საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19333

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიაში ჭიაბრიშვილი მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას, დახმარების ხელი გაეწოდებინა ვლადიკავკაზში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს იქ დარჩენილი თანამემამულეებისთვის.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სერგეი გოროდეცკიმ დაწერა თხზულება „არგონავტების ჩამოსვლა“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სანდრო კორონას სერგეი გოროდეცკის ტექსტზე „არგონავტების ჩამოსვლა“ შეუთხზავს მუსიკა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ პეტერ ალტენბერგს დაუწერია თხზულება „ტელეფონთან“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვს ალექსეი ტოლსტოის ტექსტზე შეუთხზავს ბალადა „ჭრიჭინები“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ალექსანდრე ბოროდინს შეუთხზავს 4 კავალერის სერენადა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საშა ჩორნის დაუწერია მუსიკალური შარჟი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სერგეი ვასილის ძე რახმანინოვს ალფრედ დე მიუსეს ნაწარმოებზე შეუთხზავს მუსიკა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. ჭიაბრიშვილის თქმით, ბოლშევიკებსა და კავკასიის ხალხებს შორის დადებული ზავი დროებითი იყო. კაზაკები და ოსები აქტიურად ემზადებოდნენ ვლადიკავკაზზე თავდასხმისათვის, ხოლო ქალაქში გამაგრებულები – თავდაცვისათვის.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 8 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ აკაკი წერეთლის პოემა „ნათელა“ კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანმა პიესად გადააკეთა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის საქმეთა მმართველის, სერგო დავითის ძე ჯაფარიძის წინადადებით, დაადგინეს აფხაზეთში მიმავალი კომისიის თითოეული წევრისათვის დღიურად 50 რუბლის მიცემა და მგზავრობის ბილეთის ხარჯების ანაზღაურება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, შალვა ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილის წინადადებით დადგენილ იქნა 10-მილიონიანი ფონდიდან კრედიტის გამოტანა 10 000 რუბლის ოდენობით თბილისის ციხეების შესანახად.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს სამხედრო მინისტრის, გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძის წინადადებით დადგენილ იქნა საზოგადოება „ტრანსპორტის“ საქმის განსახილველად ჩამოყალიბებულიყო საგანგებო კომისია, რომელშიც შევიდოდნენ სასურსათო სამინისტროს, სამხედრო და სახელმწიფო კონტროლის წარმომადგენლები.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 10 დეკემბერს ანტონ ფურცელაძემ „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა განცხადება. იგი წერდა, რომ გაზეთში დაბეჭდილი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც იგი თავისი ძველი და ახალი ნაწერების ყოველთვიური კრებულის გამოცემას გეგმავდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 10 დეკემბერს ანტონ ფურცელაძემ „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა განცხადება. იგი წერდა, რომ გაზეთში დაბეჭდილი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც იგი თავისი ძველი და ახალი ნაწერების ყოველთვიური კრებულის გამოცემას გეგმავდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 10 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ამხანაგობა „გლეხმა“ ვოდოვოზოვის წიგნები „ინგლისი“ და „იტალია“ დაბეჭდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 10 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ამხანაგობა „გლეხი“ ვოდოვოზოვის წიგნს „გერმანეთს“ ბეჭდავდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 10 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ზაქარია ჭიჭინაძე ომან ხერხეულიძის მიერ აღწერილ ერეკლე მეფის ცხოვრებას ბეჭდავდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 19 ნოემბრის „ცნობის ფურცელი“ იუწყება, რომ ქართული წიგნის გამომცემელმა ამხანაგობამ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა იაფფასიანი კრებულის გამოცემა განიზრახა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 9 ნოემბერს ავჭალის სახალხო სამკითხველოში გიორგი დავითის ძე ერისთავის კომედია „გაყრა” უნდა დაედგათ.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვაჟა-ფშაველას ლექსი „მთა და ბარი*.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის თებერვალში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარმა ჩიჩერინმა მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომ საბჭოთა რუსეთისადმი რადიო-ტელეგრამაში საქართველოს მთავრობამ მიიღო ცივი პოზა ძველი რუსეთის აღდგენის მომხრის (დენიკინის) წინააღმდეგ. წერილში ის აღნიშნავდა, რომ საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჩერჩილთან და ფოშთან, რათა მათ საქართველო გამოეყენებინათ როგორც ბაზისი რუსეთის მუშა-გლეხობაზე თავდასასხმელად.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 20 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ ნათიძის მოთხრობის „ბნელო“ მე-14 და მე-15 თავები დაიბეჭდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „ახალი ავანტიურა“.