საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33279

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1861

ტიპი: ღონისძიება

1861 წელს ილია ჭავჭავაძემ საუნივერსიტეტო არეულობის გამო თავი მიანება პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლას.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წელს ილია ჭავჭავაძემ დააარსა ჟურნალი „საქართველოს მოამბე“.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წელს ილია ჭავჭვაძის მიერ დაარსებულმა ჟურნალმა „საქართველოს მოამბე“ სულ ერთ წელიწადს იარსება.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობას გლეხთა განთავისუფლებისთვის ნაბოძები ფულის ნაწილი ბანკის დასაარსებლად გადაუდვია.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილიას მამა გრიგოლმა კარგად იცოდა რუსული ენა.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელს ილია ჭავჭავაძის რჩევით თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობამ დააარსა საადგილმამულო ბანკი.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელს ილია ჭავჭავაძის ძალისხმევით შედგენილი საადგილმამულო ბანკის წესდება თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობამ მოიწონა და დაამტკიცა.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობამ ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში გაგზავნა საადგილმამულო ბანკის წესდების დასამტკიცებლად.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელს ილია ჭავჭავაძემ თავი დაანება სამსახურს, რათა საადგილმამულო ბანკის საქმეები მოეგვარებინა პეტერბურგში.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წელს ილია ჭავჭავაძის ძალისხმევით შედგენილი საადგილმამულო ბანკის წესდება რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ილია ჭავჭავაძემ დააარსა ქართული ყოველკვირეული გაზეთი „ივერია“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ყოველკვირეული გაზეთი „ივერია“ შემდგომ ყოველთვიურ ჟურნალად გადაკეთდა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ რეცენზიები ილიას ლექსებზე დაიბეჭდა თბილისის რუსულ გაზეთებში „Кавказ“ და „Новообозрение“, ასევე პეტერბურგის „Русская мысль“-სა და „Живописное обозрение“-ში და მოსკოვის ერთ გაზეთში.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ფრანგულ ჟურნალში „Caucase Illustre“ დაბეჭდილ სტატიაში განხილულია ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი და ლიტერატურული მოღვაწეობა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს რეცენზიები ილია ჭავჭავაძის ლექსებზე დაიბეჭდა იტალიურ ჟურნალში „Nuova Antologia“.

1857

ტიპი: ღონისძიება

ილია ჭავჭავაძის 1903 წლის ავტობიოგრაფიის მიხედვით, ილიამ სალიტერატურო მოღვაწეობა დაიწყო 1857 წელს.

1857

ტიპი: ღონისძიება

1857 წელს ილია ჭავჭავაძემ თავისი რამდენიმე ლექსი დასაბეჭდად გადასცა „ცისკარს“.

1903

ტიპი: ღონისძიება

ილია ჭავჭავაძის 1903 წლის ავტობიოგრაფიის მიხედვით, ილიას თხზულებები იბეჭდებოდა „დროებაში“, „კრებულში“, „საქართველოს მოამბეში“, „ივერიასა“ და ჟურნალ „მოამბეში“.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წელს ილია ჭავჭავაძის „საქართველოს მოამბეში“ დაბეჭდილი „ლუარსაბ თათქარიძე“ ცალკე წიგნად გამოსცა პეტერბურგის ქართველმა სტუდენტობამ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს რეცენზიები ილია ჭავჭავაძის ლექსებზე დაიბეჭდა გერმანულ გაზეთში „Litterarisches Echo”.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლიდან ყოველთვიური ჟურნალი „ივერია“, რომელსაც ილია ჭავჭავაძე გამოსცემდა, ყოველთვიურ პოლიტიკურ და სალიტერატურო გაზეთად გადაკეთდა.

1864

ტიპი: ღონისძიება

1864 წელს იმერეთში წარგზავნილ ილია ჭავჭავაძეს დაევალა მემამულეთა და გლეხთა შორის ურთიერთობათა გარკვევა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის ცნობით, ილია იყო სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის წევრი.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობამ მის მიერ დაარსებული საადგილმამულო ბანკის წესდების შესადგენად აირჩია კომისია, რომლის ერთ-ერთი წევრიც იყო ილია ჭავჭავაძე.