საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32742

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის მთავარმართებელი გოლიცინი ერევნიდან დაბრუნდა თბილისში, სადაც რკინიგზის კურთხევას დაესწრო.

1983

ტიპი: ღონისძიება

1983 წლის 10 აპრილს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში გაუგზავნა „ვეფხისტყაოსანი“, რაფიელ ერისთავის თხზულებები, „არსენა მარაბდელი“ და გიორგი ლეონიძის ლექსები.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 17 თებერვლის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი მარტში თბილისში ვიზიტს აპირებდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის თებერვალში კადინს ოზურგეთის სასწავლებლის მოსწავლეებისთვის აბრეშუმის მოყვანა უნდა ესწავლებინა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 13 მარტის „დროების“ ცნობით, ტერ-ახპეტელიანცის რედაქტორობითა და ზაქარია ჭიჭინაძის წინასიტყვაობით მოთხრობა „ვარშაყიანი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 19 მარტის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ დადიანმა თავისი ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა. მან ეს გადაწყვეტილება ვასილ მაჩაბელს წერილობით გააცნო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის მარტში კონსტანტინე დავითის ძე ნიჟარაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის ნიკოლოზ დადიანის მიერ შეწირული ბიბლიოთეკა უნდა ჩაეტანა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს მარგანეცის მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩი მონაწილეობდა პეტერბურგში გამართულ სატარიფო კომიტეტის სხდომებში. მათზე განიხილავდენენ მარგანეცის მრეწველთა კრების თხოვნას ტარიფის შემცირების შესახებ, რადგან მარგანეცის მწარმოებელთათვის ძნელი იყო მაშინდელი ტარიფის (ფუთი 7 კაპიკი) გადახდა.

1944

ტიპი: ღონისძიება

1944 წელს მიხეილ ივანეს ძე კვალიაშვილი ვარშავის აჯანყებაში მონაწილეობდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922-1924 წლებში ლელო ჩიქოვანი მონაწილეობდა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წევრი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 დეკემბერს ქართულ თეატრში წარმოადგინეს ალე1ქსანდრე სუმბათაშვილის ცნობილი დრამა „ბორკილი", რომელშიც მონაწილეობდა კოტე მესხი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სანდრო შანშიაშვილი წერილში რედაქციის მიმართ იუწყება, რომ უდროოდ გარდაიცვალა იროდიონ ევდოშვილის უფროსი ვაჟი ვანო ხოსიტაშვილი, რომელიც ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. იროდიონის ქვრივს დარჩა სამი ქალიშვილი, რომლებიც გაჭირვებაში იმყოფებოდნენ. ქართულმა საზოგადოებამ ოჯახს დახმარება გაუწია: ალექსანდრე პოპიაშვილი − 15 000 მან., ძმები მირიანაშვილები − 7000 მან., ძმები კორაშვილები, ალექსი ძეგველოვი, ალექსანდრე ნადირაშვილი, სერგო სიმონოვი, მიხეილ სესიაშვილი − 5000 მან., მიხეილ ბატიაშვილი, ვანო არუთინოვი, მიშა დონჯაშვილი, ნიკო ახმეტელი, გ. ხელაშვილი, პარმენ გელაშვილი, დიმიტრი და სიმონა მირინაშვილები, ისაკა ალხანიშვილი − 2000 მან., ისიდორე სტურუა, ალექსი ზარიძე, სორწოლიანი, ნიკო ჭრელაშვილი, მ. ბაშარული − 1000 მან., ილია აგლაძე, იოსებ ნაცვლიშვილი, გ. ნიკოლაშვილი, გ. ახრახაძე − 500 მან.

პირები
ალექსანდრე (სანდრო) ილიას ძე შანშიაშვილი ალექსანდრე პოპიაშვილი ნიკოლოზ ნოდარის ძე კორაშვილი დავით კორაშვილი ალექსანდრე ძეგველოვი ალექსანდრე ვასილის ძე ნადირაშვილი (ნადიროვი) სერგო სიმონოვი მიხეილ გიორგის ძე სესიაშვილი ვანო არუთინოვი (1) მიხეილ ბატიაშვილი მიშა დონჯაშვილი ნიკოლოზ გიორგის ძე ახმეტელაშვილი გიორგი ალექსის ძე ხელაშვილი პარმენ გელაშვილი დიმიტრი მირინაშვილი სიმონა მირინაშვილი ისაკა ალხანიშვილი ისიდორე ივანეს ძე სტურუა ალექსანდრე (ალექსი) ზარიძე ნიკო ჭრელაშვილი მიხეილ გიორგის ძე ბაშარული ილია სვიმონის ძე აგლაძე (აღლაძე) იოსებ ნაცვლიშვილი გ. ნიკოლაშვილი გრიგოლ (გოლა) გრიგოლის ძე ახრახაძე მარიამ ივანეს ასული ხოსიტაშვილისა (ევდოშვილისა)
წყარო

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის თებერვალში პეტრე მელიქიშვილის საპატივსაცემო საღამო გაიმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 15 მარტის „დროების“ ცნობით, ვასილ აბაშიძეს უფლება მისცეს „სალიტერატურო-თეატრალური-მხატვრობითი“ ჟურნალი დაებეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 15 მარტის „დროების“ ცნობით, ინჟინერმა მასკელმა თბილისში წყლის გაყვანის პროექტი დაასრულა და საფრანგეთში გაემგზავრა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 16 იანვარს ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში ვანო იროდიონის ძე ხოსიტაშვილის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ: დედა − მარიამ ივანეს ასული, დები − თამარ, ბეტა და თინა, მამიდა- ბაბილინა ხოსიტაშვილი-კურდღელაშვილისა, ბიძა ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილი, ბებია − ევა ნოდარის ასული ხოსიტაშვილი და ბიძა − მიხეილ ივანეს (წყალობას) ძე ჯანყარაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კომერციული სასწავლებლის სამზრუნველო საბჭომ სასწავლებლის დირექტორი ფიშერი კომერციული განათლების მოღვაწეთა კრებაზე დასასწრებად პეტერბურგში გაგზავნა.

1980

ტიპი: ღონისძიება

1980 წლის 1-ელ ივლისს ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მანქანა დაეჯახა და მარცხენა ფეხის ძვლები დაემტვრა, რის გამოც დიდხანს უჭირდა უჯოხოდ სიარული.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აგვისტოს იაკინთე აროშიძემ ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად სამი შაური გაიღო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აგვისტოს ივანე ემელიანოვმა, ბეჟანოვმა, ისააკ ნარიმანოვმა და ონისიმე სულავამ ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად ორ-ორი შაური გაიღეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 დეკემბერს სათავადაზნაურო თეატრის ფოიეში გამართული ქართული დრამატული საზოგადოების წევრთა კრების თავმჯდომარე იყო ვასილ სულხანიშვილი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 მარტს ზელიონიმ გეოგრაფიული საზოგადოების კრებაზე ავღანეთის შესახებ რეფერატი წაიკითხა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 19 მარტის „დროების“ ცნობით, ათონის ბერძენ და ქართველ ბერებს შორის დაძაბული ურთიერთობის მოგვარების საკითხზე თბილისში ბენედიქტე ბარკალაია ჩამოვიდა.

1987

ტიპი: ღონისძიება

1987 წლის 23 სექტემბერს მიხეილ ქავთარაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ვალერიან თევზაძის მოგონებების ფოტოპირის გადასაღებად 300 ფრანკი გაუგზავნა.

1999

ტიპი: ღონისძიება

1990 წელს მიხეილ გორბაჩოვს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა.