რეგისტრირებული ფაქტები32742
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ევგენი ჩიჯავაძე მღვდელ ონისიმე სანიკიძეს სთხოვდა, რომ რჩევა-დარიგებით სოფელ ჩხენიშის ახალგაზრდებისთვის სწავლის ინტერესი გაეღვიძებინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 ივლისს არტემ გოგინოვის დედას სოფელ კნოლევიდან ჩასული ერთ-ერთი თავადი ფულის სესხებას სთხოვდა. უარის მიღების შემდეგ თავადმა ქვრივის მოკვლა სცადა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 4 დეკემბერს ინგლისელი მწერალი მარჯორი უორდროპი დედასთან, მარგარტ კოლეტთან ერთად საქართველოს ეწვია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვალს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე ილია ჭავჭავაძე ამიერკავკასიაში ერობის შემოღების შესახებ შუამდგომლობის ტექსტის შემმუშავებელ კომისიაში აირჩიეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 თებერვალს ილია ჭავჭავაძეს ყვარლის მოურავმა გიორგი გოგინაშვილმა სამეურნეო საკითხების შესახებ მისწერა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 31 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობდა სათავადაზნაურო ბანკის საგანგებო კრებაში, რომელმაც განიხილა ბანკის მიერ გრიგოლ არწრუნისეული ქარვასლის შეძენის საკითხი. ილია ჭავჭავაძე კამათში ჩაება ივანე მაჩაბელთან, რომელიც ბანკის მიერ ქარვასლის შესყიდვის წინააღმდეგი იყო. ანტონ ფურცელაძემ ურჩია, გამგეობისთვის მიენდოთ გადაწყვეტა, მაგრამ კრება არ დაეთანხმა.
1938
ტიპი: ღონისძიება
1938 წელს ვარშავაში გამართულ ქართველ ემიგრანტთა მეჯლისს ესწრებოდნენ იოსებ სალაყაია, ვალერიან თევზაძე, გიორგი მამალაძე, დიმიტრი შალიკაშვილი, ალექსანდრე ზაქარიაძე, დავით ვაჩნაძე და ა. შ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის მაისში ალექსანდრე ფრეზე და ბელიავსკი წყალდიდობით დაზარალებული ადგილების დასათვალიერებლად თერგის ოლქში იმყოფებოდნენ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 იანვარს ილია ჭავჭავაძემ სათავადაზნაურო ბანკის ბაქოს სააგენტოს რევიზია დაამთავრა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 3 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელით წერილობით მიმართა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძეს, რომ მოეწოდებინა მისთვის ინფორმაცია მისადმი რწმუნებული სასწავლებლის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელმაც განიხილა ამიერკავკასიაში ერობის შემოღების საკითხი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის ერთობლივ სხდომაში.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2-4 მარტს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებას, რომელზეც გაიმართა კამათი ერობის შემოღებაზე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 მარტს ილია ჭავჭავაძე თავადაზნაურთა საგანგებო კრებაზე აირჩიეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების საკითხის შემმუშავებელ კომისიაში.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 14 მარტს ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო საზოგადოების წევრთა წლიურ კრებას.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 24 მარტს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თხოვნით მიმართა საცენზურო კომიტეტს ალექსანდრე პუშკინის თხზულებათა დაბეჭდვაზე ნებართვის მისაღებად.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 მარტს ილია ჭავჭავაძემ ცენზურისგან ნებართვა მიიღო ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ ცალკე წიგნად გამოცემაზე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 28 მარტს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის პირველი თანრიგის მსესხებელთა კრებაზე რწმუნებულად აირჩეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ივნისის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს ფრეილინის ქუჩაზე, ბანკში, მიაკითხა ივანე გომელაურმა, რათა დალაპარაკებოდა სენაკის სკოლის მასწავლებლობიდან თავისი დათხოვნის შესახებ. ილიამ უთხრა, რომ ეს იყო გამგეობის დადგენილება, რომლის შეცვლაც მას არ შეეძლო.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის ოქტომბრის დასაწყისში თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის შეერთებულმა კრებამ ილია ჭავჭავაძე, პეტრე გრუზინსკი და ალექსანდრე კობიაშვილი აირჩია კომისიაში, რომელსაც უნდა შეესწავლა საბანკო საქმიანობაში ახალი კანონების შემოღებასთან დაკავშირებით სათავადაზნაურო ბანკის ინტერესების საკითხი. ამავე კომისიას უნდა შეედგინა პროექტი და წარედგინა კრებისთვის განსახილველად.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 თებერვალს იუნკრებს – ნიკოლოზ მათიკაშვილს, გიორგი ლომკაცს და მელიქ სომხიანცს დაევალათ, გვარდიელთა ათასეულის უფროსისთვის უკან დახევის ბრძანება გადაეცათ და შემდეგ თბილისის გავლით მცხეთაში ჩასულიყვნენ.
1939
ტიპი: ღონისძიება
1939 წელს გენერალ ალექსანდრე ჩხეიძის ქვრივი სოფიო ვარშავიდან თურქისტანში გაგზავნეს ძროხების მწველავად.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ რევაზ გაბაშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 სექტემბერს ივანე მესხმა ბათუმიდან ფოთში ნიკო ნიკოლაძეს მისწერა, რომ ქალაქის ხმოსანთა არჩევნები 2 ოქტომბრისთვის დაინიშნა და იმ დროისთვის ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილიც აპირებდნენ ჩასვლას.

