რეგისტრირებული ფაქტები33281
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დაადგინა, მონაწილეობა მიეღო დავით კლდიაშვილის იუბილეში, რომელიც გაიმართებოდა 15 თებერვალს, 20 საათზე. იუბილარს საზოგადოების სახელით მიულოცავდნენ დავით კარიჭაშვილი და მეთოდე კაკაბაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვრის ბოლოს ფოსტის შენობაში გაიხსნა ფოსტა-ტელეგრაფის ამბულატორია, რომელიც შედგებოდა 7 ოთახისგან: ავადმყოფთა მისაღები დარბაზი, კანცელარია, გამგის კაბინეტი (ექიმი ჩიქოვანი), სადოსტაქრო და ქალურ ავადმყოფთა მისაღები (ექიმი ნიკოლოზ გიორგის ძე მრევლიშვილი), ვენერიული კაბინეტი (ექიმი გიორგი ფარნაოზის ძე ნათიშვილი), სტომატოლოგიური კაბინეტი (ექიმი ალექსანდრე გრიგოლის ძე სოლოღაშვილი) და აფთიაქი (ზენინგი).
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 21 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ზ. ი. ოგანეზოვმა პერევისის სოფლის სკოლას 20 ცალი სასწავლო წიგნი შესწირა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ხ. გოძიაშვილმა ანტვერპენის საერთაშორისო გამოფენაზე საპატიო დიპლომი მიიღო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 აგვისტოს „დროების“ ცნობით, მირზაბეკოვმა ანტვერპენის საერთაშორისო გამოფენაზე საპატიო დიპლომი მიიღო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, არტურ ქიუჩარიანცმა ორთქლით სამკურნალო გახსნა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ლაზარე გობიაშვილმა ანტვერპენის საერთაშორისო გამოფენაზე საპატიო დიპლომი მიიღო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ბერგერმა ანტვერპენის საერთაშორისო გამოფენაზე საპატიო დიპლომი მიიღო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 აგვისტოს „დროების“ ცნობით, კარაპეტოვმა ანტვერპენის საერთაშორისო გამოფენაზე საპატიო დიპლომი მიიღო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 აგვისტოს „დროების“ ცნობით, არტურ ალიბეგოვმა ანტვერპენის საერთაშორისო გამოფენაზე საპატიო დიპლომი მიიღო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 28 აგვისტოს „დროების“ ცნობით, კონსტანტინე მესხის ხელმძღვანელობით წარმოდგენა გაიმართებოდა
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 28 აგვისტოს „დროების“ ცნობით, სმეკალოვმა ბათუმში მართლმადიდებლური ეკლესიის ასაშენებლად თანხა შეაგროვა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 28 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ფელდმანი არწრუნისეულ სცენაზე ჰიპნოზის შესახებ სეანსებს გამართავდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 29 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ გაბარაშვილმა და გუგუშვილმა თბილისისა და მცხეთის ფოსტის მძარცველთა მოთავე თორღო მურზაბეგოვი დაიჭირეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის პირველი სექტემბრის „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში „თეატრის“ მეორე ნომერი იყიდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის პირველი სექტემბრის „დროების“ ცნობით, პოლიევქტო კვიცარიძემ საგრამატიკო ტერმინოლოგია შეადგინა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ქუთაისის გუბერნატორი სმეკალოვი ლეჩხუმის მაზრაში იმყოფებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 სექტემბრის „დროებაში“ ქუთაისის გუბერნატორ სმეკალოვის ლეჩხუმის მაზრაში სტუმრობის შესახებ ქაიხოსრო გელოვანის სტატია დაიბეჭდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 6 სექტემბრის „დროების“ ცნობით, რკინიგზის ექიმად ვართანოვის ნაცვლად ბაბოვი დაინიშნა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 5 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვის ინიციატივით თბილისში მებაღეობის სკოლა გაიხსნებოდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კავკასიის სამეურნეო გამოფენაზე ჩატარდა ტყავის ექსპერტიზა, კომისიის თავმჯდომარე იყო გიორგი ალიბეგოვი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 28 სექტემბერს თბილისის სასულიერო სემინარიაში გაიმართა ლიტერატურისა და მუსიკის საღამო, რომელზეც მიწვეულები იყვნენ საქართველოს ეგზარქოსი, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ალექსანდრე, იმერეთის – ლეონიდე და გორის – კირიონ II.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 28 სექტემბერს კავკასიის გამოფენაზე მცირე კომისია ალექსანდრე ქალანთარის თავმჯდომარეობით შეუდგა მეაბრეშუმეთა ექსპონატების ანალიზს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლს, გენერალ-მაიორ ივანე საგინაშვილს 1-ელი ხარისხის წმინდა სტანისლავის ორდენი გადაეცა.

