რეგისტრირებული ფაქტები19332
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ქ. თბილისის გამგეობის წევრმა იოსებ ბესელიძემ ვრცელი მოხსენება წარადგინა ტრამვაის ტარიფის მომატების შესახებ საბიუჯეტო კომისიის დასკვნით. მოხსენების თანახმად, დიდუბის და ნაძალადევის ლიანდაგზე წესდებოდა 2 მანეთი, სოლოლაკის, ოლღას ქუჩის, წყნეთის და ავლაბრის ლიანდაგებზე – 3 მანეთი, ხოლო პირდაპირი – 6 მანეთი. ამ სახით ქალაქში შემოვიდოდა 20 მილიონ მანეთამდე, ხოლო ძველი ტარიფით – 15 მილიონამდე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსთვის“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებს ზურაბ ავალიშვილს, რომ მისი ძმა ოსინკა გასულ წელს მოაწყო „გორპროდუქტში“, მას შემდეგ კი არ უნახავს. ზურაბ ავალიშვილის ნივთები ძმამ ჯერ დათა დიასამიძესთან გადაიტანა, შემდეგ გაყიდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებს დიმა ჭიაბრიშვილს, რომ იულია პოლონის ასული დიდ გაჭირვებაში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ გაყიდა ყველა ის ნივთი, რომლებსაც კონსულთან და გიორგი იორამაშვილთან ინახავდა.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს გენერალ-გუბერნატორმა მოქალაქეებს თბილისში თავიანთი სახლების წინ ფანრების ჩამოკიდება დაავალა. ამ ფაქტს 2 მარტის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ეკატერინე გაბაშვილი გამოეხმაურა, აღნიშნა, რომ ფანრის ჩამოკიდება და პოლიციის სხვა მოთხოვნების შესრულება სახლების მფლობელებს ძვირი უჯდებოდათ, როცა ამ ფულით სხვა საჭირო დაწესებულებების დაარსება შეიძლებოდა.
1872
ტიპი: ავტორობა
1872 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდილ წერილში ეკატერინე გაბაშვილი გლეხების მძიმე ეკონომიკურ პირობებსა და დამატებით სავალდებულო გადასახადებზე წერდა. მისი აზრით, სახელმწიფოს გლეხის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა ეზრუნა, რომ გლეხს ოჯახის დამხმარე მუშახელი რამდენიმე წლით განათლების მისაღებად ან ხელობის შესასწავლად გაეშვა.

