საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18890

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ტფილისი, 26 ოქტომბერი“ დასაწყისი. მწერლის თხზულებათა კრებულებში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „ისევ განათლების საკითხებზე“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 15 ნოემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ავსტრიის საქმეები ბალკანეთში“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 26 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 25 ნოემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „სამართალი და ზღვევა“.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 21 იანვარს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე სტატია „პროვინციალური გაზეთები“ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის დეკემბერში ჟურნალ „ივერიის“ მე-12 ნომერი გამოვიდა, რომელშიც ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით სტატიები, „შინაური მიმოხილვა“ და „ხელად“ დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 8 იანვარს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ილია ჭავჭავაძის სტატია „ბატონყმობის საქმის გათავება“ დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 13 იანვარს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე სტატია „ჩვენი ფოჩტა და რკინისგზა“ გამოაქვეყნა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ნიკო ცხვედაძემ სახალხო სკოლების ბიბლიოთეკებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 27 იანვარს გაზეთ „შრომაში“, ჟურნალ „ივერიის“ 1881 წლის მეთორმეტე ნომრის შესახებ ესტატე მჭედლიძის მიმოხილვა დაიბეჭდა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 19 ოქტომბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ფილოქსერა“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 17 ოქტომბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში  დაიბეჭდა სათაურით „უყურადღებობა ვარჯიშის მიმართ ეხლანდელ სკოლებში“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 16 ოქტომბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სახელმწიფო ბანკის გამართვა თავადაზნაურთათვის“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 17 ოქტომბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „უყურადღებობა ვარჯიშის მიმართ ეხლანდელ სკოლებში“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 15 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 14 ოქტომბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ნავთის საქმის მომავალი კავკასიაში“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 13 მარტი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპაში ყველას ხელი ხმლის ვადაზე უჭირავს“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის აგვისტოში ილია ჭავჭავაძემ წერილი გაუგზავნა გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძეს, შეატყობინა, რომ მის მიერ გაგზავნილი მასალა გაზეთში დასაბეჭდად არ გამოდგებოდა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 22 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ თავის დას, ელისაბედ ჭავჭავაძეს, შეატყობინა, რომ თბილისში ნიკოლოზის ქუჩის № 21-ში, მდებარე ორსართულიან სახლში რემონტი დასრულდა და ბინები უკვე გააქირავა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 11 ივლისს ილია ჭავჭავაძემ ხელწერილი მისცა სვიმონ არუთინოვს, რომ მიჰყიდდა წიწამურსა და საგურამოში მოწეულ მოსავალს.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ მონპელიეს ქართული წიგნსაცავის გამგე ვლადიმერ ცხადაძე მადლობას უხდის ანტონ გოგიაშვილს, იოსებ ლეჟავას, ინასარიძესა და ზარაფიშვილს დაწესებულებისთვის სხვადასხვა წიგნის შეწირვისათვის.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ტიციან ტაბიძის სტატია, რომლითაც მან გააკრიტიკა ჟურნალი „ცისარტყელა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ტიციან ტაბიძის სტატია, რომლითაც მან გააკრიტიკა ჟურნალი „ცისარტყელა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ტიციან ტაბიძის სტატია, რომლითაც მან გააკრიტიკა ჟურნალი „ცისარტყელა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს „ბარრიკადში“ იოსებ იმედაშვილმა არიელის ფსევდონიმით გამოქვეყნა სტატია „ავლაბრის აკადემია“, რომლითაც გააკრიტიკა იოსებ გრიშაშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადში“ ტიციან ტაბიძემ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც განიხილა ალექსანდრე აბაშელის, სოლომონ თავაძის, ხარიტონ ვარდოშვილის, ნოე ჩხიკვაძის, ნიკო ლორთქიფანიძის, შიო არაგვისპირელის, ივანე გომართელის, აკაკი პაპავასა და კონსტანტინე გამსახურდიას ლექსები და წერილები.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივნისამდე საბუელ-ენისელის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას გასასესხებლად ნაღდი ფულის სახით 305 მანეთი და 49 კაპიკი ჰქონდა. ანგარიშს ხელს აწერენ ნიკო კონჭოშვილი, მაკარ სტეფანოვი და ივანე როსტომოვი.