საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32742

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1944

ტიპი: ღონისძიება

1944 წელს გრიგოლ ტურაშვილი ვარშავის აჯანყებაში მონაწილეობდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის თებერვალში ვლადიმერ სუმბათაშვილისა და თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანსკის საქმის განხილვა დაიწყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 თებერვლის „დროების“ ცნობით, ივანე თხორჟევსკი ვლადიმერ სუმბათაშვილის ადვოკატი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 თებერვლის „დროების“ ცნობით, კ. პლიუშჩევსკი თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანსკის ადვოკატი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 თებერვალს ქურდებმა ია ელიოზიშვილის დუქანი გატეხეს და ბეწვეული წაიღეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ვ. ვ. სმიტენს იუსტიციის მინისტრმა თბილისის, სიღნაღის, თელავის, სურამისა და კოდალოს სასამართლოების განყოფილებათა რევიზია დაავალა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 10 თებერვალს ვარვარა ზარუდნაიასა და ვლადიმერ ოპოჩინინის მონაწილეობით პირველი კლასიკური გიმნაზიის კურსდამთავრებულ ღარიბ მოსწავლეთათვის საზაფხულო თეატრში კონცერტი გაიმართა.

1967

ტიპი: ღონისძიება

1967 წელს გიორგი კვინიტაძეს სამი თვით და ესტუმრა ლევილში თბილისიდან.

1968

ტიპი: ღონისძიება

1968 წლის იანვარში ნიკოლოზ მათიკაშვილი პოლონეთიდან საქართველოში ჩამოვიდა.

1966

ტიპი: ღონისძიება

1966 წლის დეკემბერში გიგა ტურაშვილი პოლონეთიდან საქართველოში ჩამოვიდა.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934-1938 წლებში ილია კაჩმაზოვი იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი.

1966

ტიპი: ღონისძიება

1966 წელს მიხეილ კვალიაშვილმა პოზნანში საქართველოდან გაგზავნილი „ვეფხისტყაოსნის“ საიუბილეო გამოცემა მიიღო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აგვისტოს დავით ქარცივაძემ საბებიო ინსტიტუტის სტუდენტ ბარბარე თავბერიძისთვის 15 მანეთი და 25 კაპიკი შეაგროვა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აგვისტოს სოფიო ჩხეიძემ ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად მანეთი გაიღო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აგვისტოს მარკოზ ღლონტმა, გრიგოლ ბერეჟიანმა, ნიკოლოზ გოგიტიძემ, იოსებ მაისურაძემ და ს. დინარაძემ ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად თითო მანეთი გაიღეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ სხდომაზე კომისიამ, რომელსაც კავკასიის სამეურნეო სამრეწველო გამოფენისთვის ქალაქის პავილიონის აშენება ჰქონდა დავალებული, წარდგენილი პროექტები განიხილა და შეარჩია ტექნიკოს ახნაზაროვისა, რომელიც 200 მანეთით დააჯილდოვეს და პავილიონის აშენება მიანდეს.

1966

ტიპი: ღონისძიება

1966 წლის ივნისში ვალერიან თევზაძე პოლონელ მეგობართან ერთად მიხეილ კვალიაშვილს პოზნანში ესტუმრა.

1966

ტიპი: ღონისძიება

1966 წლის ნოემბერში მიხეილ კვალიაშვილი 22 ნოემბერს პარიზში დაგეგმილ რუსთაველის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მიიწვიეს.

1966

ტიპი: ღონისძიება

1966 წლის ივნისში ნიკოლოზ მათიკაშვილი მიხეილ კვალიაშვილს პოზნანში ესტუმრა.

1966

ტიპი: ღონისძიება

1966 წლის 5 დეკემბერს მიხეილ კვალიაშვილი სამკურნალოდ პოზნანის სამხედრო სანატორიუმში წავიდა.

1966

ტიპი: ღონისძიება

1966 წლის 12 დეკემბერს მიხეილ კვალიაშვილი პოზნანის სამხედრო სანატორიუმიდან შინ დაბრუნდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 25 იანვრის გაზეთ „დროებაში“ ს. ანანოვის, გასპარიანცისა და მკრტიჩიანცის საქმის განხილვის დასასრული დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის „დროების“ გამოწერა გორში, აღალო თუთაევის მაღაზიაში, შეიძლებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის „დროების“ გამოწერა ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის მაღაზიაში, შეიძლებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის „დროების“ გამოწერა ბათუმში, მოსე ნათაძის მაღაზიაში, შეიძლებოდა.