რეგისტრირებული ფაქტები19333
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სეით გაბრიელის ძე გამრეკელი წერდა, რომ მოსკოვში მყოფმა ქართველმა სტუდენტებმა სოფელ ხელთუბნის სკოლის ბიბლიოთეკას შესწირეს წიგნები: „მამულის საერთო მფლობელობაზედ“, „გლახის ნაამბობი“, „სალამური“, გრიგოლ ორბელიანის ლექსები და „ბანჯგვლიანის ფუტკრის ამბავი“.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ეგნატე ნინოშვილი წერდა, რომ ბათუმში მდებარე ძველი მაჰმადიანური სასაფლაოს ტერიტორიის ქალაქის კუთვნილებაში გადასვლით ზოგიერთმა მოქალაქემ მიწა დაკარგა, რადგან ის ადგილები ამ ადამიანების წინაპრების სასაფლაოებს ეკავა. ნინოშვილის აზრით, ეს უკანონო საქციელი იყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ეგნატე ნინოშვილი წერდა, რომ ბათუმში ნურიის ტერიტორიის მახლობლად მოშენებულ ადგილას ადგილობრივ მმართველობას ქუჩები და განათება არ ჰქონდა მოწესრიგებული, არც წყალი იყო გაყვანილი. ახალმოსახლეები ამბობდნენ, რომ ყველა ეს პირობა ძალიან სჭირდებოდათ საცხოვრებლად.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 25 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე წერდა, გასული წლის გამოცდილებამ უჩვენა, რომ შეუძლებელი იყო გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის უფროსი განყოფილებისთვის და საქალებო გიმნაზიის პირველი კლასისთვის 2 წლის განმავლობაში კარგად მომზადებულიყვნენ ისეთი მოსწავლეები, რომლებმაც საერთოდ არაფერი იცოდნენ.

