საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2119

ფილტრი:
ფაქტის ტიპი მფლობელობა

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალექსანდრე იოსების ძე ზოზიაშვილს გორში ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. ჯორჯაძისა თბილისში ღვინის სარდაფს ფლობდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია ალექსანდრეს ძე ჯორჯაძეს მირიმანოვის სახლიდან რკინიგზის სადგურამდე ტელეფონის ხაზის გაყვანა სურდა. იგი ღვინის საწყობებს ფლობდა სადგურზე.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 20 დეკემბერს კარლ მიხელის სიმებისა და ძეხვების ქარხანა გაძარცვეს და 400 მანეთის ღირებულების გამხმარი ძეხვები მოიპარეს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ივანე დავითის ძე ფილიშვილს თბილისში, გერმანელების სასაფლაოსთან, ერთსართულიანი სახლი ჰქონდა მეზონინით, ერთსართულიანი დაუსრულებელი შენობით, ორსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ლუკა იოსების ძე კუპრაძეს ფოთში, კაპარჭის ქუჩაზე, ორი ერთსართულიანი სახლი ჰქონდა მიწის ნაკვეთით.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ი. ფრენკელი თბილისში სასახლის ქუჩაზე სტამბას სახელად „კავკასიის მიმოხილვას“ ფლობდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მაისურაძემ ზაქათალის მაზრის სოფელ ალიბეგოში არყის საწარმო „ზავოდი“ დააარსა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ედიშერ ჭიაურელი თბილისში საწვრილმანო დუქანს ფლობდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 28 ოქტომბერს ედიშერ ჭიაურელის საწვრილმანო დუქანი გაძარცვეს და წაიღეს დახლი, ერთი თუმანი, სამი თუმნის ღირებულების ბარათები და თამასუქები.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ისხაკ, შაფათა, დანიელ და აბრამ ისრაელის ძე ხახანაშვილებს ქუთაისში, მიხაილოვისა და ბაზრის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გედევან მარკოზის ძე ბახტაძეს ბათუმში, ზღვის ქუჩაზე, ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ორი ერთსართულინი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ივანე იაკობის ძე ცერცვაძეს გორში ორსართულიანი სახლი ჰქონდა ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნატალია ნიკოლოზის ასულ თამამშევსა და ლევან ავეტის ძე ზურაბოვს თბილისში, მუხრანიანთ და პოლიციის ქუჩაზე, ერთი სამსართულიანი, ერთი ორსართულიანი და ერთი ერთსართულიანი სახლი ჰქონდათ ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სოფიო ივანეს ასულ პოზნიაკოვისას ვერაზე სართულნახევრიანი სახლი ჰქონდა პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გაბრიელ იოსების ძე ზუბიევს გორში ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალექსი ნიკოლოზის ძე ნინუას ქუთაისში, ჰოსპიტლის ქუჩაზე, ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ელისაბედ და ელენე კონსტანტინეს ასულ ჩხეიძეებს ქუთაისში, რიონის მარცხენა სანაპიროზე, ერთსართულიანი სახლი ჰქონდათ მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სოფიო გალუსტას ასულ მიანსაროვს ერევანში სართულნახევრიანი სახლი ჰქონდა ერთი ერთსართულიანი და ერთი ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სარდიონ ლევანის ძე ქუთათელაძეს, ივანე დავითის ძე კაკაბაძესა და სამუელ ოთარის ძე კლდიაშვილს ბათუმში, თბილისის ქუჩაზე, ერთსართულიანი შენობა ჰქონდათ მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალექსანდრე აღაჯანის ძე სააკოვს განჯაში ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, რამდენიმე მიშენებით, ვენახითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს მიხეილ ზურაბის ძე შარაშიძეს ფოთში, დიდ კუნძულზე, ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნატალია აბრამის ასულ ფარესოვს თბილისში, ხევის ქუჩაზე, ორი სამსართულიანი სახლი ჰქონდა სამსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ქალია ვასილის ასულ ღამბაროვს ფოთში, ლევაშოვის ქუჩაზე, ერთსართულიანი ხის სახლი ჰქონდა ერთსართულიანი დაუსრულებელი შენობითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ვასილ გრიგოლის ძე ლობჟანიძეს თბილისში ერთსართულიანი სახლი ჰქონდა მიწის ნაკვეთით.