რეგისტრირებული ფაქტები33144
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 18 ნოემბერს გამართულ ახლად შექმნილი ნოქართა დამხმარე საზოგადოების კრებაზე საზოგადოების გამგეობის წევრებად აირჩიეს პავლე სარქისიანი, ცისინი, მარგულოვი, ამირაღოვი, კრიმოვი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 18 ნოემბერს გამართულ ახლად შექმნილი ნოქართა დამხმარე საზოგადოების კრებაზე საზოგადოების გამგეობის წევრებად აირჩიეს აბგარ იოანესიანი, ალექსანდრე ქალანთარი, ვლადიმერ აბრამის ძე პოტკოვი, მ. თავადოვი, ე. ენისელნიკოვი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 18 ნოემბერს გამართულ ახლად შექმნილი ნოქართა დამხმარე საზოგადოების კრებაზე საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს ი. აკოპიანი, შირიმიანცი და შავერდიანი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 18 ნოემბერს გამართულ ნოქართა ახლად შექმნილი დამხმარე საზოგადოების კრებაზე საზოგადოების გამგეობის წევრებად აირჩიეს ივანე მირიმანოვი, ტ. თუმანიანცი, ნიკოლოზ სულხანოვი, კრასნიანსკი, ხაჩიკოვი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1878 წლებში როსტომ გრიგოლის ძე წერეთელი რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმთან ერთ-ერთი შეტაკების დროს დაჭრილი ივანე გიორგის ძე ჯამასპიშვილი ბოლშევიკებმა შეიპყრეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს იასონ ილიას ძე ამაშუკელმა 40 მანეთი და 65 კაპ. შეაგროვა და სოფელ ამაშუკეთის უფასო წიგნსაცავ- სამკითხველოს გაუგზავნა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 30 მაისს ივანე ხატისოვის ხელმძღვანელობით გამართულ სამეურნეო საზოგადოების კრებაზე არყის ბაჟისა და ტყეების დაცვის საკითხი განიხილეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ივნისში სულხანოვმა პოლიციის ჩინოვნიკ რობიტოვთან ერთად სოფელ ვეჯინში არაერთი ყვავილით დაავადებული ადამიანი აღმოაჩინა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 30 მაისს ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვის თავმჯდომარეობით სამეურნეო საზოგადოების წლიური კრება გაიმართა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 30 მაისს ვიქტორ გეევსკიმ სამეურნეო საზოგადოების წლიურ კრებაზე საზოგადოების მოქმედების ანგარიში წაიკითხა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 31 მაისის „დროების“ ცნობით, ჯაჯანიძისამ თელავის მაზრის უფროსის ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის მკვლელობა სცადა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 4 ივნისის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ჭყონიამ სამუშაო ოთახი გაბრიელ თამამშევვის სახლში იქირავა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 ივნისს ქალაქის მრჩეველთა სხდომა შიოევის სახლის თაობაზე ხმოსანთა ნაკლებობის გამო ვერ შედგა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 ივნისს ევროპის ბაღში ფიზიკოსმა დერინგმა ნისლოვანი სურათების გამოფენა გამართა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 5 ივნისის „დროების“ ცნობით, ვ. დერინგის წარმოდგენა 7 ივნისისთვის გადაიდო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 24 დეკემბერს ტიციან ტაბიძემ მოსკოვიდან წერილი მისწერა იოსებ გრიშაშვილს, შენი წერილის საპასუხოდ გამოგიგზავნეთ კრებული „армянская поэзия“, რომელსაც საახალწლოდ მიიღებო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძემ თბილისიდან წერილი მისწერა ვალერიან გაფრინდაშვილს, რომელიც შეიცავდა ვალერიან გაფრინდაშვილის, პაოლო იაშვილის, ტიციან და გალაქტიონ ტაბიძეებისა და თავად გრიგოლ რობაქიძის პოეტურ პორტრეტებს.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, პარიზში, ჩემი ჟურნალის გამომცემლობაში ადგილობრივი ახალგაზრდების დასაქმება მსურსო.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, რომ წინა ღამეს გრიგოლ რობაქიძე დაესიზმრა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, 26 მაისს პარიზში მცხოვრებმა ქართველებმა კრება გამართეს კაფე „ვოლტერში“, რომელსაც მეც დავესწარიო.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, გამოჯანმრთელებამდე პარიზიდან საქართველოში ნუ ჩამოხვალ, მგზავრობისგან თავი შეიკავეო.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა და ურჩია ყველანაირად ეცადა გერმანიაში ჩასვლა და იქ მკურნალობა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, გაზეთები მივიღე, მადლობელი ვარ, თუმცა უნდა გამოგიტყდე, ვერცერთი ცოცხალი სტრიქონი ვერ წავიკითხეო.

