რეგისტრირებული ფაქტები18890
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი თავის ნოტაში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინს აცნობებდა, რომ საბჭოთა მთავრობა რუს და ქართველ ხალხს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას ხელოვნურად აბრკოლებდა. ის იმედოვნებდა, რომ რუსეთი მოძებნიდა საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისაღებ ენას.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძემ განაცხადა, რომ დღის წესრიგში განსახილველად იყო გამგეობის მოხსენება არტისტული საზოგადოების თეატრის და სხვა შენობების იძულებითი ჩამორთმევის შესახებ, მაგრამ ვინაიდან 60 ხმოსანი არ ესწრებოდა, საკითხი შემდეგისთვის უნდა გადადებულიყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ მოსე ჯანაშვილი წერს, რომ ინჟინერ ვასილ კაკაბაძის წიგნი „მრეწველობის განვითარების საკითხი ჩვენში“ სავაჭრო პალატამ უნდა დაბეჭდოს მრავალათასიანი ტირაჟით და გაავრცელოს, რათა სახელმძღვანელოდ ჰქონდეს არა მარტო მრეწველსა და ვაჭარს, არამედ ქვეყნის აღორძინების მსურველ ყველა მოქალაქეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოც. რევოლუციონერების წარმომადგენელმა ლეო შენგელაიამ განაცხადა, რომ მინისტრიდან დაწყებული გვარდიელამდე და უბრალო მილიციელამდე დამთავრებული ყველა იყო სოც. დემოკრატთა პროპაგანდისტი და მათთვის სახელმწიფო ხარჯით პროპაგანდისტების დამატება საჭირო აღარ იყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოც. დემოკრატმა გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ სოც. ფედერალისტ თევდორე ღლონტი წინააღმდეგი იყო დამფუძნებელ კრებაში გარკვეული საზღვრების დაწესებისა და სურდა პოლიტიკური ბრძოლა ხალხში გადაეტანა, რაც ბოლშევიკური და ანარქიული გზა იყო.