საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1050

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ნასამართლეობა

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის აპრილში ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე თარხანოვი ბინაში აღმოჩენილი ბოლშევიკური სტამბის გამო მილიციამ დააპატიმრა.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის დეკემბერში ძეგვის ხიდის აფეთქებაში ბრალდებულებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. ინჟინერ გ. ლ. შმაგილოვს და მ. კუჩარიანცს მიესაჯათ დახვრეტა, ხოლო ბრალდებული კურილიანი გაამართლეს. ბრალდებულებს სამი კვირის განმავლობაში ჰქონდათ საკასაციო გასაჩივრების უფლება.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წელს ხაშურში პარლამენტის წევრი რ. ზორიანი მილიციამ საქართველოს საწინააღმდეგო აგიტაციისთვის შეიპყრო.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წელს თბილისის გენერალ-გუბერნატორის ბრძანებით დაიხურა სომხური გაზეთები „აშხატაორი,“ „ნორ-ორიზონი,“ „კავკასკოე სლოვო“, რომელთა შემადგენლობა და რედაქტორი ვ. ს. ანანოვი თბილისელი სომხებისათვის აჯანყებისა და ამბოხების მოწოდების გამო დააპატიმრეს.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წელს ანდრეევის ქუჩაზე მდებარე გორბაჩოვის მაღაზიდან ექვსმა ბოროტმოქმედმა 10 ათასი მანეთის სხვადასხვა საქონელი მოიპარა. ექვსივე დაატუსაღეს.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 6 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სასამართლოს ცოლის მკვლელობისთვის სტოლერმანისთვის უვადო პატიმრობა უნდა მიესაჯა, მაგრამ გაამართლა.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 17 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის მეორე უბნის კომისარმა შეიპყრო ივ. გულიაევი, ვ. ზაიცევი, ვ. ლებედინსკი, ვასილ და მარიამ გულიაევები და არსენ ლებედინსკი, რომელთაც მოწყობილი ჰქონდათ ფართო ორგანიზაცია და სისტემატურ ქურდობას ეწეოდნენ.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის ოქტომბერში მილიციამ შეიპყრო საეჭვო ეტლი, რომლითაც 20 ათასი მანეთის ღირებულების საცვლები მიჰქონდათ. კომისარმა დააპატიმრა ოფიცრები ჯაჯანოვი და წერეთელი, რომელთაც ბრალდებოდათ ეს ქურდობა.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სამსახურებრივი დანაშაულის გამო დააპატიმრეს ახალციხის საპყრობილის უფროსი ჩიქოვანი. ის გადმოგზავნეს თბილისში მეტეხის ციხეში მოსათავსებლად.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის იანვარში დუშეთის საგანგებო სამხედრო-საველე სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ტუსაღებს: გრიქულა ისაიანს, შაქრო ლალიაშვილს, ალექსი ვერძელს.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მილიციამ დააპატიმრა გაბრიელ მილორავა, რომელმაც 500 მანეთი ქრთამი აიღო რკინიგზის ცენტრალური ფურნის პატრონების მურუსიძისა და მაძღარაშვილისგან.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 13 სექტემბერს შავი ზღვის რკინიგზის წარმომადგენელი, ინჟინერი მატრიონინსკი გზათა სამინისტროს თბილისში სარკინიგზო სამუშაოების განახლებაში ეხმარებოდა.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მთავრობის სასახლის ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის დარბაზში სახალხო გვარდიელებმა დააპატიმრეს სტუდენტი ვეშაპელი, რომელსაც ძვირფასი ფარჩის ფარდების ქურდობაზე წაასწრეს.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 28 თებერვალს გიორგი ვასილის ძე ქოჩიაშვილი თბილისში დააკავეს. მას ბრალად სასამართლო კანცელარიის ბეჭედდასმული ფურცლების დაბეჭდვა და გოგიტა ფაღავასთვის გადაცემა ედებოდა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 3 სექტემბერს ივანე ბეგლარის ძე ღლონტი დააპატიმრეს ქალაქის (რომლის არ არის მითითებული) ბაზარში. პირადი საქმის მიხედვით, ის დახასიათებულია როგორც მომზადებული პროპაგანდისტი და ბოლშევიზმის უკიდურესი მტერი. მას ბრალად დასდეს მენშევიკების გამოსვლებში მონაწილეობა.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 30 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულმა განსაკუთრებულმა რაზმმა დაატუსაღა ივ. შლეიზინგერი კონტრრევოლუციური მოქმედებისათვის.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის აგვისტოში ბიხოვში პოლიციამ დააპატიმრა ფულის გამყალბებლები, მათ შორის ჯიბლაძე და კომისარიატის ყოფილი პოლიციელი. მათ 115151 მანეთის ყალბი ბონები ჰქონდათ დამზადებული.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის დეკემბერში ოზურგეთში, შეიარაღებული წინააღმდეგობის მიუხედავად, მილიციამ ყაჩაღი ეფრემ გიორგაძე შეიპყრო.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ბათუმში გენერალმა მილნიმ დაამტკიცა ინგლისის საველე სასამართლოს განაჩენი, რომლის ძალითაც მკვლელობაში ბრალდებულ მიქელაიშვილსა და ჯინჭარაძეს მიესაჯათ სიკვდილით დასჯა. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მიქელაიშვილსა და ჯინჭარაძეს ბრალად ედებოდათ ქუთაისელი ვაჭრის, ნარსიასა და მისი შეგირდის გაძარცვა და მკვლელობა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქალაქის მილიციის უფროსმა ვლადიმერ სულაქველიძემ აზნაურთა ქუჩაზე მდებარე მე-6 სახლის პატრონი შახ. ჰარონიანი ერთი თვით დააპატიმრა სახლის ანტისანიტარიული მდგომარეობისათვის.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 13 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ოჩამჩირეში შეიპყრეს ოსმალეთის საზღვაო ჯარის ოფიცერი განან შაკირ-ოღლი, რომელსაც ჯაშუშობა ბრალდებოდა. დაპატიმრებული ოსმალეთის მისიას გადასცეს.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 12 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დააპატიმრეს სერბეთის კონსულის გაძარცვაში ეჭვმიტანილები არსენ გუნია და კალიტრატე ქორიძე. მიმდინარეობდა გამოძიება.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

გამომძიებლის განკარგულებით ივანე ჟალიაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წელს ივანე ჟალიაშვილს ბრალად ყალბი ბონების დამზადება ედებოდა.