რეგისტრირებული ფაქტები19697
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადში“ ტიციან ტაბიძემ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც განიხილა ალექსანდრე აბაშელის, სოლომონ თავაძის, ხარიტონ ვარდოშვილის, ნოე ჩხიკვაძის, ნიკო ლორთქიფანიძის, შიო არაგვისპირელის, ივანე გომართელის, აკაკი პაპავასა და კონსტანტინე გამსახურდიას ლექსები და წერილები.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ქ. თბილისის გამგეობის წევრმა იოსებ ბესელიძემ ვრცელი მოხსენება წარადგინა ტრამვაის ტარიფის მომატების შესახებ საბიუჯეტო კომისიის დასკვნით. მოხსენების თანახმად, დიდუბის და ნაძალადევის ლიანდაგზე წესდებოდა 2 მანეთი, სოლოლაკის, ოლღას ქუჩის, წყნეთის და ავლაბრის ლიანდაგებზე – 3 მანეთი, ხოლო პირდაპირი – 6 მანეთი. ამ სახით ქალაქში შემოვიდოდა 20 მილიონ მანეთამდე, ხოლო ძველი ტარიფით – 15 მილიონამდე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსთვის“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებს ზურაბ ავალიშვილს, რომ მისი ძმა ოსინკა გასულ წელს მოაწყო „გორპროდუქტში“, მას შემდეგ კი არ უნახავს. ზურაბ ავალიშვილის ნივთები ძმამ ჯერ დათა დიასამიძესთან გადაიტანა, შემდეგ გაყიდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებს დიმა ჭიაბრიშვილს, რომ იულია პოლონის ასული დიდ გაჭირვებაში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ გაყიდა ყველა ის ნივთი, რომლებსაც კონსულთან და გიორგი იორამაშვილთან ინახავდა.

