საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19333

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძემ ქართული კარაბადინის შესახებ ვრცელი ბიბლიოგრაფიული წერილი შეადგინა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 6 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ვაჟა-ფშაველას „გმირის იდეალი“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 16 მაისს ნოე ხომერიკი პოლიტიკურ კომისიას პარიზში ატყობინებდა, რომ ქემალისტები ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით კავკასიაზე თავდასხმას გეგმავდნენ. თავის მხრივ, ბოლშევიკებიც მზად იყვნენ მათთან საბრძოლველად. თბილისიდან ჩავიდნენ დავითხანიანი და ახმედ ცალიკოვი, რომლებიც ემიგრანტებს ეხმარებოდნენ. ნოე ხომერიკი კომისიას საყვედურობდა, რომ მისგან საჭირო ინფორმაციასა და ქმედებებს ვერ იღებდა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 30 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსკოვში ბუნებისმეტყველების მოყვარულთა ეთნოგრაფიულ საზოგადოებაში ალექსანდრე ხახანაშვილმა წაიკითხა რეფერატი „როგორ დღესასწაულობენ ქართველები ახალს წელიწადს“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის თებერვალში ფინანსთა საქმის კომისარიატმა უპასუხა ქ. შუშის სამხარეო კომისარ ვართაპედოვის ტელეგრამას ჯარისკაცთა საჭმლის ფულის ჩარიცხვის შესახებ.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ზაალის ძე ყიფიანმა გეომეტრიის წიგნი შეადგინა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 7 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილმა ბავშვებისთვის მოამზადა ახალი წიგნი სპილოს ცხოვრების შესახებ. წიგნი თექვსმეტი სურათით იყო გაფორმებული.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 2 ნოემბერს „ტფილისის არტისტული” საზოგადოების დარბაზში ვლადიმერ ლესევიჩმა წაიკითხა ლექცია ზღაპრის მნიშვნელობაზე ზეპირსიტყვიერებაში. მან განმარტა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ზღაპრებს, სახალხო ლექსებს, გამოცანებს, ანდაზებს, ცრურწმენებს.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის ნოემბერში ა. ბ. ევანგულოვმა ქალაქის გამგეობაში განცხადება შეიტანა. ის კითხულობდა, რატომ არ ინიშნებოდა საბჭოში სასკოლო კომისიის წევრთა არჩევნები და რატომ ფუნქციონირებდა ძველი კომისია.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის ნოემბერში ა. ბ. ევანგულოვმა ქალაქის გამგეობაში შეიტანა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ საბჭოს უფლება არ ჰქონდა, უყურადღებოდ დაეტოვებინა მისი წინადადება „სადგომების ბეგარის შესახებ“, რომელზეც მან 20 ოქტომბრის სხდომაზე ისაუბრა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიიდან ირკვევა, რომ ვლადიკავკაზი – ერთ დროს ლამაზი, მწვანეში ჩაფლული ქალაქი, თერგის ოლქის ცენტრი, ახლა სევდიან სანახაობას წარმოადგენდა. ჭურვებისგან დანგრეული შენობები, ხანძრებისგან ნახშირად ქცეული კედლები მეტყველებდა იმ დრამაზე, რაც 12 დღის განმავლობაში ქალაქში გათამაშდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. ჭიაბრიშვილის აზრით, მომავალი თაობებისთვის, ვინც რუსეთის რევოლუციის ისტორიას გაეცნობოდა, იმ ქალაქებს შორის, რომელიც ამ რევულუციის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, პირველ ადგილზე სწორედ ვლადიკავკაზი იქნებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიიდან ირკვევა, რომ კოალიციური სოციალისტური მთავრობის შექმნასთან ერთად შედარებითი წესრიგი დროებით ამ მხარეშიც დამყარდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიის თანახმად, ქალაქის კოალიციური მთავრობა საკმაოდ უსუსური იყო, ხოლო სიმშვიდესა და წესრიგს ამ მხარეში განაპირობებდა ის შიში, რასაც თერგის ოლქში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ხალხი ერთმანეთის მიმართ განიცდიდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. ჭიაბრიშვილის აზრით, ვლადიკავკაზის კოალიციური მთავრობა შემთხვევითი, უსუსური ხალხისგან შედგებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიიდან ირკვევა, რომ ერთ დღეს ვიღაცას ქალაქში კაზაკები შემოუშვია, რომლებიც თავს დაესხნენ იქაურ ბოლშევიკებს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიიდან ირკვევა, რომ ქალაქში შემოსულ კაზაკებს ბოლშევიკების წინაამღდეგ ბრძოლაში მხარში ამოუდგნენ ოსები.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიიდან ირკვევა, რომ ქალაქში კაზაკების დასახმარებლად გადმოსული ოსები უფრო მეტად მოსახლეობის ძარცვით დაკავდნენ, ვიდრე ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლით.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიიდან ირკვევა, რომ კაზაკებს, ოსებსა და ბოლშევიკებს შორის ვლადიკავკაზისათვის გაჩაღებული ბრძოლის დროს ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიიდან ირკვევა, რომ კაზაკებს, ოსებსა და ბოლშევიკებს შორის ვლადიკავკაზისათვის გაჩაღებული ბრძოლის დროს ქალაქს ბოლშევიკების ორი ჯავშანმატარებელი მოადგა. ჯავშანტექნიკის დახმარებით ბოლშევიკებმა ქალაქი დაანგრიეს და კაზაკებიც გამოდევნეს იქიდან.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიიდან ირკვევა, რომ ვლადიკავკაზისთვის გამართულ ბრძოლაში ქალაქს საბოლოოდ ბოლშევიკები და ინგუშები დაეპატრონნენ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიის მიხედვით, ვლადიკავკაზისთვის გამართულ ბრძოლაში ინგუშები იძულებულნი იყვნენ, მიმხრობოდნენ ბოლშევიკებს, რომლებიც კავკასიის ამ ყველაზე დაჩაგრულ და უმიწაწყლოდ დარჩენილ ხალხს მიწების დარიგებას შეჰპირდნენ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიიდან ირკვევა, რომ ვლადიკავკაზისთვის ბრძოლაში დამარცხებულმა კაზაკებმა თავისი სტანიცები იძულებით ჩააბარეს ჩეჩნებსა და ინგუშებს, თვითონ კი თერგის მარცხენა სანაპიროზე გადაინაცვლეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიაში ჭიაბრიშვილი დიდ სინანულს გამოთქვამდა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ქალაქისთვის ბრძოლას შეეწირა ამ მხარეში გახსნილი პირველი საშუალო სასწავლო დაწესებულება – რეალური სასწავლებელი, თავისი უმდიდრესი ბიბლიოთეკით.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიაში ჭიაბრიშვილი განსაკუთრებით თანაუგრძნობდა თავის თანამემამულეებს, რომლებიც ვლადიკავკაზისთვის ბრძოლაში ჩაბმულ არცერთ მხარეს არ ემხრობოდნენ და საერთოდ არ მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში. ვისაც შეეძლო, გაიქცა, სხვებმა კი ესეც ვერ მოახერხეს.