რეგისტრირებული ფაქტები4911
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1936
ტიპი: ორგანიზაცია
1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იმდროინდელი კრიტიკოსები მას „ტეტიათა მოტრფიალეთა“ იდეოლოგიური პლატფორმის მიმდევრად აღიარებდნენ.
1940
ტიპი: ორგანიზაცია
მარიამ ორბელიანის 1940 წლის ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი.
1878
ტიპი: ორგანიზაცია
1878 წელს იონა მიხეილის ძე მეუნარგია აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად.
1943
ტიპი: ორგანიზაცია
1943 წელს კლიმენტი გოგიავა გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.
1933
ტიპი: ორგანიზაცია
1933 წლის ივლისში გალაკტიონ ტაბიძის სალიტერატურო მოღვაწეობის 25 წლისთავის აღსანიშნავად ფილიპე მახარაძის თავმჯდომარეობით შეიქმნა საიუბილეო კომიტეტი.
1922
ტიპი: ორგანიზაცია
1922 წლის ზაფხულში მწერალთა კავშირში გალაკტიონმა დააარსა ლიტერატურული წრე, რომელიც ხუთშაბათობით იკრიბებოდა. მის მუშაობას უფრო საუბრების ხასიათი ჰქონდა. წრის წევრები იყვნენ: ნიკო გერგესელი, ილარიონ ქავჟარაძე, ალექსანდრე ჭყონია და სხვ.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ალექსანდრე ოქროპირიძეს თავის ეპარქიაში 17 ახალი საეკლესიო სკოლის დაარსება ჰქონდა განზრახული. ამ სამრევლო-საეკლესიო სკოლების მუშაობისთვის წელიწადში 5015 მანეთი იყო საჭირო.
1895
ტიპი: ორგანიზაცია
1895 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძისა საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წელს ოლღას ქუჩაზე მდებარე თავად ივანე მაჩაბლის სახლში ვერის საქალაქო სასწავლებელი იყო.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წელს მიხეილის ქუჩაზე არსებულ ნ. დიდებულიძის პანსიონსა და სასწავლებელში მეორე კლასამდე ასაკის მოსწავლეებს იღებდნენ.
1953
ტიპი: ორგანიზაცია
1953 წელს მარიამ ბარათაშვილი აირჩიეს თბილისის კალინინის სახელობის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოში.
1874
ტიპი: ორგანიზაცია
1874 წელს გორში ჩამოყალიბდა საიდუმლო რევოლუციური წრე, რომლიც წევრიც იყო სოფრომ მგალობლიშვილი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი საქველმოქმედო საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.
1934
ტიპი: ორგანიზაცია
1934 წელს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილი საბჭოთა მწერალთა კავშირის წევრი გახდა.
1892
ტიპი: ორგანიზაცია
1992 წლის პირველი იანვრიდან გენერალი ალექსანდრე ბაგრატიონ-იმერეტინსკი სახელმწიფო საბჭოს წევრი იყო.
1896
ტიპი: ორგანიზაცია
1896 წლის ნოემბერში მარკოზოვი საურთიერთო დაზღვევის საზოგადოების მმართველობის წევრი იყო.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ ფურცელაძე სამი წლით აირჩიეს სათავადაზნაურო ბანკის დამფასებელ წევრად.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ ალექსანდრეს ძე სულხანიშვილი ერთი წლით აირჩიეს სათავადაზნაურო ბანკის დამფასებელ წევრად.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 8 მაისს თავად-აზნაურთა წლიურ კრებაზე ივანე მაჩაბელი ისევ აირჩიეს გამგეობის წევრად.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 8 მაისს თავად-აზნაურთა წლიურ კრებაზე აღნიშნეს, რომ ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძეს საზოგადოების დამფასებელი წევრის თანამდებობის დატოვება უწევდა.
1903
ტიპი: ორგანიზაცია
1903 წლის მარტში თბილისის სამეურნეო ბანკის წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძე სამეურნეო საზოგადოების 34-ე მუხლის თავიდან შესამუშავებლად შექმნილი კომისიის წევრად აირჩიეს.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 11 იანვარს ილია ჭავჭავაძე ახლად დაარსებული სასულიერო განმანათლებელი ძმობის წევრი გახდა.