საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19532

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 15 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „სომხური გაზეთების პოლემიკა“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 17 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „მაჰმადიანთ გაქრისტიანება“.

1862

ტიპი: ავტორობა

1862 წელს ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა თომა მაჭავარიანის „პასუხი მეორე თერგდალეულის პასუხისა“, რომელშიც მან სამსონ მაჭავარიანი ილია ჭავჭავაძის დაცვისთვის გააკრიტიკა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევი „აი ისტორია“.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 27 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა ნეკროლოგი სათაურით „ნიკოლოზ ვასილის ძე შელგუნოვი“.

1862

ტიპი: ავტორობა

1862 წელს ილია ჭავჭავაძემ ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ პროგრამა ჟურნალ „ცისკარში“ და გაზეთ „კავკაზის“ დამატებაში დაბეჭდა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 27 ივლისს ილია ჭავჭავაძემ კონსტანტინე ყიფიანს მისწერა, საგურამოში დაპატიჟა და თეატრალური დასის მსახიობების შერჩევაში დახმარება სთხოვა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 18 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „სასამართლო და ადგილობრივი ენები“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „დაბრუნებული აფხაზები“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „თახშირის გადახდა ბათომის მაზრაში“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 12 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ბათომის მაზრის მოხელეთა მოპყრობა მცხოვრებლებთან“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „იმერელი მოსამსახურენი თბილისში“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „მოკითხული საზოგადო ფული“, რომელიც ილიას სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „კიდევ ძველ წიგნებზე“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად დაიბეჭდა ილია ჭავჭავძის წერილი „დროგადასული სისტემა“, რომელიც მისი სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 24 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „გლეხკაცებისაგან მამულის შეძენა“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 25 ივნისს გაზეთ „ტიფლისკი ლისტოკში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი ერნსტ ლეიდენი აღძრავდა საქმეს „ივერიის“ რედაქტორის ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ. მისი უკმაყოფილება გამოიწვია პუბლიკაციამ, რომლის მიხედვით, თბილისში ვიზიტის დროს ექიმი ლეიდენი პაციენტებს თანხაზე ევაჭრებოდა და ერთ-ერთი მათგანი კონსულტაციის გარეშე დატოვა. ექიმის თქმით, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და პუბლიკაცია ცილისწამება იყო.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 25 ივნისს ბროშურის სახით გამოვიდა რევიზორ ევსტაფი დობეცკის სახელზე შედგენილი განმარტებითი ბარათი, რომელსაც ხელს აწერენ თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე და წევრები: დავით ავალიშვილი და მიხეილ გრუზინსკი.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის ივლისში ალექსანდრე ხახანაშვილის სტატიას ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული მოღვაწეობის შესახებ ეხმაურება ბაქოში გამომავალი რუსული გაზეთი „კასპია“. სტატიის ავტორის აღშფოთებას იწვევს ხახანაშვილის მიერ ილია ჭავჭავაძის შედარება პუშკინთან, ლერმონტოვთან და გოგოლთან.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელით ილია ჭავჭავაძემ წერილობით მიმართა კირილე ლორთქიფანიძეს, რომ თანდართული სიის მიხედვით შეეგროვებინა საწევრო გადასახადები და დაეზუსტებინა, ხომ არ იყო სიაში ისეთი პირი, რომელსაც აღარ სურდა საზოგადოების წევრობა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელით ილია ჭავჭავაძემ წერილი გაუგზავნა საზოგადოების დამხმარე წევრს საჩხერეში ბეჟან წერეთელს მის მაზრაში საწევრო გადასახადების დროული აკრეფის, ცალკეულ წევრთა მისამართების დაზუსტებისა და სააგენტო დავთრების გადაგზავნის თხოვნით.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 22 იანვარს გაზეთ „კვალში“ გიორგი წერეთელმა გამოაქვეყნა დასასრული პუბლიკაციისა „კვალი. ორი წლის ნაღვაწი“, რომელშიც გაკრიტიკებული იყო გაზეთი „ივერია“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 22 ივლისს პოეტმა ქალმა დომინიკა ერისთავმა, რომელიც წერდა „განდეგილის“ ფსევდონიმით, ილია ჭავჭავაძეს მიუძღვნა ლექსი („ირგვლივ მთებს მწვანე მანტია წამოუბურავს გმირულად...“).

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა გაგრძელება ნოე ჟორდანიას წერილისა „მოამბე“, „ივერია“ და ეროვნება“. ავტორი „ივერიის“ შესახებ წერს, რომ ბრმად მიჰყვება რუსეთის ნაროდნიკების უტოპიურ თეორიას და გაზეთს „ტეტიათა მოტრფიალეს“ უწოდებს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 7 აპრილის ჟურნალ „თეატრში“ ალექსანდრე ბერიძის მიერ შესრულებული ილია ჭავჭავაძის პორტრეტი დაიბეჭდა.