საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18890

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 19 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ აღძრული იყო საქმე ფოთიდან გურია-სამეგრელოს ეპარქიის ეპოსკოპოსის კათედრის ოზურგეთში გადატანის შესახებ. ხმოსნების თხოვნით თ. ნ. თავდგირიძემ ქუთაისის გუბერნატორს მისწერა და აუხსნა, რა უპირატესობა ექნებოდა ოზურგეთს, როგორც საეპიკოპოსო ადგილს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, სოფ. წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლა დაათვალიერეს და აღფრთოვანებულები დარჩნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლაში სამჭედლო იყო მოწყობილი და მოსწავლეები მჭედლობას სწავლობდნენ. ასევე, თითოეულ შეგირდს 70 საჟენი მიწა ჰქონდა ჩაბარებული დასამუშავებლად.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლაში ბიბლიოთეკისთვის ცალკე ოთახი ჰქონდათ გამოყოფილი. ასევე, სხვადასხვა მცენარეებისთვისაც, რომლებსაც ზამთარში ზრდიდნენ და უვლიდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლაში საფუტკრე იყო მოწყობილი მრავალგვარი სკებითა და გეჯებით. ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი, მოვლილი და გამართული ჰქონდათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლაში ადგილობრივ მოსწავლეებთან ერთად სხვა რეგიონებიდან ჩამოსულებიც სწავლობდნენ, მაგ.: კახეთიდან, გურიიდან, მთიულეთიდან, ქართლიდან.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლაში ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე, მკვირცხლი და მიზანსწრაფული მოსწავლეები სწავლობდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლის მოსწავლეების ცოდნამ, გონებაგახსნილობამ, აზროვნებამ არაერთი ადამიანი გააოცა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნოე ჟორდანიას ჰქონია მოხსენება საქართველოს მომავალი წყობის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, რომელშიც ის აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. სტატიის თანახმად, ჟორდანია არასწორად აფასებდა გლეხობის, როგორც კლასის, დანიშნულებასა და ადგილს დემოკრატიული წყობის განვითარების საქმეში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველ ოქტომბერს გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატიიდან ირკვევა, რომ ნოე ჟორდანია თავის მოხსენებაში მუშათა კლასს მიიჩნევდა სოფლებში პოლიტიკური საქმიანობის მთავარ დასაყრდენად.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველ ოქტომბერს გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატიიდან ირკვევა, რომ ჟორდანიას აზრით დემოკრატიული თვითმართველობა შეუფერებელი იყო გლეხობისათვის, რომელიც თავისი არსით რეაქციული იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველ ოქტომბერს გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატიიდან ირკვევა, რომ ჟორდანიას აზრით გლეხობას არ შესწევდა უნარი დამოუკიდებელი ინიციატივისა. ის მუშათა კლასს შეჰყურებდა და აღიარებდა მის ლიდერობას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნოე ჟორდანიას ჰქონია მოხსენება საქართველოს მომავალი წყობის შესახებ. მოხსენების თანახმად, ჟორდანია ხედავდა დიდ საფრთხეს, რომელიც რევოლუციას გლეხობისგან ემუქრებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნოე ჟორდანიას ჰქონია მოხსენება საქართველოს მომავალი წყობის შესახებ. მოხსენების მიხედვით, გლეხობა რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგაც ყოველთვის მუშათა კლასს მიყვებოდა კუდში და აღიარებდა მის ჰეგემონიას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლაში ცალკე კაბინეტი იყო გამოყოფილი სასწავლო ნივთებისა და სხვადასხვა სამეურნეო იარაღებისთვის.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 აპრილს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ფ. ა. შიმანოვსკიმ ამიერკავკასიაში აბრეშუმის გავრცელების შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ იონა მიხეილის ძე მეუნარგიას ფელეტონი „მწერლობა“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 აპრილს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ხ. ა. ვერმიშოვისამ პირუტყვთა მოშენებასა და საძოვრების შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლ. ისარლოვმა ქალაქ თბილისის გამგეობაში წინადადება შეიტანა კომერციული სასამართლოს გახსნის თაობაზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 აპრილს ექიმმა ადოლფ ალექსანდრეს ძე რემერტმა თბილისის საიმპერატორო სამკურნალო საზოგადოების კრებაზე ავადმყოფობის გადამდები შხამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან განაცხდა, რომ ბაცილებსა და პატარა ცხოველების აღმოჩენის შემდეგ სამკურნალო მეცნიერება სრულიად შეიცვლებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსე გიორგის ძე ჯანაშვილმა შეადგინა წიგნი „ისტორია მართლმადიდებელი ეკლესიისა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანაშვილის ფელეტონი „სატყეო საქმე ჩვენში“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიაში“ აკაკი წერეთლის ფელეტონი „ძველ მეგობარს“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე იოსების ძე უმიკაშვილის რედაქტორობით მალე დაიბეჭდებოდა წიგნი „დასტულამა“, რომელიც ქართლის ცხოვრების ბევრ დაფარულ ნაწილს ნათელს მოჰფენდა.