საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32292

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ჭავჭავაძემ ავსტრიიდან გრაცის უნივერსიტეტის პროფესორ ჰუგო შუხჰარდტის წერილი მიიღო. ის ილიას სთხოვდა „ივერიის“ იმ ნომრების გაგზავნას, რომლებშიც დაბეჭდილი იყო დავით ჩუბინაშვილის ნარკვევი „ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ვექილი გიორგი გვაზავა შაფათავას ინტერესების დამცველი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, შაბათავას ქვრივმა სათავადაზნაურო ბანკის წინააღმდეგ საოლქო სასამართლოში საჩივარი შეიტანა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ განცხადებით, საოლქო სასამართლომ შაბათავას ქვრივის სასარგებლოდ სათავადაზნაურო ბანკს 2400 მანეთის ოდენობის ჯარიმა დაუწესა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 ივლისს თბილისის სამოსამართლო პალატამ სათავადაზნაურო ბანკისა და შაბათავას ვექილების ჩვენებები მოისმინა და საქმის განხილვა 18 აგვისტომდე გადადო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, სასამართლოში შაბათავას წინააღმდეგ სათავადაზნაურო ბანკის ინტერესებს ვექილის თანაშემწე თურქესტანიშვილი იცავდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 21 მაისს სათავადაზნაურო ბანკის მმართველობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძემ, ბანკის მეორე დირექტორმა და ზედამხედველი კომიტეტის წევრებმა უარი განაცხადეს ახლად არჩეულ დირექტორ ივანე მაჩაბელთან ერთად მუშაობაზე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე ვახვახიშვილთან ერთად სათავადაზნაურო ბანკის სახელით ივანე მაჩაბლის მეუღლეს, ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილ-მაჩაბლისას გაუგზავნა უწყება ბანკის სესხის სასწრაფოდ დაფარვის შესახებ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბაქოში გამართული ქართული საღამოს შემოსავალი, 2264 მანეთი გადასცა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტი იუწყება, რომ იუბილე გაიმართებოდა 9 აპრილს. წირვასა და პარაკლისს გადაიხდიდნენ დიდუბის ეკლესიაში, შემდეგ იუბილარი მიიღებდა მილოცვებს სხვადასხვა დეპუტაციისა და კერძო პირთაგან, 20 საათზე კი ქართულ თეატრში გაიმართებოდა სალიტერატურო-სადღესასწაულო საღამო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტმა გამოაცხადა კონკურსი ილია ჭავჭავაძის შესახებ ბიოგრაფიული და კრიტიკული წერილის შედგენაზე. კონკურსანტებს თავიანთი ნაწარმოები უნდა წარედგინათ კომიტეტის თავმჯდომარეობის აღმასრულებელ პეტრე ყიფიანთან 20 მარტამდე. განზრახული იყო წერილების კრებულად გამოცემა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გრაფმა პეტრე ზარნეკაუმ გენერალ არტემ ჯიჯიხიას შეატყობინა, რომ თეთრგვარდიელები სოხუმზე შეტევას აპირებდნენ. ზარნეკაუს ინფორმაცია ყალბი იყო.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის მაისში ბარბარე დავითის ასულ ვაჩნაძისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ დაგეგმილი საქველმოქმედო ბაზრობისთვის 2 აბრეშუმის ბაღდადი და 5 არშინი აბრეშუმის ნაჭერი შესწირა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის აპრილში ქართულმა ჯარმა გენერალ გიორგი კვინიტაძის მეთაურობით აზერბაიჯანისა და სომხეთის მხრიდან საქართველოში შემოსული ბოლშევიკები უკან გააბრუნა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 28-29 მაისს მუშტაიდის ბაღში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ სახალხო სეირნობა და საქველმოქმედო ბაზრობა უნდა გამართულიყო. ბაზრობაზე გასაყიდი ნივთები მსურველებს ოლღა გურამიშვილისთვის უნდა გაეგზავნათ.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის მაისში პარასკევა ბოძაშვილისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ დაგეგმილ საქველმოქმედო ბაზრობას ერთი წყვილი ჭრელი ფშაური წინდა შესწირა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის მაისში სოფიო მიხეილის ასულმა ჩხარტიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ დაგეგმილი საქველმოქმედო ბაზრობისთვის 8 ნივთი გაიღო.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის მაისში იასონ დავითის ძე ციციშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ დაგეგმილი საქველმოქმედო ბაზრობისთვის 7 ფაიფურისა და 3 ვერცხლის (ყელსაბამი, სამაჯური და ბეჭედი) ნივთი გაიღო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 მაისს რუსეთსა და საქართველოს შორის დაიდო საზავო ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა დამფუძნებელი კრების წევრმა გრიგოლ ილარიონის ძე ურატაძემ, რუსეთის მხრიდან – ლევ მიხეილის ძე კარახინმა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 21 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ შეადგინა პირობის წიგნი, რომლის მიხედვით სოფელ თაქლაში მცხოვრებ ნავრუზა ყურბან-ოღლის საგურამოში მისი პირუტყვის მოვლა ევალებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით საქართველოს ჯარმა ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რუსეთის წაქეზებით დაწყებული აჯანყება ჩაახშო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ვალერიან თევზაძემ გენერალ არტემ ჯიჯიხიას გაგრაში მოახსენა, რომ პეტრე ზარნეკაუს ინფორმაცია სოხუმის აღების შესახებ ყალბი იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ნოე რამიშვილი გაგრის ფრონტზე ინგლისელ გენერალს შეხვდა და ინგლისის მიმართ საქართველოს კეთილგანწყობაში დაარწმუნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ვალერიან თევზაძემ გაგრის ფრონტის სახალხო გვარდიის შტაბიდან მთავარ შტაბში დაბრუნება მოითხოვა. გენშტაბმა მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის აპრილში ბოლშევიკები აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიიდან შემოიჭრნენ საქართველოში, მათ წინააღმდეგ საბრძოლველად წასულ ჯარს გენერალი გიორგი კვინიტაძე სარდლობდა.