რეგისტრირებული ფაქტები18890
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ რაჭის მკვიდრები დიდ გაჭირვებაში იყვნენ უნაყოფო მიწებისა და შიმშილის გამო. რაჭაში 46 501 დესეტინა ტყე იყო და თუკი სახელმწიფო ქონებათა გამგეობა უფლებას მისცემდა ხალხს გამოეყენებინა ეს მიწები, მაშინ შრომისმოყვარე და დაუზარელი რაჭველი თავის მიწას წალკოტად აქცევდა, რის შემდეგაც აღარ მოუწევდა მამა-პაპისეული ადგილიდან გადასახლება.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ რაჭველი ადამიანი თავშენახული, შრომისმოყვარე, ფრთხილი, დამზოგველი, გონიერად მომჭირნე და ძლიერი იყო. ძალიან დასანანი იქნებოდა ასეთი ადამიანები თუ ქვეყანას დააკლდებოდნენ და სხვაგან გადასახლდებოდნენ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი წერდა, არამხოლოდ პროფესორები, არამედ სამზარეულოში მომუშავე ადამიანები, რომლებმაც თავიანთი შრომით მიაღწიეს წარმატებას და დარგის მცოდნეებად ჩამოყალიბდნენ მაგალითები იყვნენ იმისა, რომ ქართველი ადამიანი ნიჭიერი იყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში თანო ხანიაშვილი წერდა, რომ დაბა ყვირილაში მადნებიდან შავი ქვის გადმოსატანად რამდენიმე ათასი ოთხფეხა პირუტყვი ჩაიყვანეს. ისინი შიმშილისაგან და ბევრი შრომისგან დასუსტებულები იხოცებოდნენ და მათ ლეშს ძაღლები ჭამდნენ ქუჩებში. სანიტარული კომისია ასეთ მდგომარეობას ყურადღებას არ აქცევდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში თანო ხანიაშვილი წერდა, რომ დაბა ყვირილაში ფოსტის ქუჩაზე ფეხითმოსიარულეების გზას არავინ წმენდდა, რის გამოც მოქალაქეები პირახვეულები დაიდოდნენ იმდენად შემაწუხებელი სუნი იდგა. ამ მდგომარეობის გამოსწორებაზე არავინ ზრუნავდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში თანო ხანიაშვილი წერდა, რომ დაბა ყვირილის დეპუტატებს შეეძლოთ ღამის გუშაგები დაექირავებინათ, განათებები დაედგათ ქუჩებში და ღამით მოხეტიალეებისთვის სიარულის უფლება შეეზღუდათ, თუმცა ხელმძღვანელი არ ჰყავდათ და საქმეებს თავს ვერ აბამდნენ.