საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18890

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვანო კალანდაძის „წერილი რედაქტორის მიმართ“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოტომ კავკასიის ომის შესახებ წიგნი გამოსცა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოსტოროვსკიმ გადაწყვიტა კავკასიის სახელმწიფო ქონების ინსტიტუტის ქვეშ დაქვემდებარებულ ყველა სახელმწიფოს გამგეობას აღერიცხა გლეხების მამულები, თანაბრად გაენაწილებინათ ისინი მეპატრონეებისთვის და დაეწესებინათ გადასახადი კუთვნილ მამულზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოსტოროვსკიმ გადაწყვიტა მკაცრი ზომები მიეღო, რათა კავკასიაში სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ტყეები დაეცვათ.

1836

ტიპი: ავტორობა

1836 წელს ემინიმ ფრანგულიდან რუსულად თარგმნა და დაბეჭდა ვილმესანის წიგნის „საშუალო საუკუნეების ისტორიის“ სამი ტომი.

1849

ტიპი: ავტორობა

1849 წელს ემინიმ სომხური ქრესტომათია გამოსცა.

1846

ტიპი: ავტორობა

1846 წელს ემინიმ სომხური გრამატიკა გამოსცა.

1881

ტიპი: ავტორობა

1850 წელს ემინიმ სომხურ ენაზე გამოსცა სომხური ეპოსი, რომელიც 1881 წელს რუსულად იყო გადაკეთებული და დაბეჭდილი.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ემინიმ სომხურ ანბანზე ტრაქტატი გამოსცა.

1864

ტიპი: ავტორობა

1864 წელს ემინიმ წიგნი სომხების კერპთაყვანისმცემლობაზე გამოსცა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ემინის თარგმანით, განმარტებებით რუსულად და ფრანგულად სომეხი მწერლების ქრონიკები გამოიცა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსეთს პირველად ემინიმ გააცნო სომხური აპოკრიფები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა პეტრე იოსების ძე უმიკაშვილის ფელეტონი „ჩვენი მიწერ-მოწერა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დრამის „ურიელ აკოსტას“ ავტორი კარლ გუცკოვი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის 1886 წლის 1-ელი იანვრის ბალანსს ხელი მოაწერეს ილია ჭავჭავაძემ, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილმა, ივანე გიორგის ძე მაჩაბელმა და ხ. ხაჩატურიანმა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი იანვრისთვის თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის ბალანსი შეადგენდა 6 116 858 მანეთსა და 24 კაპიკს. ბალანსს ხელი მოაწერეს: ილია ჭავჭავაძემ, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილმა, ივანე გიორგის ძე მაჩაბელმა და ხ. ხაჩატურიანმა.

1865

ტიპი: ავტორობა

1865 წელს ემინიმ წიგნის „ნერსეს ლაბრონელის სინოდალურის სიტყვის“ თარგმანი გამოსცა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ემინიმ რუსულად თარგმნა და გამოსცა საეკლესიო კანონები და საგალობლები, რომლებიც ენის ღრმა ცოდნას მოითხოვდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ თავადაზნაურობა ყოველთვის ცალკე მდგომი წოდება იყო. მას ყველაფერში ჰქონდა უპირატესობა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ თავადაზნაურობა თავდაპირველად სამხედრო წოდებას წარმოადგენდა. იგი მამულსა და სარწმუნოებას იცავდა ძალადობისა და საფრთხისაგან.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ ვინ მოთვლიდა რამდენი სისხლი ჰქონდა დაღვრილი თავადაზნაურობას სამშობლოსთვის. მისი ყოველდღიური საზრუნავი ეროვნებისა და სარწმუნოების დაცვა-გაძლიერება იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ გარეშე მტერი საქართველოს ჩამოშორდა და თითქოს, თავადაზნაურობას საზრუნავი გამოელია.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ თავადაზნაურობას ეკონომიკური პრობლემები უნდა მოეგვარებინა, რაშიც მას ყველანაირი გარე პირობა ხელს უწყობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ თავადაზნაურობას ჰქონდა ბევრი მიწა-წყალი, დიდი უფლებები სამხედრო და სამოქალაქო სამსახურში, ჰყავდა ყმა, მოსამსახურე, რაც საშუალებას აძლევდა ქვეყნის მდგომარეობა უკეთესობისკენ წარემართა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ სახელმწიფო სასწავლებლების კარი მხოლოდ თავადაზნაურობისთვის იყო ღია.