საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები30230

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს აჯანყების ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, არტემ იაკობიძეს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული სომხების წინააღმდეგ ომში.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული არტემ იაკობიძე საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს არტემ იაკობიძე სოფელ ითხვისში ცხოვრობდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ანდრო ცომაიას აჯანყებაში მონაწილეობა არ მიუღია.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ანდრო ცომაია ცხოვრობდა თბილისში, კიროჩნის N 65-ში.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ანდრო ცომაია საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს შორაპნის მაზრაში დაპატიმრებული ივანე ჩუბინიძე საბჭოთა ხელისუფლებამ თბილისში გაგზავნა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის აჯანყებისას ივანე ჩუბინიძე დაიჭრა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ივანე ჩუბინიძე სოფელ ხრეითში ცხოვრობდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს შორაპნის მაზრაში დაპატიმრებული ნიკოლოზ ხუციშვილი საბჭოთა ხელისუფლებამ თბილისში გაგზავნა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ნიკოლოზ ხუციშვილი ბორჯომში ცხოვრობდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ვასილ ბახტაძე საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.

1924

ტიპი: ღონისძიება

ვასილ ბახტაძე 1924 წლის აჯანყებაში იღებდა მონაწილეობას.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ვასილ ბახტაძე ცხოვრობდა სოფელ ხონში.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს აკაკი გაფრინდაშვილი სოფელ შუქრუთში ცხოვრობდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რასტეგაევი ქუჩაში მძიმედ დაჭრეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პოლკოვნიკ პრორულბიცკს ექვსჯერ ესროლეს, მაგრამ ვერ მოახვედრეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბ. დუმბაძე მეცნიერებათა აკადემიამ გურია-სამეგრელოში გაგზავნა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 24 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკისას მკვლელობის საქმეს სასამართლოში 25 ნოემბერს განიხილავდნენ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დიმიტრი ოქრიაშვილი თედორე მილუნკოვის ჯიბიდან ფულის ამოცლის მცდელობისთვის დააკავეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იან იაკუბოვსკი დაჭრეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 26 თებერვლის ,,ცნობის ფურცლის'' მიხედვით, ექვთიმე რევაზის ძე ნაცვლიშვილმა ევგენი თ. შარაშიძეს ფულიანი ქისა ამოაცალა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცელში“ ზურაბ გიორგის ძე აბდუშელიშვილი, ფარნაოზ სიმონის ძე და ნინო დიმიტრის ასული ნათიშვილები, ზაქარია იოსების ძე და სოფიო დიმიტრის ასული მამაცაშვილები ნათესავებს აუწყებდნენ, რომ მარიამ ფარნაოზის ასული აბდუშელიშვილის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შესრულების გამო წმ. გიორგის ქაშვეთის ეკლესიაში წირვასა და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 26 ნოემბრის „დროებაში“ ნინო ადრეევსკის მკვლელობის საქმის განხილვის შესახებ სტატია დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 28 ნოემბრის „დროებაში“ ნინო ადრეევსკის მკვლელობის საქმის განხილვის შესახებ სტატია დაიბეჭდა.