საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32742

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 12 ნოემბერს კოლაუ ნადირაძემ მშობლებს, გალაქტიონ და აგნესა ნადირაძეებს, წერილით შეატყობინა, რომ კარგად სწავლობდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 23 თებერვალს კოლაუ ნადირაძემ მამას, გალაქტიონ ნადირაძეს, ქუთაისიდან ჩოხატაურში გაუგზავნა წერილი, რომლითაც ატყობინებდა, რომ ქუთაისის გიმნაზია პირველი მარტიდან უნდა გახსნილიყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 12 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ბაკურციხეში გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე ავქსენტი ცაგარლის „ბაიყუში“ და გაბრიელ სუნდუკიანცის „პეპო“ წარმოადგინეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 მაისს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის დაკრძალვის პროცესიაში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს, ბოლშევიკების გამარჯვებამდე, ვალერიან თევზაძე და მაიორი უთნელიშვილი უმაღლეს სამხედრო სკოლაში ჩასარიცხად საფრანგეთში უნდა წასულიყვნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) წირვას დაესწრო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 მაისს ილია ჭავჭავაძე სიონის საკათედრო ტაძარში დაესწრო სამღვდელოების საგანგებო ლოცვას, რომელიც აღევლინა გურია-იმერეთის ეპარქიაში ახლადგადაყვანილ ეპისკოპოს ალექსანდრესთვის (ოქროპირიძე). ილიამ მას სიტყვით მიმართა, რომელშიც ერის წინაშე მისი დამსახურებები გამოიკვეთა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 31 მაისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ცნობა, რომ განზრახული იყო ილია ჭავჭავაძის მიერ სხვადასხვა დროს წარმოთქმული სიტყვების ცალკე წიგნად გამოცემა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 იანვარს ჩატარებულ ლიტერატურულ კონკურსზე გაზეთმა „თემმა" წარადგინა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „უხილავი“, რომელმაც 3 დადებითი და 5 უარყოფითი ხმით მესამე ადგილი დაიკავა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის მარტში ქუთაისის საქალაქო მმართველობის მიერ გამართულ აკაკი წერეთლის ხსოვნის სამოქალაქო პანაშვიდზე გალაკტიონ ტაბიძემ წაიკითხა ლექსი „აკაკის ლანდი", რომელიც პირველად გაზეთ „ახალ კვალში" (1915, N1) დაიბეჭდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 ნოემბერს ქუთაისის თეატრში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის სალიტერატურო საღამო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 თებერვალს სამხედრო საბჭოს მხედართმთავარმა გიორგი კვინიტაძემ თავდაცვის საბჭოს შესთავაზა, თბილისი დაეტოვებინათ, მცხეთამდე დაეხიათ და იქიდან ჩაეკეტათ მტრისთვის გზა. საბჭომ კვინიტაძის წინადადება მიიღო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25-26 თებერვალს გიორგი კვინიტაძემ ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად არდაგნის რაიონში, ოსმალეთის საზღვართან, დაყენებული ორი პოლკი მოხსნა და ხაშურში ჩამოიყვანა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვლის ბოლოს გვარდიის გენერალმა ალექსანდრე კონიაშვილმა ხაშურის შტაბს შეატყობინა, რომ გვარდიელები აღარ უტევდნენ, შტაბი და ჯარი კი იშლებოდა.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელს ალოიზ მიზანდარმა, ხარლამპი სავანელმა და კონსტანტინე ალიხანოვმა დააარსეს თბილისის პირველი მუსიკალური სკოლა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში სოხუმისა და გაგრის მხრიდან ჯარის გამოყვანის შემდეგ ქართულმა არმიამ გიორგი კვინიტაძის ხელმძღვანელობით დაიხია ბათუმისკენ, სადაც იმ დროს მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს, ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაკავების შემდეგ, ვალერიან თევზაძემ საფრანგეთს შეაფარა თავი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ლადო დიმიტრის ძე აღნიაშვილმა ქართველ მომღერალთა გუნდი დააარსა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 23 მარტს ილია ჭავჭავაძემ ბანკის გამგეობის წევრ ალექსანდრე ვახვახიშვილთან ერთად ქრისტეფორე მამაცაშვილს მისწერა, რომ 19 მარტს მას გაუგზავნეს ბანკის ყველა ანგარიში 1875 და 1877 წლების გარდა, რადგან მათი დაბეჭდილი პირები არ ჰქონდათ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 მარტს ილია ჭავჭავაძე თბილისიდან წასულ მრევლთან ერთად მცხეთაში საქართველოს ეგზარქოს ფლავიანეს შეხვდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 11 აპრილის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია ჭავჭავაძემ იუბილესთან დაკავშირებით კიეველი და ოდესელი ქართველებისგან მიიღო მისალოცი წერილები, რომლებსაც ხელს აწერდა 59 ადამიანი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 იანვარს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაში, რომელმაც განიხილა მეფე ერეკლე მეორის გარდაცვალებიდან ასი წლისთავთან დაკავშირებით სიონის ტაძარში წირვისა და პანაშვიდის გადახდის საკითხი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 13 მაისს ქართული თეატრი გამართავდა წარმოდგენას „რომანი ღარიბი ყმაწვილი კაცისა“ ბარბარე კორინთელის მონაწილეობით.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ელისო“ თელავში, ვლადიმერ როსტომაშვილთან იყიდებოდა.