საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33281

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო დავთრის მიხედვით, ნიკოლოზ ალექსის ძე მესხიევმა საზოგადოებას მუზეუმისთვის გადასცა დოქი, ჯამი, აბასთუმანში ნაპოვნი კოჭობი და ქოთანი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ელენე ჩერქეზიშვილი პარიზის თეატრ „იმპერიალში“ თამაშობდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 23 მარტს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი სომხეთში გაემგზავრა ქართულ-რუსული სპექტაკლების დასადგმელად.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ინჟინერ რაგოლერს ფუნიკულიორის მოსაწყობად სახაზინო მიწის ნაკვეთი გადაეცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 7 ოქტომბერს ვიქტორ გეევსკის გარდაცვალების ორმოცი დღის შესრულების დღეს ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში პანაშვიდი გადაიხადეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 აგვისტოს „დროების“ ცნობით, კალოუბანსკის, იაგულოვისა და კ. სვიმონოვის მოაწილეობით შეამოწმეს ქალაქის დუქნებისა და სხვა სავაჭრო დაწესებულებების სანიტარული მდგომარეობა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 მარტს გაიმართა წმ. ნინოს უბნის უფასო სამკითხველოს წევრთა საზოგადო კრება შიო დედაბრიშვილის თავმჯდომარეობით.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის მარტში იასონ ჩიქოვანმა გორდის სამკითხველოს თავისი ხარჯით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს გიორგი ხერხეულიძემ ხობის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის მარტში ივანე სარაჯიშვილი მომავალი სეზონისთვის ყაზანის ოპერაში მიიწვიეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 30 ივლისის „დროების“ ცნობით, პიასეცკი საქართველოში იმყოფებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 31 ივლისის „დროების“ ცნობით, იოსებ დავითაშვილი ეკლესიებიდან წარწერების გადმოსაღებად ცხინვალში გაემგზავრა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 31 ივლისის „დროების“ ცნობით, პ. ი. პიასეცკის ჩინელების ჩამოყვანა და ჩაის კულტურის განვითარება დაავალეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 13 ივლისს შათიროვს სიღნაღის მოსახლეობამ გამოსათხოვარი სამადლობელი სადილი გაუმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის აგვისტოს „კავკაზის“ ცნობით, თბილისის საქალებო პროგიმნაზია ოლღა თეოდორეს ასული არჩვაძის სახელობის გახდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ეკატერინე მუატის ხელმძღვანელობით სურამში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 აგვისტოს „დროების“ ცნობით, არტურ ლაისტი თბილისში ჩამოვიდა და მალევე საგურამოში, ილია ჭავჭავაძესთან, გაემგზავრა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 აგვისტოს „დროების“ ცნობით, მიხეილ საბინინმა სინოდს სთხოვა, რომ კახეთში მდებარე ბერების ერთ-ერთი ეკლესია მონაზვნების წმ. ნინოს სახელობის მონასტრად გადაეკეთებინათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ბახუტოვმა ქალაქის დუქნების შესამოწმებლად სანიტარული კომისია შეადგინა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქალაქის ტექნიკოსმა შახნაზაროვმა დაათვალიერა ერმოლოვის ქუჩაზე მდებარე ივანე ხარაზოვის სახლი, რომლის სამ ოთახს სინესტე გასჩენოდა, ამიტომ საჭირო იყო იქიდან მდგმურების გამოყვანა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქალაქ სიღნაღის ზოგიერთმა რწმუნებულმა თბილისის გუბერნატორთან გაასაჩივრა სექტემბერში გამართული სიღნაღის ქალაქისთავის არჩევნები. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ ქალაქისთავად არჩეულ ვართან ენიკოლოფოვს არ ჰქონდა კანონიერი ცენზი, ამიტომ მისი არჩევა არ შეიძლებოდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 ოქტომბერს ბათუმის ქალაქის საბჭოში გაიმართა ქალაქისთავის მოადგილის არჩევნები. აირჩიეს გრიგოლ ვოლსკი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 23 მარტს ქუთაისის თეატრში დავით აკოფაშვილის, ვარლამ რუხაძის, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვათა მონაწილეობით სალიტერატურო, მუსიკალურ-დრამატული საღამო გაიმართა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 მარტს სახაზინო თეატრში გ. ერიციანმა და აშ. ათანასიანმა სომხურ ენაზე წარმოადგეს „მრუდე სარკე“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 25 მარტს თბილისის ქართველ მუშათა მომღერალ-მგალობელთა გუნდმა მიხეილ კავსაძის ლოტბარობით დიდი სახალხო კონცერტი გამართა.