რეგისტრირებული ფაქტები32292
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ალექსანდრე ოქროპირიძის განკარგულებით მეაბრეშუმეობისა და მეფუტკრეობის კურსებს მარტვილის მონასტრების ყველა მსახური ესწრებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ალექსანდრე ოქროპირიძეს უნდოდა, რომ გურიისა და სამეგრელოს ყველა მონასტერში მეფუტკრეობა და აბრეშუმის წარმოება დაეწყოთ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 25 მარტს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის სამეურნეო ბანკის კრების საქმიანობაში.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისს ილია აბრამიშვილმა „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ რესტორანში „იუჟნი ნომერა“ გამორჩეული სამზარეულო ჰქონდათ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ ნ. დიდებულიძის პანსიონი და სასწავლებელი მიხეილის ქ. N129-ში გადავიდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 21 მარტს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადო კრებაში, რომელმაც იმსჯელა რწმუნებულთა არჩევნების ვადებზე, ასევე სათავადაზნაურო ქარვასლისა და თეატრის შენობის შეკეთების შესახებ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, თ. ბაქრაძეს სოფელ ერედვში სასოფლო-საეკლესიო სკოლის მშენებლობა პირველ სექტემბრამდე უნდა დაესრულებინა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 22 მარტს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადო კრებაში, რომელმაც განიხილა კომისიისგან შემუშავებული წესდება თავად-აზნაურთა მამულებისა და ქონების შესახებ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 24 მარტს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადო კრებაში, რომელმაც განიხილა სათავადაზნაურო ბანკიდან დასაბრუნებელი ფულის საკითხი. ივანე მაჩაბლისა და სხვების აზრით, ფული თავად-აზნაურებს სარგებლით უნდა დაბრუნებოდათ, ასევე აღძრულიყო შუამდგომლობა, რომ 108 000 მანეთი დეპუტატთა საკრებულოს სახელით საკრედიტო დაწესებულებაში შეეტანათ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 25 მარტს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადო კრების ბოლო სხდომას, რომელზეც დაამტკიცეს წინა სხდომების ოქმები, შემდეგ გაიმართა თავად-აზნაურთა წინამძღოლების არჩევნები.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის მარტში ოლღა გურამიშვილმა დუშეთის თავადაზნაურობის წინამძღოლს წერილობით აცნობა, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საქმიანობასა და არჩევნებში დუშეთის მაზრის სახელით მონაწილეობის საკუთარ უფლებას გადასცემდა მეუღლეს, ილია ჭავჭავაძეს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ილია ჭავჭავაძეს დიდუბის ეკლესიის გალავანში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავზე ძეგლის დადგმის თაობაზე ანგარიში სთხოვა. ილია ძეგლის აგებისთვის შექმნილი საგანგებო კომისიის თავმჯდომარე იყო.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 16 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ თხოვნით მიმართა კავკასიის საცენზურო კომიტეტს, რომ „ივერიის“ დროებით რედაქტორად ექვსი თვით ალექსანდრე სარაჯიშვილი დაენიშნათ, რადგან თავად ჯანმრთელობის გამო ექიმებისგან მუშაობა ეკრძალებოდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 14 ივლისის შემდეგ ილია ჭავჭავაძე პროფესორ ერნსტ ლეიდენის რეკომენდაციით მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად კურორტ კარლსბადში (კარლოვი-ვარი) გაემგზავრა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 18 მაისს გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ილია ჭავჭავაძემ საზოგადოებას აცნობა, რომ უკეთესად იყო და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას კითხულობდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძემ ანტონ ფურცელაძე საგურამოში დაპატიჟა და არტურ ლაისტისა და სხვა სტუმრების აყვანაც სთხოვა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს ილია ჭავჭავაძე ავადმყოფობის გამო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებას ვერ დაესწრო.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 5 ივნისს ილია ჭავჭავაძემ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების გამო კავკასიის საცენზურო კომიტეტს „ივერიის“ დროებით რედაქტორად ვასილ სულხანიშვილის დასამტკიცებლად განცხადებით მიმართა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 10 ივნისს ილია ჭავჭავაძის საზღვარგარეთ გამგზავრების გამო მისივე თხოვნით, გაზეთის რედაქტორად დროებით ვასილ სულხანიშვილი დანიშნეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ბათუმიდან ნატანებში ჩასულ ვალერიან თევზაძეს პოლკოვნიკმა ალექსანდრე ძაგანიამ მტრის შესახებ ინფორმაციის მოპოვება დაავალა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ოსმალეთი მთელი ბათუმის ოლქის, არდაგნისა და ახალციხის ოლქის დათმობას მოითხოვდა. ლევ ტროცკიმ მათ ბათუმის ოლქის ნაწილი და არდაგნის რაიონი დაუთმო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს, სომხეთ-თურქეთის ომის დროს, ვალერიან თევზაძე დამზვერავი ასეულით ქალაქ შუშაში შევიდა, სადაც ყველაფერი განადგურებული დახვდა.
1908
ტიპი: ღონისძიება
მარიკა-მარიამ გერვასის ასული ბარათაშვილი დაიბადა 1908 წლის 8 ივლისს ჭიათურაში.
1954
ტიპი: ღონისძიება
1954 წელს მარიამ ბარათაშვილი აირჩიეს საკავშირო უმაღლესი საბჭოს IV მოწვევის დეპუტატად.

