საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32292

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1888

ტიპი: ღონისძიება

1888-1893 წლებში ახალქალაქის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად მსახურობის პერიოდში, ივანე როსტომაშვილმა ჯავახეთში აღმოაჩინა უამრავი ძეგლის ნაშთი, რომელთა შესწავლა, მისი აზრით, ნათელს მოჰფენდა საქართველოს ისტორიის ზოგიერთ მხარეს. ამიტომ მან ამ ძეგლთა აღწერა გადაწყვიტა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888-1893 წლებში ახალქალაქის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად მსახურობის პერიოდში, ივანე როსტომაშვილმა ფოტოგრაფია შეისწავლა, რათა ფირზე აღებეჭდა ჯავახეთში მის მიერ აღმოჩენილი უამრავი ძეგლის ნაშთი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ვალერიან გაფრინდაშვილმა მოსკოვიდან მისწერა ალი არსენიშვილს, რომ აკაკი წერეთელი მას სტუმრად ეწვია.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 2 სექტემბერს პაოლო იაშვილმა ელენე ბაქრაძეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც შეხვედრის დეტალებს უთანხმებდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქეთევან გაფრინდაშვილმა თავის შვილს, ვალერიან გაფრინდაშვილს, წერილი და ამანათი გაუგზავნა.

1928

ტიპი: ღონისძიება

კლიმენტი გოგიავამ ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1928 წელს.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 4 მაისს გენერალ-გუბერნატორ ბაგრატიონ-მუხრანსკის დარბაზში გამართულ თბილისის თავად-აზნაურთა შეკრებაზე საზოგადო სააზნაურო ბანკის დარსების საკითხი გადაწყდა.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 4 მაისს გამართული თავადაზნაურობის კრების მონაწილეები ხატზე დასაფიცებლად ეწვივნენ სიონის ტაძარს, სადაც იმ დღეს საქართველოს ეგზარქოსი ევსევი სწირავდა.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 5 მაისს გამართულ თავად-აზნაურთა კრებაზე გუბერნიის აზნაურობის მარშალმა დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანმა დამსწრეთ ახალი სამოქმედო პროგრამა წარუდგინა.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 4 იანვარს, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულებით, თავად ნიკოლოზ დავითის ძე დადიანს, რომელმაც ნებაყოფლობით თქვა უარი სამეგრელოს მმართველობაზე, დაენიშნა ერთჯერადი ფულადი ჯილდო 1 000 000 მანეთის ოდენობით.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 4 აპრილს ავსტრიული გაზეთი Neue Wiener Teatre Zeitung გამოეხმაურა ვენაში გამართულ საფორტეპიანო კონცერტს. მასში ნათქვამია, რომ მსმენელებს განსაკუთრებით მოეწონათ ახალგაზრდა ქართველი პიანისტის, ალოიზ მიზანდარის მიერ ვირტუოზულად შესრულებული პრუდენისა და დელერის პიესები.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 4 იანვარს, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულებით, სამეგრელოს თავად დავით დადიანის ქვრივს, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანს, დაენიშნა სამუდამო პენსია.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 25 აპრილს საქართველოში სტუმრად მყოფმა რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრემ ქალაქი დატოვა და სტავროპოლისკენ გაემგზავრა.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 7 აპრილს თბილისს სტუმრად ეწვია სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქი გევორქ IV.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ყარსში მცხოვრებმა ქართველებმა – ეგ. ფირანაშვილმა, ვასილ ღარიბაშვილმა, ს. ცაგარელმა, ყ. თათუზოვმა და ს. პ. მაღრაძემ – წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას თითო მანეთი შესწირეს.

1852

ტიპი: ღონისძიება

1852 წლის 27 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის თავად-აზნაურთა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო პოდპორუჩიკმა გიორგი მერაბის ძე წულუკიძემ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ევგენი ჩიჯავაძე მღვდელ ონისიმე სანიკიძეს სთხოვდა, რომ რჩევა-დარიგებით სოფელ ჩხენიშის ახალგაზრდებისთვის სწავლის ინტერესი გაეღვიძებინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 ივლისს არტემ გოგინოვის დედას სოფელ კნოლევიდან ჩასული ერთ-ერთი თავადი ფულის სესხებას სთხოვდა. უარის მიღების შემდეგ თავადმა ქვრივის მოკვლა სცადა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 4 დეკემბერს ინგლისელი მწერალი მარჯორი უორდროპი დედასთან, მარგარტ კოლეტთან ერთად საქართველოს ეწვია.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 თებერვალს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე ილია ჭავჭავაძე ამიერკავკასიაში ერობის შემოღების შესახებ შუამდგომლობის ტექსტის შემმუშავებელ კომისიაში აირჩიეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 თებერვალს ილია ჭავჭავაძეს ყვარლის მოურავმა გიორგი გოგინაშვილმა სამეურნეო საკითხების შესახებ მისწერა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 31 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობდა სათავადაზნაურო ბანკის საგანგებო კრებაში, რომელმაც განიხილა ბანკის მიერ გრიგოლ არწრუნისეული ქარვასლის შეძენის საკითხი. ილია ჭავჭავაძე კამათში ჩაება ივანე მაჩაბელთან, რომელიც ბანკის მიერ ქარვასლის შესყიდვის წინააღმდეგი იყო. ანტონ ფურცელაძემ ურჩია, გამგეობისთვის მიენდოთ გადაწყვეტა, მაგრამ კრება არ დაეთანხმა.

1938

ტიპი: ღონისძიება

1938 წელს ვარშავაში გამართულ ქართველ ემიგრანტთა მეჯლისს ესწრებოდნენ იოსებ სალაყაია, ვალერიან თევზაძე, გიორგი მამალაძე, დიმიტრი შალიკაშვილი, ალექსანდრე ზაქარიაძე, დავით ვაჩნაძე და ა. შ.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის მაისში ალექსანდრე ფრეზე და ბელიავსკი წყალდიდობით დაზარალებული ადგილების დასათვალიერებლად თერგის ოლქში იმყოფებოდნენ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 იანვარს ილია ჭავჭავაძემ სათავადაზნაურო ბანკის ბაქოს სააგენტოს რევიზია დაამთავრა.