საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18890

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ეკატერინე იოსების ასულმა ანთაძემ განათლების სამინისტროს მიმართა და პედაგოგის თანამდებობის დაკავებას ითხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს გიორგი მეფერტმა განათლების სამინისტროს პედაგოგის თანამდებობის დაკავების მოთხოვნით მიმართა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს კალისტრატე ტიმოთეს ძე ჟვანიამ განათლების სამინისტროს მიმართა და პედაგოგის თანამდებობის დაკავებას ითხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ვალენტინა ნიკოლოზის ასულმა ტერ-ნერსესოვმა განათლების სამინისტროს პედაგოგის თანამდებობის დაკავების მოთხოვნით მიმართა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვალერიან გუნიას სურდა მის მიერ ნათარგმნი მოთხრობა „კნეინა ნექტარინა“ ცალკე წიგნად გამოეცა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გიორგი წერეთლის მოთხრობა „მამიდა ასმათი“, მე-8, მე-9 და მე-10 თავი.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იონა მეუნარგიამ ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია დაწერა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გიორგი წერეთლის მოთხრობა „მამიდა ასმათი“, მე-6 და მე-7 თავი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 14 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა შიო დავითაშვილის განცხადება, რომ ის იყო „ჩატეხილი ხიდის“ ავტორი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 20 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გიორგი წერეთლის მოთხრობა „მამიდა ასმათი“, მე-3, მე-4 და მე-5 თავი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ჩიბათის სკოლის პედაგოგმა მარკოზ ჯორბენაძემ მადლობა გადაუხადა გრიგოლ გურიელს, რომელმაც სკოლას წყლის წისქვილი შესწირა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ხაბულიანის წერილი ჭიათურაში შავი ქვის მოპოვების შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს პოლკოვნიკმა სოლოგოვმა ამიერკავკასიის კომისარიატს ნაციონალური მილიციის ფორმირების პროექტი წარუდგინა – დანაყოფში იქნებოდა 155 თანამშრომელი. პოლკოვნიკი ითხოვდა 2 ტყვიამფრქვევს, იარაღისა და სხვა აღჭურვილობის გადაცემას.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის შემოდგომაზე ქალაქისთავის მოადგილე ივანენკომ ხელოსნებისთვის დაწესებული გადასახადის გადახდის თაობაზე გუბერნატორს თავისი აზრი მოახსენა: ხელოსნებს გადასახადი შემოსავლის რაოდენობის მიხედვით უნდა გადაეხადათ, ხოლო ქარგლები საერთოდ გათავისუფლებულიყვნენ ამ გადასახადისგან.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 18 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ სილოვან თომას ძე ხუნდაძემ არისტო ქუთათელაძის მიერ შედგენილი „ქართული გრამატიკის“ შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 15 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის მიერ გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაწყობში იყიდებოდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გიორგი წერეთლის მოთხრობის „მამიდა ასმათი“ 1-ელი და მე-2 თავები.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ გ. წერეთლის სტატიაში შავი ქვის წარმოების შესახებ აღნიშნულია, რომ შავი ქვის წარმოების გასაძლიერებლად ჭიათურიდან ზესტაფონამდე რკინიგზის გაყვანა იყო საჭირო.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 13 იანვრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა ვაჟა-ფშაველას პიესა „სცენა მთაში“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ გიორგი წერეთლის სტატიაში შავი ქვის წარმოების შესახებ აღნიშნულია, რომ შავი ქვის მადნეული კავკასიიდან საზღვარგარეთ პირველად 1878 წელს გაიტანეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთ „Грузия“-ს ცნობით სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაზე ნოე ჟორდანიას განუცხადებია, რომ არმიის რეგულაცია შეუძლებელი იყო დემოკრატიული რესპუბლიკის პირობებში.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 11 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი წერეთლის მოთხრობა „მამიდა ასმათი“ გამოსცეს.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 11 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვარლამ ჭიჭინაძის წერილი სამეურნეო საზოგადოების შესახებ.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გ. წერეთლის სტატია „შავი ქვის წარმოება დასავლეთ საქართველოში“.