საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18890

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა იასონ ჯავახიშვილის წერილი „26 იანვარი“, რომელიც ეძღვნებოდა უნივერსიტეტის დღეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვახტანგ ღამბაშიძის წერილი „ქართველი სტუდენტის დღე“, რომელიც ეძღვნებოდა უნივერსიტეტის იუბილეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ინჟინერ პეტრე ბრაილოვსკის წერილი „თეთრი ნახშირი ამიერკავკასიაში“ (წერილი მეოთხე).

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ ნათარგმნი ფრანსუა კოპეს მოთხრობა „საგანგებო სადილი“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა იოსებ ცისკარიშვილის სტატია, რომლის მიხედვითაც თელავში მდებარე უფუნქციო სამკითხველო, ადგილობრივი ახალგაზრდებისა და საზოგადოების ერთიანი თანამშრომლობის შედეგად ისევ გაიხსნა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს ანა გაბაშვილმა საჩუქრად გადასცა ბესიკ გაბაშვილისა და პეტრე გიორგის ძე ლარაძის ხელნაწერები.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს ბ. კარგარეთელმა საჩუქრად გადასცა ხელნაწერი „დავრიშიანი“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე ოსმან მიქელაძემ საქალაქო მამულების გაყიდვის თაობაზე განაცხადა, რომ ვინც უნებართვოდ დაიკავებდა სახელმწიფო მიწებს, კანონის ძალით უნდა გაეძევებინათ, რათა ამის შემდეგ ვერავის გაებედა ქალაქის კუთვნილ მამულებში უკანონოდ დასახლება.

1888

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე მ. ი. თამამშევმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა თუ ბიუროს აგენტებს დაავალებდნენ ქალაქის მამულებზე თვალყური ედევნებინათ, რათა მათ უკანონოდ არავინ დაპატრონებოდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ შეკრებილი „ხევსურული სიმღერები“.

1888

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე ა. ივანენკომ საქალაქო მამულების გაყიდვის თაობაზე განაცხადა, რომ ქალაქის მამულები არ უნდა გაეყიდათ და თავისთვის უნდა დაეტოვებინათ.

1888

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე მ. ი. თამამშევმა საქალაქო მამულების გაყიდვის თაობაზე განაცხადა, რომ სასურველი იქნებოდა ეს მიწები სამომავლო მიზნებისთვის დაეტოვებინათ და არ გაეყიდათ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის სასულიერო სკოლის პედაგოგმა პოლიევქტო კვიცარიძემ ორნაწილიანი ქართული გრამატიკა შეადგინა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 31 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნოტოვიჩს, რომელმაც მოიარა ინდოეთი, ჰიმალაის მთები და თბილისში ჩამოვიდა, სურვილი ჰქონდა, მისი მოგზაურობის შესახებ საგეოგრაფიო საზოგადოების კრებაზე ორი წერილი წაეკითხა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე ოსმან მიქელაძემ ავლაბარსა და მთაწმინდაზე სკვერების მოწყობის თაობაზე განაცხადა, რომ მთაწმინდის მოედანზე სკვერების მოწყობა ეტლებით გადაადგილებას შეუშლიდა ხელს.

1888

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე ქოჩორიანცმა საქალაქო მამულების გაყიდვის თაობაზე განაცხადა, რომ სჯობდა დაეცადათ და რკინიგზის სადგურთან მდებარე ადგილი ფასების ზრდის შემდეგ გაეყიდათ.

1888

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე პავლე იზმაილოვმა საქალაქო მამულების გაყიდვის საკითხი დააყენა. მან აღნიშნა, რომ მათი პირდაპირი მოვალეობა ხალხის ხელშეწყობა იყო და სჯობდა დაეწყოთ მამულების გაყიდვა და არ დალოდებოდნენ ფასების ზრდას. გარდა ამისა, ქალაქში შენობების მატება და ცარიელი ადგილების შევსება მათთვის დიდი მოგების მომტანი იქნებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დ. პავლიაშვილის წერილი „ნეტარ სულთა ძახილი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მოსე ჯანაშვილის წერილი „შესანიშნავი ხელნაწერი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სერგო ივანეს ძე ამაღლობლის (ფსევდონიმით „ეკონომისტი“) წერილი „ნავთობის მრეწველობა საქართველოში“ (დასასრული).

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ რედაქციამ მიიღო პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსულის, ალექსანდრე ჩერქეზიშვილის ცნობები იქ მყოფი ქართველების შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობის ბოლო სხდომაზე სახალხო სახლში ინჟინერმა მასლოვსკიმ წაიკითხა მოხსენება მატყლის დამუშავების შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პარმენ ჭიჭინაძე, რომელმაც აღნიშნა მეცხვარეობა-მესაქონლეობის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და განაცხადა, რომ დარგი მთავრობისთვის ზრუნვის და ყურადღების საგანი გახდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებს ნადია თარხნიშვილისას, რომ 2 500 მანეთი, რომელიც შმილკევიჩის ქალმა შათირ ნაცვლიშვილის ხელით გამოუგზავნა, ნაცვლიშვილის დაპატიმრების გამო თანხა კონსულს აქვს და ელის განკარგულებას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებს მელიტონ ბალანჩივაძეს, რომ მარ. ნიკ. წინანდებურად მსახურობდა, ხოლო მისი შვილი ბალეტის ცნობილი მოცეკვავე იყო.