საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18890

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვარს მიწათმოქმედების სამინისტროს სტატისტიკის კომიტეტის გამგე მ. მანდელშტამმა წაიკითხა მოხსენება სრულიად საქართველოს აგრონომიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის პლენუმის მეორე სხდომაზე და შეეხო საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნაფიცი ვექილის, ივანე ზედგინიძის წერილი „გადაუდებელი საქმე, შესახებ საგვარეულო მამულების გამოსყიდვისა“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის ლექსი „წიგნი, მოწერილი ჯარიდგან ალმასაანთ ბესოსგან თავის დანიშნულს თამრო გოგოსთან“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სტატია ჯონ ოლივერ უორდროპის კავკასიაში მოგზაურობის შესახებ.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“ გამოქვეყნდა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ სერგეი ფარეიშვილმა ოზურგეთში გამართული საქველმოქმედო წარმოდგენის ანგარიში გამოაქვეყნა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, დუშეთის მაზრის სოფელ წინამძღვრიანთკარში სამეურნეო სკოლა გაიხსნა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლაში ორმოცდასამამდე მოსწავლე სწავლობდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოვიდა და იყიდებოდა აკაკი პაპავას მოთხრობათა კრებული „სოლეილ დორ“ (წიგნი პირველი), „სახელოვნო ცენტრის“ გამოცემა, ფასი 300 მან.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ლელი ჯაფარიძის წერილი „ახალ წელს!..“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნოე ჟორდანიას სიტყვა „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მილოცვა საქართველოს შეაიარაღებულ ძალას − ჯარს და გვარდიას“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „ჩვენი საერთაშორისო მდგომარეობა 1920 წელს“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა იასონ ჯავახიშვილის „სასამართლოს უწყება 1920 წელს“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვაჟა-ფშაველას მანამდე გამოუქვეყნებელი ლექსი „გიორგი ლეონიძეს“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კოტე მაყაშვილის ლექსები „ღმერთები“ და „ჯამბაზი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სანდრო შანშიაშვილის „ტრფობის ნაშთი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რაჟდენ გვეტაძის ლექსი „ტირილი დეკემბერში“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა შალვა კარმელის ლექსი „ედგარ პოს“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ტიტე მარგველაშვილის წერილი „1920 წ. შინაური ვაჭრობა-მრეწველობა“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ ტრიფონ გიორგის ძე ინასარიძემ გამოაქვეყნა წერილი „ფ.-ტელ. მოხელეთა ყრილობის გამო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რომის პაპის ლეგატმა ანტონ დელფიუშემ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მისწერა, რომ წმინდა მამა ბენედიქტე XV ყოველთვის სიმპათიით იყო განწყობილი საქართველოს მიმართ და ილოცებდა მისთვის.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელმა მიწის დეკრეტის განხილვისას მოითხოვა შესწორების შეტანა 1-ლ მუხლში, რათა კანონი უცხოელებზე არ გავრცელებულიყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძის 1920 წლის 27 იანვრის ბრძანება სამხედრო საქმეთა უწყების მიმართ, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკის საზღვრებში იმ პირთ, რომლებიც არ იმყოფებოდნენ რესპუბლიკის არმიის საშტატო თანამდებობებზე, ეკრძალებოდათ სამხედრო ფორმის ტარება, ხოლო არმიაში მომსახურეებს ევალებოდათ დაწესებული ფორმის და მოწმობების ტარება.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ბიქტორ თევზაიამ დამფუძნებელი კრების სხდომაზე აღნიშნა მოსამსახურეთა მოთმინება, რომ ამდენ ხანს არ გაფიცულან ხელფასების მომატების მოთხოვნით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ბიქტორ თევზაიას გამოსვლას ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრმა სპირიდონ კედიამ უპასუხა, რომ არსებული მდგომარეობა მათი მთავრობის ეკონომიური პოლიტიკით იყო გამოწვეული.