რეგისტრირებული ფაქტები32742
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს ილია ჭავჭავაძე ავადმყოფობის გამო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებას ვერ დაესწრო.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 5 ივნისს ილია ჭავჭავაძემ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების გამო კავკასიის საცენზურო კომიტეტს „ივერიის“ დროებით რედაქტორად ვასილ სულხანიშვილის დასამტკიცებლად განცხადებით მიმართა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 10 ივნისს ილია ჭავჭავაძის საზღვარგარეთ გამგზავრების გამო მისივე თხოვნით, გაზეთის რედაქტორად დროებით ვასილ სულხანიშვილი დანიშნეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ბათუმიდან ნატანებში ჩასულ ვალერიან თევზაძეს პოლკოვნიკმა ალექსანდრე ძაგანიამ მტრის შესახებ ინფორმაციის მოპოვება დაავალა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ოსმალეთი მთელი ბათუმის ოლქის, არდაგნისა და ახალციხის ოლქის დათმობას მოითხოვდა. ლევ ტროცკიმ მათ ბათუმის ოლქის ნაწილი და არდაგნის რაიონი დაუთმო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს, სომხეთ-თურქეთის ომის დროს, ვალერიან თევზაძე დამზვერავი ასეულით ქალაქ შუშაში შევიდა, სადაც ყველაფერი განადგურებული დახვდა.
1908
ტიპი: ღონისძიება
მარიკა-მარიამ გერვასის ასული ბარათაშვილი დაიბადა 1908 წლის 8 ივლისს ჭიათურაში.
1954
ტიპი: ღონისძიება
1954 წელს მარიამ ბარათაშვილი აირჩიეს საკავშირო უმაღლესი საბჭოს IV მოწვევის დეპუტატად.
1950
ტიპი: ღონისძიება
1950 წელს მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა მარიამ ბარათაშვილის პირველი კომედია „მარინე“ („ჭრიჭინა“). მოგვიანებით მისი სიუჟეტი საფუძვლად დაედო კინოსურათ „ჭრიჭინას“ სცენარს.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 17 დეკემბერს გამართულ ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს საგანგებო კრებაზე არჩილ ელიზბარის ძე მაჭავარიანი აირჩიეს დელეგაციაში, რომელსაც მონაწილეობა უნდა მეეღო რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის კორონაციაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის იანვარში ვალერიან თევზაძე ალექსანდროპოლში კავკასიის მსროლელთა მე-8 პოლკის შტაბში ჩავიდა, ხელფასი, დოკუმენტები და პოდპოლკოვნიკის წოდებაზე წარსადგენი საბუთები წამოიღო და საქართველოში დაბრუნდა.
1908
ტიპი: ღონისძიება
ბონდო კონსტანტინეს ძე კეშელავა დაიბადა 1908 წლის 22 სექტემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში.
1931
ტიპი: ღონისძიება
1931-1941 წლებში ბონდო კეშელავა მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ქუთაისის, ქვედა სიმონეთის, გეგუთისა და ძველი აბაშის საშუალო და არასრულ საშუალო სკოლებში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საქართველოში დაბრუნებული ვალერიან თევზაძე პეტრე გელეიშვილს ესტუმრა და სამხედრო კორპუსში მოწყობისთვის მადლობა გადაუხადა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ვალერიან თევზაძე თურქებზე ინფორმაციის მოსაპოვებლად ოზურგეთში ჩავიდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ოსმალეთი მთელი ბათუმის ოლქის, არდაგნისა და ახალციხის ოლქის დათმობას მოითხოვდა. ლევ ტროცკიმ დაუთმო კიდეც ბათუმის ოლქის ნაწილი და არდაგნის რაიონი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართველმა მუშებმა მენშევიკ-სოციალისტ ვალიკო ჯუღელის თაოსნობით იარაღის არსენალი დაიკავეს და სახალხო გვარდია მოაწყვეს.

