპრილი“ („ბ-ნ შაუმოვის „სელდების“ და ბ-ნ არუთინოვის „ტრიხინიან“ ღორების...“), დასაწყისი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 1 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“ („შაუმოვის „სელდების“ სულის საცხონებელი ისტორია...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 3 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 2 მაისი“ („ისტორია არუთინოვის ტრიხინებისა არანაკლებ საოცარია...“), 29 აპრილის მოწინავე წერილის გაგრძელება.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 4 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 3 მაისი“ („ჩვენ წინა წერილში ვაჩვენეთ რამოდენად ჰბარტყობდა...“), 3 მაისის მოწინავე წერილის გაგრძელება.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 8 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 7 მაისი“ („ჯერ მინამ ბ-ნ ივანენკოს ნაძიებს გამოვაქვეყნებდეთ...“), 4 მაისის მოწინავე წერილის გაგრძელება.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 9 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 8 მაისი“ („ბ-ნ ივანენკოს გამოძიებიდამ სჩანს...“), 8 მაისის მოწინავე წერილის გაგრძელება.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 11 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 10 მაისი“ („დღეს საჭიროდ დავინახეთ ავნუსხოთ...“), 9 მაისის მოწინავე წერილის გაგრძელება.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 16 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 15 მაისი“ („წინა წერილში მოკლედ ავნუსხეთ...“), დასასრული წერილების ციკლისა „ბ-ნ შაუმოვის „სელდების“ და ბ-ნ არუთინოვის „ტრიხინიან“ ღორების საქმე“.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ივლისის ჟურნალ „ივერიის“ მეხუთე-მეექვსე ნომრებში ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 5 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ბათუმის სკოლის მდგომარეობასთან დაკავშირებით მოსე ნათაძის ინფორმაციას გაეცნენ.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, კანცელარიის ავეჯის განახლებაზე დახარჯული თანხა დაამტკიცეს.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ოქტომბერში ჟურნალ „ივერიის“ მე-9 ნომერში, ცენზურის აკრძალვის შემდეგ ილია ჭავჭავაძის მიერ გადამუშავებული „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ივლისის ბოლოს ჟურნალ „ივერიის“ მეშვიდე-მერვე ნომრებში ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 6 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ, როგორც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილემ, თბილისის კომერციულ ბანკს საქმიანი წერილით მიმართა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით თბილისის სათავადაზნაურო - საადგილმამულო ბანკის 1883 წლის 1-ლი ივლისისთვის არსებული ბალანსი დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 2 სექტემბრის გაზეთ „დროებაში“, გაზეთ „ივერიის“ მეხუთე და მეექვსე ნომრების შესახებ ნიკო ხიზანიშვილის ლიტერატურული მიმოხილვა დაიბეჭდა.