რეგისტრირებული ფაქტები2119
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ოკულისტ დონხინს თვალის კერძო კლინიკა ჰქონდა გახსნილი თბილისში, მიხეილის გამზირის N17-ში.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ოკულისტ დონხინს თავის კლინიკასთან გახსნილი ჰქონდა ღამის პანსიონიც, სადაც რჩებოდნენ სტაციონარული ავადმყოფები.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ა. ვ. ფონ ლევენშტეინს რენტგენისა და ელექტრო-შუქით მკურნალობის კაბინეტი ჰქონდა გახსნილი თბილისში, კრილოვის 5-ში.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ალექსანდრე მანთაშევი ფლობდა ქარვასლას თბილისში.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მ. აფრიკიანი ფლობდა ქარვასლას თბილისში.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, კონდახჩიანცს მზა ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა თბილისში.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არმენაკ მაგაკოვი ელექტროტექნიკის სახელოსნოს ფლობდა თბილისში, მიხეილის გამზირის 181-ში.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თავად ხერხეულიძეს ბინა ჰქონდა თბილისში, ფრეილინის ქუჩა 14-ში.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ი. ი. ნარსია ფლობდა რუსულ აბანოებს თბილისში.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ დადეშქელიანი (დადეშიძე) ფლობდა ჭურჭლის ქარხანას, სადაც სხვადასხვა მოხატულობით და მრავალფეროვანი გამოსახულებით სურები მზადდებოდა. მისი პროდუქტი ბევრ ადგილას იყიდებოდა, ვერც კი უმკლავდებოდა მოთხოვნას. დადეშიძეები ხელობას არავის ასწავლიდნენ ულუკმაპუროდ დარჩენის შიშით.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვაჭრის ლისინოვის მაღაზია გაძარცვეს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონ იორაიშვილის შემოსავალი 300-400 მანეთს აღემატებოდა და წელიწადში 1000-მდე იზრდებოდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლორთქიფანიძე თბილისში ფლობდა დასასვენებელ დაწესებულება „ტრამვაის“, რომელშიც შესვლა მოქალაქეებისთვის 2 შაური ღირდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ანასტასია გრიგოლის ასულ კერესელიძეს ბოგვში 140 დესეტინა და 1200 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი მიწა, საძოვარი ადგილები და ტყე ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს პროკოფი ივანეს ძე შერემეტიევს თბილისში ორსართულიანი სახლი ჰქონდა ერთი ორსართულიანი და ერთი სამსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ისააკ თომას ძე ნარიმანოვს თბილისში, ორთაჭალაში, ორსართულიანი სახლი ჰქონდა ვენახითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ნინა ნიკოლოზის ასულ ბაგრატოვსა და ვასილ იოსების ძე ბგრატოვს თბილისში, ნიკოლოზის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლი ჰქონდათ სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ივანე გიორგის ძე კვესაძეს თბილისში, ვერაზე, ორი ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი დაუსრულებელი შენობითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს იოსებ ანდრიას ძე ბერნატოვიჩს თბილისში, ვერაზე, ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლევან თარხნიშვილს სოფელ ახალქალაქში მამული დაეწვა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალფონს ჯეიმს დე როტშილდს ესპანეთის ვენახები ჰქონდა შესყიდული და ღვინოს თითქმის ყველა ქვეყანაში ყიდდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ირაკლი გრიგოლის ძე მესხს ქუთაისში, ნიჟარაძის ქუჩაზე, ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ორი ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ნატალია რაფაელის ასულ ქაჯაიას ქუთაისში ორი ერთსართულიანი სახლი ჰქონდა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ბესარიონ ისაიას ძე კუხიანიძეს ქუთაისში ერთსართულიანი სახლი ჰქონდა მიწის ნაკვეთით.

