საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18890

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გაცემული ხარჯები ხელმოწერით დაადასტურეს: ივანე რატიშვილმა, ალექსანდრე სარაჯიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა და სხვებმა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გაცემული ხარჯები ხელმოწერით დაადასტურეს: კონსტანტინე ჯაფარიძემ, ივანე გომართელმა, ნიკოლოზ ელიავამ და სხვებმა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ ნათიძის მოთხრობის „ბნელო“ მე-6 თავი დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ ნათიძის მოთხრობა „ბნელო“-ს მე-7 და მე-8 თავი დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 15 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ ნათიძის მოთხრობის „ბნელო“ მე-9 და მე-10 თავები დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსკოვის საეთნოგრაფიო მუზეუმის მიერ შედგენილი „საეთნოგრაფიო მასალების კრებული“ შეიცავდა მელქისედეკ ტყეშელაშვილის წერილს აზერბაიჯანის შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსკოვის საეთნოგრაფიო მუზეუმის მიერ შედგენილი „საეთნოგრაფიო მასალების კრებული“ შეიცავდა ალექსანდრე ხახანაშვილის წერილს ფშაველებისა და მოხევეების შესახებ.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიაში“ მიხეილ ხელაევმა თელავის სატუსაღოს წიგნსაცავისთვის წიგნების შეწირვისთვის მადლობა გადაუხადა ნიკო ჩოლოყაშვილს, იოანე შიუკაშვილს, ვასილ კიკნაძესა და სოსიკო მაჭავარიანს.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 11 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ვაჟა-ფშაველას „ღარიბის სიმღერა“ გამოქვეყნდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ აბაშიძეს სურდა, მოლიერის კომედიების დიდი ნაწილი დაებეჭდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ გიორგი იშხნელის გარდაცვალების გამო რედაქციამ მიიღო სამძიმრის დეპეშა სოხუმიდან, რომელსაც ხელს აწერდნენ მსახიობები: ივანე ბარველი, ნატალია ჯავახიშვილი, ე. ჯიქია.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ თეოფილე ძვალაია აბაშიდან აცხადებდა, რომ ეძებდა წაღვერში აგარაკს და გამყიდველები შეხმიანებოდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ხმოსანმა სამსონ დადიანმა განაცხადა, რომ ხმოსნები საბჭოს ურჩევდნენ საშუალებებს კრიზისიდან გამოსასვლელად, ხოლო საბჭო მათ არ ითვალისწინებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ხმოსანი სამსონ დადიანი ვრცელი სიტყვით გამოვიდა და მოითხოვდა, არ მომხდარიყო მუშათა და მოსამსახურეთა გამიჯვნა, რადგან მას უკანონოდ მიაჩნდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ჯავახეთის შესახებ ვასილ კოპტონაშვილის სტატია დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 9 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ტარიელის ძე დადიანმა შექსპირის პიესები ქართულად თარგმნა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 9 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბესარიონ ნიჟარაძემ ქართულ-სვანური ლექსიკონის შედგენა დაასრულა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის მარტში სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ვეზირიშვილმა ნიადაგის შესახებ ლექცია წაიკითხა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 8 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვასილ კოპტონაშვილის წერილი ჯავახეთის შესახებ.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 5 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ვასილ კოპტონაშვილმა ივანე წიკლაურს მადლობა გადაუხადა სოფ. ამტნისხევის სკოლაზე ზრუნვისა და დახმარებისთვის.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქ. ენზელში (სპარსეთი) მყოფი ქართველი მოხელეების სახელით კრების თავმჯდომარემ, მუშა მახვილაძემ დამფუძნებელ კრებას და ნოე ჟორდანიას საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო მისალოცი დეპეშა გაუგზავნა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 29 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ ურბნელის მიერ შეკრებილი „ხევსურული სიმღერები“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 1-ელი ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ალუდა ზვიდაურის ლექსი დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ აბაშიძემ სპეციალურად მსახიობებისთვის შეადგინა ახალი ქართული სახელმძღვანელო „ჩანგი“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელო „Руское слово“ უმაღლესი სასწავლებლის სასულიერო პირების მიერ გადამოწმდა.